ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

რეპლეის ჩექმა

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 6 დეკემბერს მომხმარებელმა მაღაზია ”REPLAY”-ში შეძენილ ჩექმასთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით მოგვმართა. 

როგორც გავარკვიეთ, 2012 წლის 13 სექტემბერს მომხმარებელმა ვაჟა-ფშაველას გამზირ #3-ში განთავსებულ მაღაზია ”Replay”-ში (შპს ”ვენეციის სავაჭრო სახლი”) ფასდაკლების აქციაზე 84 ლარად ჩამოფასებული 279 ლარიანი რეზინის ჩექმა შეიძინა.

მომხმარებელი ყვება, რომ ჩექმა მას ყოველდღიური ტარებისთვის არ შეუძენია, მხოლოდ წვიმაში აპირებდა მის ჩაცმას. და ამიტომ სულ ორჯერ ეცვა (ეს მონაყოლი იმითაც დასტურდება, რომ ჩვენთან მოტანილი ჩექმის ძირი სულ ოდნავ იყო გაცვეთილი იხ. ზედა ფოტო). მეორე ჩაცმაზე, ნოემბერში, ქალბატონს გუბურაში მოუწია გავლა და შეამჩნია, რომ ფეხი დაუსველდა. ვინაიდან რეზინის ჩექმის ძირითადი თვისება სწორედ წყლისგან დაცვაა, ქალბატონმა გულდასმით დაათვალიერა ჩექმა და ძირისა და ზედა ნაწილის შეერთების დეფექტი აღმოაჩინა:

მომხმარებელმა მიაკითხა მაღაზიას, აჩვენა ჩექმა და მისი დაბრუნება ან გამოცვლა ითხოვა, თუმცა უარი მიიღო - 10 დღეში რომ მოსულიყავით გადაგიცვლიდით და 2 თვის შემდეგ _ აღარო.

2012 წლის 10 დეკემბერს ჩვენ მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ აღნიშნულ მაღაზიას საკითხში უკეთ გასარკვევად. მაღაზიის პერსონალმა დაგვიდასტურა, რომ ჩექმა ნამდვილად მათი გაყიდულია, თუმცა მათი აზრით დეფექტური ჩექმის გაყიდვა გამორიცხულია, ვინაიდან ისინი ფეხსაცმელს გაყიდვამდე გულდასმით ათვალიერებენ. მათ აგრეთვე დაადასტურეს, რომ მაღაზიაში მოქმედებს შიდა განაწესი, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან 10 დღის შემდეგ ისინი ნაკლიან ნაწარმს უკან აღარ იბრუნებენ (თუმცა მაღაზიაში ეს ინფორმაცია გამოკრული არ იყო). ჩვენ ვითხოვეთ მენეჯერთან გადაემოწმებინათ ეს პასუხი და 12 დეკემბერს თავადაც ვესაუბრეთ მენეჯერს, თუმცა ჩექმის დაბრუნებაზე ან გამოცვლაზე კვლავ მტკიცე უარი მივიღეთ. მენეჯერმა განაცხადა, რომ შეძენიდან 2 თვის შემდეგ მობრუნებულ საქონელზე მას გარანტია არ აქვს, რომ საქონელი მომხმარებლის დაზიანებული არაა.

ჩვენ შევეცადეთ იმის გარკვევას, შეიძლება თუ არა ჩექმაზე აღმოჩენილი დეფექტი მომხმარებლის მიერ მისი დაზიანების შედეგი ყოფილიყო. ამისთვის დავუკავშირდით სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს. სამწუხაროდ ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი მივიღეთ - როგორც აღმოჩნდა, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ გააჩნია შესაძლებლობა გაარკვიოს, ფეხსაცმლის ესა თუ ის დეფექტი მომხმარებლის ბრალია, თუ ე.წ. ”ქარხნული წუნია”. 




print version
17:36:07 2013-01-15

კომენტარის დამატება

tamo   09:09:36 2015-09-30  უპასუხე   
გამარჯობათ,
eXclusive.com.ge -დან გამოვიწერე 3.09.2015-ში პალტო და დუტის ქურთუკი. მითხრეს 7-10 დღეში იქნებაო და გუშინ ჩამოვიდა მხოლოდ.პალტო ჩამოვიდა , მაგრამ პალტო კიარა ჯაკეტი უფროა , თან არანაირი ეტიკეტი არააქვს. მხოლოდ მ ზომა აწერია მეტი არაფერი, ან სადაურია ან რა ნაცჰერია. არის დზალიან უხარისხო. დავცჰი მოტყუებული . შემიძლია შევედავო რომ დამიბრუნონ თანხა? დამეხმაროთ
თამარ, CSRDG   09:47:40 2015-10-01  უპასუხე   
თამო როგორ იურისტმა გვითხრა, ასეტ შემთხვევაში კომპანია საიდანაც გამოიწერეთ პროდუქტი მხოლოდ გამტარია, შეიძლება ითქვას ელექტრონული დამაკავშირებელია მწარმოებელს/გამყიდველსა და მომხარებელ შორის. სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ არსებობს კანონი, რომელიც მომხარებელს იცავს მსგავსი შემთხვევებისგან, ამიტომ დეტალურად უნდა გაცნობოდით პროდუქტების არწერილობას, რა და როგორი ხარისხის პროდუქცია ჩამოგივიდოდათ. ანუ წინასწარ არ მოგითხოვიათ ჩამომტანი კომპანიისგან [რპდუქტის ხარისხის შესახებ ინფორმაცია. თუ მოითხოვეთ და მათგან გაქვთ პროდუქტის აღწერილობა და ხარისხის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოსთხოვოთ მათ ამ ხარისხის შესაბამისი პროდუქტის თვქენთვის გადმოცემა. თუ არა, დავას აზრი არ აქვს. რაც შეეხება დანაკარგს, მეორე პროდუქტს რომელიც არ ჩამოგივიდათ, მისი შეძენის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები გაქვთ და ამაზე შეგიძლიათ ედავოთ კომპანიას.
თამარ, CSRDG   11:40:40 2015-09-30  უპასუხე   
თამო ვკითხავთ იურისტს და მოგწერთ პასუხს

maka   16:20:03 2012-12-26  უპასუხე   
მეც მქონდა იგივე შემთხვევა gino rossi- ს მაღაზიაში, შევიძინე ჩექმა რომელიც ღირდა 369 ლარი. მივიტანე მეორე დღესვე და მის დაბრუნებაზე უარი მივიღე. რეალურად ჩექმას აქვს ქარხნული წუნი მაგრამ ასე ერთი შეხედვით არ ეტყობა, ფეხს ტკენს საშინლად. კონსულტანტმა ყიდვის დროს ამიხსნა რომ თუ ჩექმას სახლში ჩაცმის დროს იგივე პრობლემა ექნებოდა დაიბრუნებდა უკან. მივაღწიეთ იმას რომ გამიცვლიან. ამ პროცედურებს დასჭირდა 3 დღე სიარული ქარვასლა და ჯი თი სი_ში. ასე რომ მე პირადად იმ მაღაზიის კი არადა მთელი მათი ქსელისკენაც აგარასოდეს არ გავიხედავ. საშინელი მომსახურეობა აქვთ. ელემენტარულად მენეჯერთან დასაკავშირებლად ანგარიშიც კი არ აქვთ და მომხმარებელი უნდა ელოდოს როდის ზარს გაუშვებენ და როდის გადმოურეკავენ. არადა 21-ე საუკუნეა:))))

xatia   16:57:00 2012-12-19  უპასუხე   
დასკვნა:
ნუ შეიძენთ ,,”Replay” ში ფეხსაცმელს.მონახეთ სხვა ბრენდები რომლებიც საკუთარ რეპუტაციას და სახელს უფრთხილდებიან...


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge