ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

ბატას ”ბოტასი”

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 16 ივლისს ცხელ ხაზზე (2194242) დაგვიკავშირდა მომხმარებელი და გვთხოვა დახმარება ახალ ქარვასლაში, მაღაზია ”ბატაში” შეძენილ ბავშვის ფეხსაცმელთან დაკავშირებით. 

როგორც გაირკვა, მომხმარებელმა 2012 წლის 29 ინვისს მაღაზია ”ბატაში” 48 ლარად შეიძინა ბავშვის ”ბოტასი”. ფეხსაცმელი ფასდაკლებით იყიდებოდა (საწყისი ფასი 69 ლარი იყო) და მომხმარებელი მაღაზიის პერსონალთან დაინტერესდა, ეს ფასდაკლება ფეხსაცმლის დაბალ ხარისხზე ხომ არ მიუთითებდა. იგი დაარწმუნეს, რომ ფეხსაცმელი ნამდვილად კარგი ხარისხის იყო. გარდა ამისა, მას აუხსნეს, რომ წუნის აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია ფეხსაცმლის გამოცვლა, რისთვისაც აუცილებელია ქვითრის წარმოდგენა. იმისათვის, რომ მომხმარებელს ქვითარი არ დაჰკარგვოდა, იგი მომსახურე პერსონალმა ფეხსაცმლის ყუთზე მიამაგრა.

მომხმარებელმა შეძენილი ფეხსაცმელი თავის შვილს დაბადების დღეზე, 2 ივლისს აჩუქა. ხოლო 13 ივლისს კი აღმოაჩინა, რომ ფეხსაცმლის ძირი არა მარტო გაიცვითა, არამედ გაიხვრიტა კიდეც. 14 ივლისს მან პრეტენზიით მიაკითხა მაღაზიას, თუმცა იგი საკმაოდ ”მკვახედ” გამოისტუმრეს, გაყიდულ საქონელს უკან არ ვიბრუნებთო.

18 ივლისს ჩვენ მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ აღნიშნულ მაღაზიას, რათა გაგვერკვია ფეხსაცმლის დაბრუნებასა ან გამოცვლაზე უარის თქმის მიზეზი. ჩვენ განვუმარტეთ მაღაზიის პერსონალს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-491 მუხლების მიხედვით მაღაზია ვალდებულია ან გამოუცვალოს მომხმარებელს ნაკლიანი საქონელი, ან დაიბრუნოს იგი

მაღაზიის პერსონალმა განგვიმარტა, რომ მაღაზია ”ბატა” გაყიდულ საქონელზე მხოლოდ 14 დღიან პასუხისმგებლობას იღებს - ეს მითითებულია მაღაზიაში გამოკრულ წესებში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი გაყიდვიდან 14 დღის განმავლობაში მომხმარებელი აღმოაჩენს საქარხნო წუნს, მას ფეხსაცმელს გამოუცვლიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მომხმარებელი მაღაზიაში მოვიდა 14 დღის გასვლის შემდეგ (მე-15 დღეს) და ამიტომ მისი პრეტენზია განხილული აღარ იქნა.

ჩვენ მაღაზიის პერსონალს ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა მაღაზიის მენეჯმენტთან, მართლა 1 დღის დაგვიანების გამო ეუბნებოდნენ ქალბატონს უარს ფეხსაცმლის გამოცვლაზე, თუ რაიმე სხვა მიზეზიც არსებობდა (მაგალითად ის, რომ მაღაზიისთვის ცნობილია, რომ ფეხსაცმელი ძალზე დაბალი ხარისხისაა და 2 კვირაში გაცვეთა მისთვის ნორმალური მაჩვენებელია). მომსახურე პერსონალმა მართლაც გადარეკა ხელმძღვანელობასთან. დაახლოებით 15 წუთი ველოდით პასუხს. და ბოლოს მივიღეთ იგი - მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფეხსაცმლის გაცვეთა არა ქარხნული წუნის, არამედ მისი ინტენსიური მოხმარების ბრალია.

ჩვენი აზრით, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მაღაზია ყიდის დაბალი ხარისხის ფეხსაცმელს, რომელიც მხოლოდ ძალიან ფრთხილად მოხმარების პირობებში ძლებს 2 კვირაზე მეტს.

-------------

2012 წლის 26 ივლისს საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არი”-დან ასეთი წერილი მივიღეთ:

ჩვენ დავუკავშირდით მომხმარებელს, რომელსაც აქ აღწერილი შემთხვევა გადახდა და გავარკვიეთ, რომ იგი თანახმაა ექსპერტიზისთვის წარმოადგინოს არა მხოლოდ აღწერილი ფეხსაცმელი, არამედ რამოდენიმე წლის წინ თავად ”ბატაში” ნაყიდი სხვა ფეხსაცმელიც, რომელიც მისმა სამივე შვილმა ატარა და ამ მდგომარეობამდე ჯერაც არ მისულა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხმარებლის ინტერესების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩამოყალიბდება ფეხსაცმლის ექსპერტიზისადმი დასმული კითხვა. ამიტომ საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არი”-სადმი გაიგზავნა წერილი ექსპერტიზის კითხვის ისეთი ფორმულირების შეთავაზებით, რომელშიც არა მხოლოდ მეწარმის, არამედ მომხმარებლის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არი”-დან ასეთი პასუხი მივიღეთ:

ჩვენ დავუკავშირდით მომხმარებელს და მასთან ერთად 2012 წლის 11 სექტემბერს შევხვდით ”აი-სი-არის წარმომადგენლებს, რათა სადავო ფეხსაცმელი ექსპერტიზაზე წარგვედგინა. კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით შესაბამის ექსპერტს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში. მან ფეხსაცმლის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელია ფეხსაცმლის ძირის ცვეთამედეგობის გამოცდა სპეციალურ დანადგარზე, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ გააჩნია. ამჟამად კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ გაარკვიონ, აქვს თუ არა ასეთი შესაძლებლობა სხვა რომელიმე ლაბორატორიას საქართველოში.




print version
14:13:46 2013-01-15

კომენტარის დამატება

giorgi   08:21:23 2015-03-07  უპასუხე   
მეც ვიყიდე ბატაში და 1 საათში დაიწყო საღებავმა გადასვალა და გამოჩნდა თეთრი ძირი რომ მივიტანე მაღაზიაში ეს მოდაშია ესეთი ფეხსაცმელები

გიორგი   14:44:25 2015-02-20  უპასუხე   
ჩემი გამოცდილებით მოგახსენებთ რომ ფასდაკლებით ვიყიდე თბილი ბატინკები, რომლის 2-3 თვის ნორმალური ხმარების შედეგად ქუსლთან მოხდა გადასკდომა....ამის შემდგომ მე ბატას ვერიდები...ისე ინტერესის დონეზე სურათებიც შემიძლია წარმოვაჩინო..თუმცა რჩეული ბატას საქონელი სარდაფის სიღრმეში განისვენებს:) ისე იმასაც ავღნიშნავ რომ ადრე წარსულში მემგონი ლოიდის ფირმის ფეხსაცმელი იყო...მართლა ისე გადავყარე რომ ვერ დავხიე...უბრალოდ მომბეზრდა და გადავყარე...ასე რომ ..ეს ის მარგო აგარაააააა:))))

ნანო   17:45:05 2013-08-26  უპასუხე   
ბატაში ფეხსაცლემს არ ვყიდულობ, ერთი მარტივი მიზეზის გამო - მოსინჯვისას უკვე ხვდები რა ხარისხიცაა, თანაც დიზაინის კუთხით მაგრად უჭირთ :)))
ლილოში ვიყიდე 5 წლის წინ მუხლამდე ჩექმა 80 ლარად. 5 სეზონი მატარა და ბოლოს მხოლოდ იმიტომ გადავყარე, რომ მომბეზრდა...

მარიამი   22:55:15 2013-02-23  უპასუხე   
დიდი ხანია ბატას მომხმარებელი ვარ და მას მერე რაც ხარისხში ცვლიება შევამჩნიე ვცდილობ უფრო დაკვირვებით შევარჩიო ფეხსაცმელი. გასულ გაზაფხულს ნაყიდ ფეხსაცმელს (129 ლარი) და პირველივე ჩაცმაზე გაეცვითა წინა ნაწილი, გამიკვრიდა მაგრამ რაღას ვიზამდი. ვიცოდი მაღაზიაში მისვლას აზრი არ ჰქონდა. მომდევნო ჯერზე მეტი ყურადღებით მოვიქეცი და ყიდვამდე დავაფიქსირე რომ 37 ზომა ფეხსაცმელი მარცხენაზე კარგად მქონდა და მარჯვენაზე მძვრებოდა, როდესაც ვიკითხე მითხრეს ალბათ თქვენ გაქვთ ასეთი ფეხიო :D :D

მარიამი   22:48:59 2013-02-23  უპასუხე   
ადრე ბატას მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია ჰქონდა და მხოლოდ წარწერით "ბატა". ბოლო პერიოდში ალბათ 2-3 წელია დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნისა და სხ.სხ. მწარმოებლის ფეხსაცმლის დამატებაც ქსელში, მათი ხარისხი და ფასიც განსხვავებულია. ხალხი შეცდომაში შედისი იმის გამო რომ ფიქრობს რადგან ბატაში ყიდულობს ეს უკვე ხარისხს ნიშნავს,ადრე მართლაც ასე იყო მაგრამ ეხლა არააააააა!!!

kkkk   07:01:32 2013-01-26  უპასუხე   
ბავშვობაში ჩემ ფეხსაცმელს მოუვიდა მსგავსი. ველოსიპედს გაფუჭებული ქონდა მუხრუჭი და საბურავზე ორმხრივად ფეხის მოჭერით ვეცადე გაჩერება.

Maia Tsikhiseli   16:10:01 2013-01-16  უპასუხე   
ხალხნო,თქვენიც გამკვირვებია...თუ ჯიბეები არ გასკდებათ რა გინდათ ბატაში რომ დადიხართ? მე სულ ბაზრობაზე ვყიდულობ ფეხსაცმელს ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც...არ მახსოვს რომ სულ ცოტა ერთი სეზონი პრობლემა შემქმნოდა,გარდა იმისა რომ ქუსლებზე რეზინებია შესაცვლელია ხოლმე...რა დახევა და გაცვეთაზეა ლაპარაკი??? გირჩევთ ბაზრობაზე გულდასმით აარჩიოთ ფეხსაცმელი და უფრო კმაყოფილი იქნებით

Lasha   23:26:32 2012-08-24  უპასუხე   
მე მაქვს ბატას 60 (120ლარი) ფრანკიანი ზამშის კეტი და 30 ფრანკიანი ტყავის ჩუსტი. ერთი წელი არაა რაც ვხმარობ და კეტი უკვე გაიხა (ფეხბურთს არ ვთამაშობ :)) და ჩუსტიც საკმაოდ შეილახა...

neli   00:53:00 2012-08-08  უპასუხე   
მუდმივს ვერ ვიტყოდი,მაგრამ რამდენიმეჯერ გვიყიდია ოჯახში ბატას ფეხსაცმელი,სხვათაშორის მეტნაკლებად ნორმალურადაც გვიხმარია და ჩემი რჩევით ორმა ახლობელმა იყიდა შარშან ჩექმა...ორივეს თითო კვირა თუ ეცვა ასე თუ ისე, შემდეგ იყო გაუთავებელი "საპოჟნიკები", ბოლოს ერთორ თვეში ნაგვის ურნა და უჩექმო ხამთარი. ისე ვინერვიულე, ლამის ინფაქთი მივიღე, რაღაცნაირად პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მათ არც ერთს არ ქონდათ იმის ფუფუნება, რომ მეორე ეყიდათ და ასე ხან "საპოჟნიკები და ხან საკუთარი ძალით წებო "მომენტი".... თუმცა თელი ზამთარი მაინც ვერ გაქაჩეს...

LILI   00:02:38 2012-08-04  უპასუხე   
რა დღეში ყოფილა "ბრენდირებული" მაღაზია? ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ როგორ ბედავს ასეთ ცინიზმზე წასვლას?, რას ქვია ბოტასით ფეხბურთი არ ითამაშოთო, აბა რა ვქნათ ოპერაში ვიაროთ ბოტასით?.... ჩვენ თუ საზოგადოება ვართ, არვიცი როგორ, მაგრამ არ შეიძლება ამის პატიება.... მე არა, მაგრამ ჩემს ახლობელს "პუმა"ს ჯემპრი გარეცხვის შემდეგ ზედმეტად გაუხუნდა-რა ჩეკი,რა საგარანტიო ვადა,ბოდიში მოუხადეს და თანხა დაუბრუნეს! ასე ხდება ყველა სერიოზულ მაღაზიაში....ესენი რა დრეში ყოფილან ეეეეეე.

elene   14:40:22 2012-08-03  უპასუხე   
რა საგარანტიო ვადა,რა სისულელეა ფეხსაცმელი ტექნიკა ხომ არ არის?ზამთარში ფასდაკლებით მეც ვიყიდე ხაფხულის ბასანოჩკი,ზამთარში ხომ არ ჩავიცმევდი?ამ გაზაფხულს მეორედ ჩავიცვი და წვიმაში მოვყევი...სახლამდე ძლივს მივედი,მარტივ მამრავლებად დაიშალა.ალბათ იტყვიან წვიმაში,როგორ შეიძლებოდა ჩაცმაო...აკი თქვეს ბოტასით ფეხბურთის თამაში როგორ შეიძლებაო?!

nunuka   22:09:49 2012-08-02  უპასუხე   
თუ შეიძლება გაასაჯაროეთ სად და როდის შედგება ექსპერტიზა, მე და ჩემს სამ ახლობელს გაგვიჩნდა სურვილი,წარმოვადგინოთ ამ ზამთარს ნაყიდი საზაფხულო ფეხსაცმელები, (ვითომ ფასდაკლებით).გადაყრას ვაპირებდით... ესეც დააექსპერტონ........
ლია, CSRDG   13:53:13 2012-08-03  უპასუხე   
ცოტა ხანში გავუგზავნით წერილს ბატას და ამის შემდეგ, მომხმარებელთან ერთად გადავცემთ სტატიაში აღწერილ ფეხსაცმელს ექსპერტიზისთვის.

კარგი იქნება, თქვენც თუ არ გადააგდებთ ფეხსაცმელს, რომელიც ასევე ძალიან სწრაფად გაიცვითა. შეიძლება მაგის ექსპერტიზაც ჩავატაროთ.

vato   11:50:23 2012-08-02  უპასუხე   
საინტერესოა,რას გადაწყვეტს "ექსპერტი",მაშინ როცა ფაქტი ჯიუტია.დაველოდები და შემდეგ მეც აუცილებლად წარმოვადგენ ჩემი და ჩემი მეუღლის ფეხსაცმელებს,რომლებიც ანალოგიურად მცირე დროში გაფუჭდა,და რატომღაც სამწუხაროდ არ გავაპროტესტე.
ლია, CSRDG   13:53:50 2012-08-03  უპასუხე   
თუ შეიძლება, ჯერ ჯერობით ნუ გადააგდებთ იმ გაცვეთილ ფეხსაცმელებს...

დავითი   00:17:10 2012-07-28  უპასუხე   
ბატაში კარგია ყიდვა როცა 50 ან 70 პროცენტიანი ფასდაკლებაა,თუ მალე გაცვდება გული არ დაგწყდება.ასე რომ "სეილზე"....

ქეთი   12:31:18 2012-07-27  უპასუხე   
სამწუხაროდ, მეც მუდმივი მომხმარებელი ვიყავი და იგივე დამემართა, საახალწლო ფასდაკლებაზე ვიყიდე ბავშვის "ბათინკები", არც თუ ისე იაფად. პირველივე ჩაცმაზე, ისეთ დღეში ჩავარდა შოკირებული დავჩით.. მივიტანე მეორე დღესვე, რუსთაველის ბატაში და ჩვენმა "სვეტსკმა გამყიდველმა" (ეგეთზე მენეჯერს ვერ ვიტყვი)როგორც უკანასკნელი "მათხოვარი" ისე გამომისტუმრა... თუ მადლობას ვიტყოდი, თავიანთი მეწაღე ძირებს დამიწებებდა.. ამ შემთხვევის შემდეგ აღმოვაჩინე, თურმე ბატაზე ბევრად უკეთესი მაღაზიები არსებობს თბილისში...

maiko   22:52:11 2012-07-22  უპასუხე   
დაახლოებით 35 წყვილი ფეხსაცმელი მაქვს ნაყიდი ბატაში ,ზოგი 7-8 წლის წინანდელია და დღემდე მაცვია მართლა.გამონაკლისები ყველგან არის.ისე ხმარებაზეც არის ბევრი დამოკიდებული.რავიცი მე მომწონს ბატა :)))
inga   11:14:28 2012-08-02  უპასუხე   
მაიკო,მაინტერესებს გულწრფელად,თუ 7-8 წ.ხმარობთ "ბატას" ფეხსაცმელს,35 წყვილის შეძენა რაში დაგჭირდათ?ნათელია,რომ თქვენი და ამ მაღაზიის ინტერესები თანხვდენილია.(ბავშვები არ ვართ).და ბოლოს 35 ფეხსაცმლის ფასად 5 კარგ ფეხსაცმელს ვიყიდი სხვა მაღაზიაში,"ბატაში" რა მინდა თუ ფინანსები ხელს მიწყობს.
irma   01:43:01 2012-07-25  უპასუხე   
მაიკო! ჩემო კარგო,მე კომენტარშიც ავღნიშნე,რომ მეც მაქვს დიდი ხმის წინანდელი ბატას ფეხსაცმელი,რომელსაც დღესაც ვხმარობ,მაგრამ სამწუხაროდ დრევანდელი ფეხსაცმელი, რომელიც,ბატაში იყიდება კრიტიკას ვერ უძლებს, (ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის),კიდევ უფრო აღმაშფოთებელია მათი დამოკიდებულება მომხმარებლისადმი;მე ეს ბოტასი მე-15 დღეს მივიტანე,მათ მითხრეს, რომ 2 კვირიანი საგარანტიო ვადა გასული იყო!? ჯურნალისტს კი(იხ."პრაიმ ტაიმი"N29.23 ივლისი 2012წ. გვ.45) ეს სამარცხვინო 2 კვირიანი საგარანტიო ვადა 1 კვირამდე შემცირებული დაახვედრეს და უთხრეს:ბოტასით ფეხბურთის თამაში,როგორ შეიძლება,ამასთვის ბუცები არსებობს, თანაც ჩვენი 1 კვირიანი საგარანტიო ვადა დიდი ხნის გასულიაო!? ჩემი აზრით ქუჩაში ციგნებთან ნაყიდი იაფასიანი ფეხსაცმელიც კი არ ჩავარდება ასეთ დღეში 5-6 ჯერ ჩაცმის შემდეგ, და არც ერთი მოვაჭრე არ აკადრებს მყიდველს 1 კვირიან საგარანტიო ვადას გაძლევო.თქვენ რას ფიქრობთ ბატას საგარანტიო ვადასთან დაკავშირებითა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მომხმარებელთან დამოკიდებულებასთან მიმართებაში?
maiko   17:03:15 2012-07-27  უპასუხე   
ირმა.მე მაქვს არა მარტო 7-8 წლის წინანდელი ფეხსაცმელი ,ახლაც სულ იქ ვყიდულობ .და არა მარტო მე,მთელი
ჩემი ოჯახი.პირადად ჩემი აზრი ასეთია .მინდა ავღნიშნო კიდევ ერთი რამ: ადრე ბატაში სულ ტყავის ფეხსაცმელი იყიდებოდა,ახლა გამოუშვეს ტყავის შემცვლელებიც (მაგრამ ამას მომსახურე პერსონალი ნამდვილად არ მალავს,ისე სიმართლე გითხრათ ტყავის შემცვლელიც კი მაქვს არა ერთი და მისიც ზალიან კმაყოფილი ვარ..)და მოგეხსენებათ შემცვლელი შედარებით მოსაფრთხილებელი და სუსტია ვიდრე ტყავი.რაც შეეხება გარანტიას და 1 კვირით შემცირებას მაგაზე მე რა გითხრათ ტუ 2 კვირაა 2 კვირა უნდა იყოს მითუმეტეს თუ ჩეკი გაგაჩნიათ .... მაგრამ თქვენ თუ იცით რომ იმდენად დაეჩვია ხალხი იმას რომ ბატა ფეხსაცმელს უკან იბრუნებს ზალითაც კი ხევენ და ისე მიაქვთ? ისე მომსახურე პერსონალს ნუ დავაბრალებთ ისინი მხოლოდ იმას ასრულებენ რასაც ავალებენ :))გარანტია 1 თვე რომ ქონდეს კარგი იქნებოდა .
irma   13:09:51 2012-07-28  უპასუხე   
მაიკო, თუ ჩემი შემთხვევა მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ანუ "რა მოხდა მერე 2 კვირა იხმარა და მეტი რა გინდა?"თუმცა ბატაში ხშირად იბრუნებენ ფეხსაცმელსო- ამბობთ თქვენ,გეფიცებით, სერიოზულად გეკითხებით და მომწერეთ თუ შეიძლება:რა მოზდის ბატას ფეხსაცმელს იმაზე უარესი,რაც ჩემი შვილის ბოტასს დაემართა და რის საფუძველზეც ცვლიან ?(რაღაც არ მგონია უკან იბრუნებდნენ,თანხის დაბრუნებით)
natia   12:11:04 2012-07-23  უპასუხე   
მე და ცემს მეუღლესაც გვაქვს,ტქვენსავით 7-8 წლის წინანდელი ბატას ფეხცაცმელები, რომლებიც ისევ გვაცვია,მაგრამ შარშან ვიღავი შესული ბატაში და რომ გადავხედე საქონელს, მივხვდი ავტორიტეტზე აღარ ზრუნდნენ, ეტყობა სიხარბემ სძლიათ. რა თქმა უნდა არაფერი შემიძენია და მას შემდეგ აღარც გავკარებივარ.როგორც სჩანს არც შევმცდარვარ,როგორ ცუდადაც არ უვდა იხმარო ფეხსაცმელი ასეთ დღეში 2 კვირაში არ ჩავარდება,ეს რა ვნახე შოკში ვარ!!!!!არ მეთანხმებით?

Shorena   13:05:22 2012-07-22  უპასუხე   
ისე შარშან მეც იგივე დამემართა...:) ვიყიდე ე.წ. "საბოები" ბატაში. ხოდა რამდენიმე კვირაში ძირი გასძვრა კინაღამ ცხვრირიპი დავიმტვრიე. ერთხელ კი მივიტანე მეწაღესთან მაგრამ ერთ კვირაში იგივე რომ დაემართა კაცმა მითხრა: "შვილი დაანებე თავიო, ხომ ხედავ როგორი უხარისხოაოოოო...:)"

mari   14:12:52 2012-07-21  უპასუხე   
მე ძალიან მომწონს ბატას ფეხსაცმლის ხარისხი, ორი წელია სანდლები გაუხდელად მაცვია, კიდევ ერთი ფეხსაცმელი მაქვს ქუსლზე და ისიც უნაკლოდ გამოიყურება უკვე წლებია. კომფორტული და ხარისხიანი ფეხსაცმელი აქვთ ნამდვილად
irma   15:31:15 2012-07-21  უპასუხე   
ადრე მართლაც კარგი ხარისხის ფეხსაჩმელი ჰქონდათ, მე მათი მუდმივი კლიენტი გახლდით, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ ძაან გააფუჭეს ხარისხიო, მე მაინც ძველი შთაბეჭდილების გავლენით შევიძინე ბავშვის ბოტასი და როგორც ხედავთ 5-6 ჯერ ცაჩმის შემდეგ გადასაგდები გახდა.ყველაზე ცუდი ის არის,რომ არ აიღეს პასუხისმგებლობა და აქეთ შემომედავნენ:ბოტასით ფეხბურთის თამაში,როგორ შეიძლება,ამისთვის ბუცები არსებობსო!? თავად განსაჯეთ!

nanuka   17:07:03 2012-07-20  უპასუხე   
მე არა ერთხელ შემიძენია ბატაში ფეხსაცმელი და ყოველთვის ძალიან კმაყოფლი ვარ.იმის და მიუხედავად,რომ ცუდი ხმარება ვიცი ფეხსაცმლის

xatia   12:46:11 2012-07-20  უპასუხე   
ბატას ფეხსაცმელი რომელიც ძაან მალე გამეხა მივიტანე ხალოსანტან. მან მითხრა, რომ აზრი არ ქონდა შეკეთებას რადგან სხვადასხვა ადგილებში მუდმივად დაიხევა და სულ აქ ხომ არ ივლი ახალი ჩექმა იყიდე უფრო ნაკლები დაგიჯდებაო.არ ვიცოდი თუ რაიმე უფლებები მქონდა.

bela   17:18:49 2012-07-19  უპასუხე   
2011-2012 წლის ზამთარი ბატაში ნაყიდმა ჩექმებმა ცუდ მოგონებად მიქცია

ინგა   15:27:12 2012-07-19  უპასუხე   
"ბატა"-ში მეც შევიძინე ფეხსაცმელი,რომელიც კატასტროფულად მალე დაიხა და გახდა უვარგისი.ახლა ვნანობ,რომ ეს ამბავი საჯაროდ არ გამოვიტანე,მაშინ ნერვების კიდევ უფრო მოშლას მოვერიდე,ისედაც შოკში ვიყავი.

irma   14:40:42 2012-07-19  უპასუხე   
მაღ.ბატა-ში ფეხსაცმლის ვარგისიანობის გარანტია მითითებული ჰქონდათ შეძენიდან ორი კვირა,საიტზე დადებული ბოტასი არის ჩემი შვილის,რომელიც 5-6 ჩაცმაზე არა მხოლოდ დაზიანდა,არამედ გადასაგდები გახდა. მე-15 დღეს მივიტანე.პასუხი აღმაშფოთებელი-საგარანტიო ვადა გასულიაო!? ახლა საგარანტიო ვადა 1 კვირამდე შეამცირეს,ამით აღიარეს,რომ ყიდიან მეტისმეტად უხარისხო ფეხსაცმელს და არიან სუპერ მძარცველები.

irma   22:43:32 2012-07-18  უპასუხე   
მაღაზია ბატა-მფლობელების დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ არის ოფიციალური ძარცვა.სხვათა შორის ბოლო ხანს ძალიან ხშირია მსგავსი პრეტენზიები ამ მაღაზიათა ქსელის მისამართით.

ekaterine   17:41:45 2012-07-18  უპასუხე   
ზუსტად ეს მოდელი ვიყიდე მეც და ზუსტად ესევე სწრაფად დაიხა :( მე არ მიმიტანია სამწუხაროდ:(
ლია, CSRDG   17:55:34 2012-07-18  უპასუხე   
არადა მაღაზიის პერსონალი ფეხსაცმლის კარგ ხარისხს იმით ასაბუთებდა, აქამდე პრეტენზია არავის გამოუთქვამსო...


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge