ბოლო ცვლილებები

ასაწონი მიწის თხილი მაღაზია „ზღაპრიდან“
ბიჟუტერიის შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარაქი მალკო 82.5%
ტექსტილის ნაწარმის შემოწმება
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში

სულ ნიუსები: 21
ასაწონი მიწის თხილი მაღაზია „ზღაპრიდან“
სურსათის ხარისხი,

მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე საჩივარი გამოგვიგზავნა, რომლის მიხედვითაც მან  მაღაზია „ზღაპარში“ მესამედ, ბოლო 2 თვის მანძილზე შეიძინა ასაწონი მიწის თხილი, რომელიც გაფცქვნის შემდეგ გაფუჭებული აღმოჩნდა.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 10 დეკემებერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზია „ზღაპარში“ (თბილისი, თოფურიას ქ. 12), შევიძინეთ ასაწონი მიწის თხილი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური პარამეტრების შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით: „თხილი არ შეესაბამება სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს“ - დიდია დაზიანებული მარცვლების ოდენობა და მათ მძაღე გემო აქვს.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მაღაზიაში.

--------

2020 წლის 20 იანვარს მივიღეთ პასუხი სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომლის მიხედვითაც სააგენტომ 14 იანვარს განახორციელა სახელმწიფო კონტროლი მაღაზია „ზღაპარში“. გაირკვა, რომ მიწის თხილის ის პარტია, რომელიც დეკემბერში იყიდებოდა, უკვე რეალიზებული იყო. სააგენტომ აღნიშნული მიწის თხილის იმპორტიორი ფირმაც შეამოწმა, თუმცა, პროდუქტის შესაბამისი პარტია მასაც უკვე რეალიზებული ჰქონდა. 

ამავე დროს, სააგენტომ მაღაზია „ზღაპარში“ ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოავლინა, კერძოდ ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ასაწონი მიწის თხილის ეტიკეტი, რომელიც იმ მომენტისათვის იყიდებოდა. ამისათვის მაღაზია დაჯარიმდა 600 ლარით.




print version
17:11:08 2019-12-26

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge