ბოლო ცვლილებები

ასაწონი მიწის თხილი მაღაზია „ზღაპრიდან“
ბიჟუტერიის შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარაქი მალკო 82.5%
ტექსტილის ნაწარმის შემოწმება
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში

სულ ნიუსები: 21
კარაქი მალკო 82.5%
რძის ნაწარმი,

ორმა მომხმარებელმა მოგვმართა ერთი და იგივე პროდუქტის შემოწმების თხოვნით ( 06.12.2019 შემოსული საჩივარი , 10.12.2019 შემოსული საჩივარი). მომხმარებლები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ კარაქი „მალკო“ მცენარეული ცხიმისაგან იყო დამზადებული.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 17 დეკემბერს, ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შევიძინეთ  „კარაქი 82.5%, მალკო“ (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“, თბილისი, ორხევი, ახვლედიანის ქ. 26ა), და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში, პროდუქტში რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმების შემცველობის განსასაზღვრად. 


ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტი, რძის ცხიმის გარდა, შეიცავს სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, „კარფურში“ და მწარმოებელთან.

--------

როგორც ქვემოთა კომენტარიდან ჩანს, შპს რესპუბლიკის წარმომადგენელმა 4 იანვარს გვაცნობა შემდეგი: „კარაქი დაფასოვდა იმ დანადგარით, რომლითაც ასევე მოხდა სპრედის დაფასოება. შესაძებელებია მცენარეული ცხიმის ნაწილაკები მოხვდა კარაქში. რეაგირება მოხდა პრეტენზიაზე და პროდუქტი ამოღებულ იქნა ქსელიდან.“ 




print version
13:14:44 2019-12-26

კომენტარის დამატება

rezo   11:41:43 2020-01-04  უპასუხე   
კარაქი დაფასოვდა იმ დანადგარით, რომლითაც ასევე მოხდა სპრედის დაფასოება. შესაძებელებია მცენარეული ცხიმის ნაწილაკები მოხვდა კარაქში.
რეაგირება მოხდა პრეტენზიაზე და პროდუქტი ამოღებულ იქნა ქსელიდან.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge