ბოლო ცვლილებები

ასაწონი მიწის თხილი მაღაზია „ზღაპრიდან“
ბიჟუტერიის შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარაქი მალკო 82.5%
ტექსტილის ნაწარმის შემოწმება
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში

სულ ნიუსები: 21
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 5 დეკემბერს ქ. ლაგოდეხში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ საკითხებზე.

პრეზენტაცია გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბატონმა გიორგი მესხიშვილმა. მან დამსწრეებს გააცნო სააგენტოს მიერ კახეთის რეგიონში განხორციელებული საქმიანობა, რის შემდეგაც გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია. შეხვედრას ესწრებოდნენ მეწარმეები, ბაგა-ბაღების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

  

ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოების, მეწარმეების ინფორმირებულობის გაზრდას სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და კომუნიკაციის გააქტიურებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის.


შეხვედრები გაიმართა ბულგარეთის პროგრამა „დახმარება განვითარებისათვის“ (ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო) და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით


 




print version
14:02:22 2019-12-06

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge