ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის მუშაობა
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ბიჟუტერიის შემოწმება
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში
საინფორმაციო შეხვედრები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
ეტიკეტი,

მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე შეტყობინება გამოგვიგზავნა და გვაცნობა, რომ სუპერმარკეტ „ლიბრეს“ ქსელში გამოკრულია ფასდაკლების სარეკლამო ბანერები რძის შემცველი პროდუქტის „იმერელი“-ს გამოსახულებით, რომელსაც მიწერილი აქვს: ყველი „იმერული“. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, „რძის შემცველი პროდუქტი“ არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და არ შეიძლება გაიყიდოს რძის ნაწარმის სახელწოდებით, როგორიცაა, ვთქვათ, ყველი, არაჟანი, ხაჭო, თუ სხვა. ამგვარად, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელს „რძის შემცველი პროდუქტი“ შეეძინა, როგორც ყველი.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 26 ნოემბერს ვეწვიეთ თბილისში, პეტრიწის 16-ში მდებარე სუპერმარკეტ „ლიბრეს“, სადაც ბანერი არ იყო გამოკრული, თუმცა დახლ-მაცივარში განთავსებული იყო რძის შემცველი პროდუქტი „იმერელი“ (ქარხნული შეფუთვით), რომელსაც მაღაზიის მიერ მიკრულ ეტიკეტზე ეწერა „იმერული“. 

ამგვარად, მომხმარებელს შეიძლება ეს პროდუქტი ყველად აღექვა.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან.




print version
14:53:36 2019-11-27

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge