ბოლო ცვლილებები

ბიჟუტერიის შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარაქი მალკო 82.5%
ასაწონი მიწის თხილი მაღაზია „ზღაპრიდან“
ტექსტილის ნაწარმის შემოწმება
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში

სულ ნიუსები: 21
საინფორმაციო შეხვედრები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ნოემბერში, საქართველოს 7 ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ საკითხებზე. კერძოდ, შეხვედრები შედგა ხარაგაულში, ჭიათურაში, ხობში, ჩხოროწყუში, ფოთში, ქედაში და თეთრიწყაროში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობაზე, სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე, პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. გაიმართა დისკუსია.

ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოების, მეწარმეების ინფორმირებულობის გაზრდას სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და კომუნიკაციის გააქტიურებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის.

შეხვედრები გაიმართა ბულგარეთის პროგრამა „დახმარება განვითარებისათვის“ (ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო) და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

  

 

 

 

 

 




print version
11:06:41 2019-11-26

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge