ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, მძიმე მეტალები, პროდუქციის ხარისხი, სუნელები, სურსათის ხარისხი,

ბოლო ხანებში არაერთხელ გავამახვილეთ საზოგადოების ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) არ ასრულებს კანონის მოთხოვნას მის მიერ აღმოჩენილი მავნე პროდუქტების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირების თაობაზე. ამ საკითხზე მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ. 

ჩვენთვის სულ 100 პროდუქტის შესახებ გახდა ცნობილი, რომელთა მავნეობაც სეს-მა 2013-2017 წლებში ლაბორატორიულად დაადგინა, მაგრამ მოსახლეობის სათანადო ინფორმირება არ მოუხდენია. როგორც ჩანს, ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, სეს ამ პრობლემის არსებობას არ აღიარებს, ამიტომაც მივმართეთ სეს-ის ზემდგომ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. იმედი გვაქვს სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს და უზრუნველყოფს იმას, რომ მოსახლეობას მიეწოდოს დროული და  სათანადო ინფორმაცია სურსათთან დაკავშირებული რისკებისაგან საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად. 

 

------------

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი მიმართვიდან გავიდა 1 წელი, თუმცა, სამინისტროს არაფერი გაუკეთებია ჩვენს მიერ დასმული პრობლემის მოსაგვარებლად. ამ ხნის მანძილზე ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა - საჯარო შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, მედიაეთერი. თუმცა, უშედეგოდ. 

2019 წლის 6 მარტს წერილით მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს. იმედი გვაქვს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეს დეპარტამენტი შეძლებს მკვდარი წერტილიდან დასძრას საკითხი.

 

------------

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, სამწუხაროდ, არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და ჩათვალა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კანონის შესაბამისად მოქმედებს (იხ. ჩვენი მიმოწერა).

ვაგრძელებთ პრობლემის მოგვარების ადვოკატირებას.




print version
11:55:00 2018-02-19

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge