ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სახელმწიფო კონტროლის შედეგები
სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა
სესხის წინსწრებით დაფარვა
სესხები ფიზიკური პირებისათვის
ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

2017 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია ქართულ სუნელებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის შესახებ. ამასთან დაკავშირებით ჩვენც გამოვითხოვეთ სხვადასხვა ინფორმაცია და სუნელების ლაბორატორიული კვლევების ორგანიზებაც მოვახდინეთ, რის შესახებაც იხილეთ ჩვენი სტატია.

ერთ-ერთი სირთულე, რომელიც ამ შემთხვევის შესწავლისას გამოიკვეთა, არის სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა. ჩვენ გვაინტერესებდა იყო თუ არა ამ მხრივ რაიმე პროგრესი და 2017 წლის ნოემბერში სურსათის ეროვნული სააგენტოდან (სეს) გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის გასარკვევად, გამოვლინდა თუ არა 2017 წლის ივლისში სუნელების 4 პარტიის ტყვიით დაბინძურების მიზეზები.

სეს-ის ინფორმაციით, სუნელების მწარმოებელ-რეალიზატორ ოთხივე ბიზნესოპერატორსა და მათი ნედლეულით მომმარაგებელ ბიზნესოპერატორებს დაევალა წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ლაბორატორიული შემოწმება ტოქსიკურობაზე და შედეგების  სააგენტოში წარდგენა (წერილები #09-12455, 30.11.2017 და #09-12867, 12.12.2017). ყველა ბიზნესოპერატორმა წარადგინა შემოწმების შედეგები, თუმცა, შემოწმებული ნიმუშები ნორმის ფარგლებში იყო. ერთმა მეწარმემ კი შეწყვიტა სუნელების წარმოება-რეალიზაცია, რის შესახებაც წერილობით აცნობა სეს-ს. ამგვარად, პროდუქტების დაბინძურების მიზეზები ვერც ამ შემთხვევაში გამოვლინდა.

ამის შემდეგ ჩვენ შემდეგი კითხვებით მივმართეთ სეს-ს:

·         რა დასკვნები გამოიტანა სეს-მა ამ შემთხვევებთან დაკავშირებით?

·         რა სავარაუდო მიზეზებმა შეუშალა ხელი დაბინძურების წყაროების გამოვლენას?

·         რა უნდა გაკეთდეს მომავალში იმისათვის, რომ სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა გაადვილდეს?

სეს-ის პასუხი იყო, რომ სურსათის ტყვიით დაბინძურების საკითხთან დაკავშირებით საჭიროა რისკის შეფასება, რის შესახებაც მიმართეს შესაბამის დაწესებულებას -- სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. რაც შეეხება თავად სეს-ის საქმიანობაში მიკვლევადობასთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს, სეს-მა ეს, რატომღაც არ აღიარა.

ჩვენი აზრით, სურსათის ტყვიით დაბინძურებასთან დაკავშირებით რისკის შეფასება ნამდვილად სასარგებლო იქნება. თუმცა, დაბინძურების წყაროების მიკვლევადობა სეს-ის კომპეტენციაა და, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ უწყებამ უნდა იმუშავოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მხოლოდ რისკის შეფასება ამისათვის საკმარისი არ იქნება. 




print version
10:29:25 2018-02-06

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge