ბოლო ცვლილებები

ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შაქრის ეტიკეტი
პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი
ინფორმაცია სამომხმარებლო პროდუქციის შესახებ
სემინარები თელავსა და ლაგოდეხში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“

სულ ნიუსები: 21
ხორცის ათი ნიმუშის შემოწმება ტყვიის შემცველობაზე
ხორცეული, მძიმე მეტალები,

2017 წლის ივლისში გამოვაქვეყნეთ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებშიც სააგენტომ 2013-2017 წლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოაჩინა. როგორც ამ სიიდან ჩანს, უმეტესად, დაბინძურებული ადგილობრივი საქონლის ხორცი იყო. მავნე პროდუქტების შესახებ მოქალაქეებს დროულად არ გაგვაგებინეს და ვერც დაბინძურების წყაროები გამოავლინეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქონლის ხორცი ტყვიის შემცველობაზე ჩვენც შეგვემოწმებინა, შედეგები გვეცნობებინა საზოგადოებისათვის, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის სათანადო რეაგირება მოგვეთხოვა. შესაბამისად, თბილისის სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილებში 10 ნიმუში ავიღეთ და ლაბორატორიას ჩავაბარეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, შემოწმებულ ნიმუშებში გამოვლენილი ტყვიის ოდენობა დასაშვებ ნორმაზე - 0,1 მგ/კგ ნაკლებია. იხილეთ ნიმუშების სია:

ნიმუშის N

პროდუქტის მონაცემები 

შეძენის ადგილი

მიღებული შედეგი

#1

გამყიდველი მალხაზ აღდგომელაშვილი

ხორცის ბიზნესოპერატორი შპს „ინა“ 

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.

ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 50 (მეტ. დელისის მ/ტ)

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

#2

გამყიდველი

ე. მახარობელიძე

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.

გლდანის ბაზარი 

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

#3

გამყიდველი ი.მ. თამარ სიხუაშვილი

მიმწოდებელი გოჩა ლეკიაშვილი

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.

ცოტნე დადიანის გამზ. N. 34

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

#4

გამყიდველი ზაზა წერეთელი

ხორცის ბიზნესოპერატორი „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.

ჩიტაიას 3, არდონის 2

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

#5

გამყიდველი დ. იორდანიშვილი

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.

„დეზერტირების“ ბაზარი

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

#6

გამყიდველი გუდვილი

ხორცის ბიზნესოპერატორი შპს „ციხისძირი 2014“

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.

ჭავჭავაძის გამზ. N. 34

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

#7

გამყიდველი კარფური (შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“

ხორცის ბიზნესოპერატორი შპს „ციხისძირი 2014“

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.

ვეკუას 3

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

#8

გამყიდველი შპს ფრესკო

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.


გორგასლის 61

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

#9

გამყიდველი ვ. ჯავაძე

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.

ნავთლუღის ბაზარი

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

#10

გამყიდველი იური გიგოლაევი

შესყიდვის დამადასტურებელი დოკ.

მეტრო ვარკეთილის მ/ტ ბაზარი

აღმოჩნდა

<0,05მგ/კგ

ნორმა 0,1 მგ/კგ

შემოწმება კამპანიის „დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის“ ფარგლებში ჩატარდა. ამ კამპანიით მოქალაქეებს ვთხოვეთ მხარში ამოგვდგომოდნენ და შემოწირულობები გაეღოთ ხორცის შესამოწმებლად. ამ გზით ერთი თვის განმავლობაში 273.69 ლარი შეგროვდა, რომელიც ლაბორატორიაში გადაირიცხა.  ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ანალიზების სრულად დასაფინანსებლად და დარჩენილი ნაწილის გადახდა დონორი ორგანიზაციის გრანტის მეშვეობით მოხდა.  

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, ვინც ჩვენდამი ნდობა და მხარდაჭერა გამოავლინა!

ჩვენი კვლევის დადებითი შედეგების მიუხედავად, ვთვლით, რომ ხორცის ტყვიით დაბინძურების პრობლემა მომავალშიც ყურადღებას საჭიროებს. ამიტომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ამ საკითხს კვლავაც მივადევნებთ თვალს.




print version
17:43:18 2017-12-12

კომენტარის დამატება

ნინა   15:25:32 2017-12-16  უპასუხე   
ხალხის შემოწირულობით რატომ ატარებთ კვლევებს? სადაა მთავრობა? სადაა ჯანდაცვის სამინისტრო.რატომ არ გამოიყოფა თანხა. სგავსი საქმიანობისტვის?
იქნებ ამ გაღატიბებული ხალხის შემოწირულობის მაგივრად მიგვემართა ამ სამინისტროებისათვის და მოგვეთხოვა დქფუნანსება
ვახტანგ, CSRDG   09:52:48 2017-12-19  უპასუხე   
კარგი კითხვაა. სურსათის შემოწმება უვნებლობის პარამეტრებზე არის სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია და იგი საკმაოდ ბევრ ნიმუშს ამოწმებს. საწარმოების საქმიანობასაც აკონტროლებს. თუმცა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ამ უწყების საქმიანობა არაერთ ხარვეზს შეიცავს. ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ ეს ხარვეზები წარმოვაჩინოთ და ხელისუფლება ვაიძულოთ ისინი აღმოფხვრას. ჩვენი მცდელობა წარმატებული ვერ იქნება ხალხის მხარდაჭერის გარეშე, რაც სხვა ყველაფერთან ერთად ფინანსური წვლილის გაღებითაც ვლინდება. რაც უფრო აქტიური იქნება ხალხის მხარდაჭერა, მით უფრო მეტ ანგარიშს გაგვიწევს ხელისუფლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად და მით უფრო მეტი საჭირო საქმის გაკეთებას შევძლებთ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge