ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20

გაინტერესებთ რამდენად უვნებელია ის ხორცპროდუქტები, რომლებსაც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ყოველდღიურად მოიხმართ? თუ გსურთ ინფორმირებულები იყოთ, დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახის წევრები სხვადასხვა დაავადებებისაგან, შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას, გაიღეთ შემოწირულობა, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის სახით დაგიბრუნდებათ.

მიღებული თანხებით საქონლის ხორცის ნიმუშებს ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულად შევამოწმებთ, შედეგებს მაშინვე გამოვაქვეყნებთ, ასევე, გავუგზავნით სურსათის ეროვნულ სააგენტოს და სათანადო რეაგირებას მოვთხოვთ.

ბოლო წლების მანძილზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის ტყვიით დაბინძურების ათეულობით შემთხვევა გამოავლინა. თუმცა, მოქალაქეებს ამის შესახებ დროულად არ გააგებინეს და ვერც დაბინძურების წყაროები გამოავლინეს. მეტი აქტიურობა გვმართებს!

ხორცის თითო ნიმუშის ტყვიის შემცველობაზე შემოწმება 50 ლარი ღირს. თქვენი ნებისმიერი წვლილი მნიშვნელოვანია! კამპანიის დაფინანსება ამ ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ.

2017 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით დაველოდებით თქვენს შემოწირულობებს და შემდეგ იმდენ ნიმუშს ავიღებთ, რამდენი საშუალებაც გვექნება.

ველით თქვენს მხარდაჭერას!

------------------------

კამპანიის ფარგლებში, საბოლოოდ, შეგროვდა 273.69 ლ. ეს თანხა 5 ნიმუშის შესამოწმებლად არის საკმარისი. ამას დონორის თანხებს ვამატებთ და ვგეგმავთ 10 ნიმუშის აღებას -- თითო ნიმუში თბილისის ყოველი რაიონიდან. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის! ძალიან ვაფასებთ თქვენს წვლილსა და თანადგომას! შემოწმების შედეგებს ფეისბუქისა და ვებსაიტის მეშვეობით გავავრცელებთ.




print version
10:37:14 2017-10-18

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge