ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სახელმწიფო კონტროლის შედეგები
სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა
სესხის წინსწრებით დაფარვა
სესხები ფიზიკური პირებისათვის
ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები

სულ ნიუსები: 21
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
ტკბილეული,

2017 წლის 9 ოქტომბერს მომხმარებელმა დაფარული კომენტარით გვაცნობა მაღაზია „სპარში“გასაყიდი როშენის შოკოლადის „ქენდი ნათსის“ შესახებ, რომელშიც მატლები აღმოაჩინა. საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 10 ოქტომბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზია „სპარში“ (სს„ფუდმარტი“, ვაჟა-ფშაველას გამზ 2) შევიძინეთ როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“ და ლაბორატორიაში ანალიზისათვის ჩავაბარეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედით, პროდუქტი აღმოჩნდა ობიანი, შიგთავსში მატლებით.

გაიზგავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

_____________________________

2017 წლის 1 ნოემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული მაღაზიის ინსპექტირებისას რეალიზაციაში აღარ აღმოჩნდა როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“, თუმცა ინსპექტორებმა ასაწონი ტკბილეულის დახლზე განთავსებულ პროდუქციაში აღმოაჩინეს მწერები (მატლის ჭუპრები). ასევე, აღმოჩნდა, რომ თაროებს სათანადო რეცხვა-დეზინფექცია არ უტარდებოდათ. ეს ფაქტი სააგენტომ კრიტიკულ შეუსაბამობად შეაფასა. მაღაზია დაჯარიმდა 1000 ლარით, ხოლო ასაწონი ტკბილეულის დახლს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

---------------------------------------------------

2018 წლის 18 იანვარს, გადამოწმების მიზნით, ვაჟა-ფშაველას გამზირრი #2-ში მდებარე მაღაზია "სპარში" შევიძინეთ როშენის შოკოლადის „ქენდი ნათსი“ და ჩავაბარეთ ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მირებული პასუხის მიხედვით პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები ნორმაშია.




print version
14:42:47 2017-10-16

კომენტარის დამატება

nino   01:13:12 2017-12-13  უპასუხე   
როგორ შეუჩერდა მუდმივად შვდივერ მაგ მაღაზიაში და სულ ერთიდა იგივე სიტუაციაა. ჯერ უნდა ეძებო თანამშრომელი რომ მოგემსახუროს .მერე სალაროსთან არის პრობლემა .რომ შეხვალ მაშინვე გეცემა უსიამოვნო სუნი. სხვათაშორის ეს სიტუაცია სპარის ბევრ ფილიალებშია .მიხედეთ
ვახტანგ, CSRDG   11:12:36 2017-12-15  უპასუხე   
მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. სავარაუდოდ, მოაგვარეს პრობლემა და სააგენტომ დართო ასაწონი ტკბილეულის დახლის ესქპლუატაცაციის უფლება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენ ხელახლა ვამოწმებთ ხოლმე შესაბამისი პროდუქტის ნიმუშებს. მანამდე, თუ გაფუჭებული, ან ვადაგასული პროდუქტი შეგხვდათ, შეგიძლიათ მოგვმართოთ.





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge