ბოლო ცვლილებები

დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე
სურსათის ეტიკეტირება
ბეჭდური პუბლიკაციები
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზი ხეკი ნიკორადან
„ორმაგი ხარისხის“ პროდუქცია და საფრთხეები ინტერნეტშესყიდვების დროს
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“
სამი სახეობის კარაქის შემოწმება გლდანის მარკეტებიდან

სულ ნიუსები: 21
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, მძიმე მეტალები, საკმაზი, სურსათის ხარისხი,

მიმდინარე წლის 12 ივლისს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაასაჯაროვა იმ მეწარმეების ვინაობა, რომელთა მიერ წარმოებულ სუნელებშიც ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

 იმედს გამოვთქვამთ, რომ სააგენტო, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან ერთად, გამოიკვლევს აღნიშნულ სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზებს და მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა, მომავალში ტყვიით დაბინძურებული სურსათის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 გარდა ამისა, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი 11 ივლისის განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს სააგენტოს ხელთ არსებული სხვა მონაცემებიც რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მავნე სუნელების იდენტიფიცირება მოახდინონ (მაგალითად, ნიმუშების აღების ადგილები, შეფუთული და ეტიკეტირებული იყო თუ არა მავნე სუნელები).

სააგენტოს განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ „2012 წლიდან დღემდე ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია  ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და  სასმელების 2687 ნიმუში. მათ შორის ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში. დარღვევბთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება.“ განცხადებაში არ არის აღნიშნული, რომ სააგენტომ მავნე პროდუქტების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება მოახდინა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სააგენტო არ ასრულებს კანონის მოთხოვნას ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის თაობაზე მოსახლეობის დროული ინფორმირების შესახებ[1] და არ ახორციელებს სათანადო ზომებს მოქალაქეთა  სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. აუცილებელია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მოქალაქეთა ინტერესებთან.

 საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, გააგრძელებს მოცემულ საკითხზე დაკვირვებას და შეფასებების გამოქვეყნებას. ამასთანავე, ცენტრს სურსათის ეროვნული სააგენტოდან და ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი აქვს მათ მიერ სუნელების ტყვიის შემცველობაზე შემოწმების დეტალური შედეგები. მონაცემებს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ და მათ საფუძველზე შევარჩევთ ჩვენს მიერ შესამოწმებელ ნიმუშებს.

 

 

 



[1] სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მ. 22, ა.ე).




print version
15:02:50 2017-07-13

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge