ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
ვის მივმართოთ?
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

სულ ნიუსები: 21
ბავშვები და სურსათის მარკეტინგი
ბავშთა კვება, ჯანსაღი კვება,

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დანაშაულად ცნო კომპანია სადიას მარკეტინგული აქცია, რომელიც ბავშვებისადმი იყო მიმართული. აქციის ფარგლებში გაყიდულ სადიას პროდუქციას თან ახლდა მარკები, რომელთა მეშვეობითაც სათამაშოების შეძენა იყო შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მომხმარებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია Consumers International ისტორიულს უწოდებს, წინ უძღოდა ჯერ კიდევ 2009 წელს ერთ-ერთი ბრაზილიური არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი, რომელმაც ყველა სასამართლო ინსტანცია გაიარა, სანამ 2017 წლის უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაგვირგვინდებოდა. სადიას აქცია დაუშვებლად იქნა მიჩნეული იმის გამო, რომ იგი ხელს უწყობდა ბავშვების მიერ კალორიული და არაჯანსაღი პროდუქტის მოხმარებას. კომპანიას 305 000 ბრაზილიური რეალის (დაახლოებით 220 000 ლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მეტი ინფორმაცია ამ საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

კალორიული და არაჯანსაღი სურსათის მარკეტინგი ბავშებში საქართველოშიც პრობლემას წარმოადგენს. საჭიროა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა მეტი ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს.




print version
12:02:33 2017-07-11

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge