ბოლო ცვლილებები

დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე
სურსათის ეტიკეტირება
ბეჭდური პუბლიკაციები
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზი ხეკი ნიკორადან
„ორმაგი ხარისხის“ პროდუქცია და საფრთხეები ინტერნეტშესყიდვების დროს
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“
სამი სახეობის კარაქის შემოწმება გლდანის მარკეტებიდან

სულ ნიუსები: 21
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“
თევზეული,

2017 წლის 6 მაისს მომხმარებელმა ვებსაიტზე კომენტარი დაგვიტოვა და გვთხოვა მაღაზია „ევროპროდუქტის" ერთ-ერთ ფილიალში (თბილისი, პეკინის 39) გასაყიდი თევზის - სკუმბრიის შემოწმება. მომხმარებლის მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე თევზის გამოშვების თარიღად 2016 წლის 14 აგვისტო იყო მითითებული.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 17 მაისს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მდებარე შპს „ევროპროდუქტში“ შევიძინეთ „თევზის ასორტი WEST FISH სკუმბრია უთავო“, რომელიც თავისი შეფუთვიანად მოვათავსეთ სპეციალურ მაცივარ-კონტეინერში და ანალიზისათვის ლაბორატორიას ჩავაბარეთ.

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტი ორგანოლეპტიკურ პარამეტრებს არ შეესაბამება, კერძოდ, აქვს მომჟავო სუნი და გემო, ასევე, ადვილად იშლება.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში

--------------------------

შპს „ევროპროდუქტის“ წარმომადგენელმა კომენტარი გამოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე:

________________________________

სადისტრიბუციო კომპანია „ვესტ ინვესტმა“, რომელსაც აღნიშნული პროდუქტი შემოაქვს, გამოგვიგზავნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ფირმის დოკუმენტური შემოწმების შედეგები.   სამწუხაროდ თევზის ის სახეობა, რომელიც ლაბორატორიას შევამოწმებინეთ, საწყობში აღარ ჰქონდათ. თუმცა, სააგენტოს დასკვნით, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის შენახვის პირობები დაცული იყო.

-----------------------------------------------------

2017 წლის 3 ივლისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც, თევზი, რომელშიც ლაბორატორიამ დარღვევა აღმოაჩინა მაღაზიაში სარეალიზაციოდ არ იყო განთავსებული.

---------------------------------------------------

დარღვევის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის სექტემბერში რამდენჯერმე მოვიძიეთ „თევზის ასორტი WEST FISH სკუმბრია უთავო“ მაღაზია „ევროპროდუქტში“, მაგრამ ეს პროდუქტი გასაყიდად არ იყო გამოტანილი. 




print version
10:46:19 2017-05-23

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge