ბოლო ცვლილებები

ჟურნალისტებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი
მომხმარებლის აზრი: დაზღვევა
მოსწავლეთა ესეების კონკურსი, 2017 წელი
კონკურსი ჟურნალისტებისთვის, 2017 წელი
მცირე გრანტების კონკურსი 2016
ბრინჯი გრძელი, დაორთქლილი "ორი ნაბიჯი"-დან
ინფორმაცია შესაძლო თაღლითების შესახებ
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

„სადიას“ ქათმის პროდუქტები
ფრინველი, ნახევარფაბრიკატები,

2017 წლის მარტის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია ბრაზილიაში ორ უმსხვილეს ხორცის მწარმოებელ კომპანიაში დარღვევების აღმოჩენის შესახებ. ამ კომპანიებიდან ერთ-ერთია BRF, რომლის ნაწარმი, "Sadia"-ს დასახელებით გამოშვებული ქათმის პროდუქტები, საქართველოს ბაზარზეც მრავლად იყიდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ამ ფირმის ქათმის რამდენიმე პროდუქტის შემოწმება იმ პარამეტრებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ბრაზილიაში გამოვლინდა დარღვევები: სალმონელა და სიძველე.

ამ მიზნით, 2017 წლის 27 მარტს, თბილისის ორ მაღაზიაში შევიძინეთ "Sadia"-ს დასახელების სამი პროდუქტი: გაყინული ქათამი, ქათმის ნაგეთსები და გაყინული ქათმის კუჭი. სამივე პროდუქტი ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით სადიას ფირმის პროდუქტებში: ქათმის ნაგეთსების, გაყინული ქათმისა და კუჭის შემოწმებული პარამეტრები ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა.




print version
10:50:06 2017-04-12

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge