ბოლო ცვლილებები

ხორცის ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგები
ძეხვეულის შემოწმების შედეგები
ნიტრატების გაზომვის შედეგები
ჩვენი პუბლიკაციები
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“
სურსათის ეტიკეტირება
თოჯინების შემოწმება
ჩვილთა სათამაშოები აფთიაქიდან
საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები
სათამაშოები მოზრდილი ბავშვებისათვის

2016 წლის საგრანტო კონკურსზე სემოვიდა 19 განაცხადი. დაფინანსდა ოთხი პროექტი: 

  • სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი - ბორჯომის პროექტი: „იცოდე და დაიცავი შენი უფლებები“პროექტის ფარგლებში ტელეკომპანია "ბორჯომმა" დაიწყო ახალი რუბრიკა "სერვისი და მომხმარებელი", რომლისთვისაც მომზადდა და ეთერსი გავიდა 14 სხვადასხვა თემატიკის გადაცემა. ეს გადაცემები ითარგმნა სომხურ ენაზე და ასევე გავიდა ნინოწმინდის ტელეკომპანია "ფარვანას" ეთერში. გადაცემები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე .მოეწყო შეხვედრა რველის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და სამოქალაქო კლუბის წევრებთან, ასევე ბორჯომის სკოლების გენდერული კლუბის წევრებთან. მომზადდა საინფორმაციო ფურცელი  , რომელიც დარიგდა როგორც მოსახლეობაში, ასევე სკოლებში.
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის პროექტი: „დაცული მომხმარებელი“ . პროექტი განხორციელდა ქობულეთის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრებისთვის და ტურიზმის სამსახურების თანამშრომლებისთვის მოეწყო პროექტის პრეზენტაცია. შეირჩა 9 მოხალისე აღნიშნული მუნიციპალიტეტეიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ 3 დღიანი ტრენინგი. შეიქმნა დახურული ფეისბუქ გვერდი "დაცული მომხმარებელი". მომზადდა საინფორმაციო გზამკვლევები   რომელიც მოხალისეებმა დაარიგეს თავიანთ სკოლებში
  • იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის“ პროექტი: „უსაფრთხო და უვნებელი პროდუქციით სარგებლობა - მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება“ . იმერეთის და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტში (ხონი, ბაღდათი, ტყიბული, ბოლნისი, მარნეული) ჩატარდა ტრენინგ-სემინარები . მომზადდა რადიო გადაცემები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გავიდა რეგიონულ რადიოებში. მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე   
  • ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის პროექტი: „ასოცირების ხელშეკრულება და მომხმარებლის უფლებები” . პროექტის ფარგლებში მომზადდა კალენდარი. დაიბეჭდა პლაკატი  მომზადდა ლიფლეტი , რომელიც პროექტის მონაწილე მოხალისეებმა დაარიგეს მოსახლეობაში.  . ჩატარდა  შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის  მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმოადგენლებთან. რეგიონის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ჩატარდა 2 ტრენინგ-სემინარი, ასევე 3 საინფორმაციო სემინარი სკოლის მოსწავლეებისათვის. ოთხ საჯარო სკოლაში შეიქმნა "მომხმარებელთა კლუბები". პროექტის ფარგლებსი ასევე შეიქმნა ფეისბუქ გვერდი "მომხმარებელთა ჯგუფი მცხეთა-მთიანეთი". ადგილობრივ გაზეთში პროექტის დასაწყისსი და დასრულებისას გამოქვეყნდა საინფორმაციო სტატიები:       

-------------------------------------

2015-2016 წლებში "მომხმარებელი.ჯი"-ს გუნდი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers). პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცხადდება მცირე გრანტების კონკურსი არასამთავვრობო ორგანიზაციებისთვის. საკონკურსო წინადადებების შემოტანის ვადაა 2016 წლის 8 აგვისტოს 18:00 საათი. თითოეული გასაცემი გრანტის თანხა არ აღემატება 6425 ლარს. კონკურსის შედეგად სულ გაიცემა 4 გრანტი.

იხილეთ უფრო დეტალურად კონკურსის მოთხოვნები და სააპლიკაციო ფორმა:

 

კონკურსთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართზე: liatodua@csrdg.ge . ყველა მიღებული კითხვა და მასზე გაცემული პასუხი გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, ქვემოთ.

შეგიძლიათ აგრეთვე იხილოთ 2015 წელს ჩატარებული ანალოგიური კონკურსის შედეგები.

---------------------------

შემოსული შეკითხვები და გაცემული პასუხები:

კითხვა: მე გახლავართ ... გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ჩვენი საბჭო შექმნილია 2013 წელს, ოღონდ ჯერ კიდევ საინიციატივო ჯგუფის სტატუსითაა, დარეგისტრირება დაგეგმილია 2016 წლის აგვისტოს თვეში. მაინტერესებს, გვექნება თუ არა საშუალება მივიღოთ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში?

პასუხი: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორანიზაციებს.

კითხვა: შესაძლებელია, თუ არა ერთმა ორგანიზაციამ გამოაგზავნოს რამდენიმე პროექტი და რომელიც უფრო მოეწონებათ ის დააფინანსონ?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ერთი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პროექტი დაფინანსდება.

კითხვა: რა იგულისხმება პროექტის ამ პირობაში: "მიღებული გამოცდილების გავრცელებისა და გადაცემის შესაძლებლობა (მაქს 5 ქულა)"?

პასუხი: იგულისხმება ის, რომ ვინმე მოგბაძავთ, ან გამოცდილებას გაუზიარებთ და ა.შ.

კითხვა: ჩემს ორგანიზაციას არა აქვს მიღებული ნებართვა სკოლებში შესვლის და ინფორმაციის გავრცელების, ან ტრენინგების ჩატარების, ასეთ შემთხვევაში უფლება აქვთ, თუ არა მიიღონ ჩემგან თქვენს მიერ მომზადებული წიგნები.

პასუხი: ჩვენს მიერ მომზადებული დამატებითი სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული არ არის. მიუხედავად ამისა, მასწავლებლებისთვის მის ჩუქებას ცხადია ნებართვა არ სჭირდება. რაც შეეხება სკოლაში საინფორმაციო ღონისძიების ჩატარებას, გადაწყვეტილება ამის შესახებ სკოლის დირექტორის უფლებამოსილებაა. თუმცა, თუკი გეგმავთ ტრენინგის ან ღონისძიებათა ციკლის ჩატარებას ამა თუ იმ სკოლაში, გართულებათა თავიდან ასაცილებლად, სკოლის თანხმობის გარდა, სასურველია განათლების სამინისტროს თანხმობის წერილიც წარმოადგინოთ.

კითხვა: პროექტის განაცხადში ვფიქრობ არის შეცდომა, რადგან მითითებულია, რომ სექტემბრის ბოლომდე გვეცოდინება საგრანტო კონკურსის შედეგები, ხოლო პროექტის განხორციელება უნდა დავიწყოთ სექტებრის დასაწყისში, ალბათ სედეგების ცნობება იგულისხმება აგვისტოს ბოლოს ხო?

პასუხი: კონკურსის პირველადი პასუხები რა თქმა უნდა აგვისტოს ბოლოს იქნება, მაგრამ, ჩვენი გამოცდილებით, შესაძლებელია მოხდეს გართულებები გამარჯვებულ ორგანიზაციებთან კონტრაქტის დადებისას, რის შედეგადაც გამარჯვებულთა სიაში შესაძლოა ქულების მიხედვით შემდგომ ადგილზე მყოფი ორგანიზაციები მოხვდნენ. ამიტომ საბოლოო შედეგები სექტემბრის ბოლოსაა მოსალოდნელი. რაც შეეხება პროექტების დასაწყისს, სასურველი დაწყების თარიღია 1 სექტემბერი, თუმცა თუკი მოხდა ზემოთ აღწერილი ცვლილება, პროექტი შესაძლოა 1 ოქტომბერს დაიწყოს.

კითხვა: საგრანტო განაცხადში მითითებულია, რომ პროექტი უნდა დაიყოს ეტაპებად, საქმიანობის მიხედვით უნდა დავყოთ ეტაპებად, თუ დროის მიხედვით?

პასუხი: პროექტის ეტაპებად დაყოფა ხდება მონიტორინგისთვის - პირველი ეტაპის შემოწმების შემდეგ გადმოირიცხება მეორე ეტაპის თანხა. ამიტომ პროექტის გაყოფა ეტაპებად უნდა მოხდეს დროში. საქმიანობები შესაძლებელია სხვადასხვა ეტაპზე გაგრძელდეს.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ტრანსპორტირებისას საწვავის ხარჯის გათვალისწინება? და თუ კი, ტალონებით უნდა მოხდეს შესყიდვა თუ უბრალოდ კილომეტრაჟის გათვალისწინებით მითითება ხარჯის?

პასუხი: საწვავის ხარჯი შეგიძლია გაითვალისწინოთ. ანგარიშგებისას უნდა წარმოადგინოთ ტალონის შეძენის დამადასტურებელი საბუთი, ტალონის მიღება-ჩაბარების აქტი და თავად ტალონის ასლიც. სასურველია აგრეთვე არსებობდეს მძღოლის ჟურნალის ამონაწერი (ქსეროასლი), სადაც მითითებულია შესაბამისი გასვლები. ალტერნატიულად შესაძლებელია მგზავრობის დანახარჯების განმარტვა (აღწერა) ანგარიშის ტექსტში.

კითხვა: ოფისის ხარჯებში, თანადაფინანსების ნაწილში გვინდა საკომუნიკაციო ხარჯიც გავითვალისწინოთ და შესაძლებელია?

პასუხი: დიახ, კომუნიკაციების ხარჯები შეგიძლიათ გაითვალისწინოთ;

კითხვა: შეიძლება თუ არა მოწვეული სტუმრის (ლექცია) სიმბოლური ჰონორარის გათვალისწინება?

პასუხი: დიახ, მოწვეული ლექტორის ჰონორარი შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.

კითხვა: მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა უნივერსიტეტმა და ახლადდაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ერთობლივად შემოიტანონ საპროექტო წინადადება?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია, თუკი ლიდერი (თანხის მიმღები) არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება.

კითხვა: რა ითვლება თანადაფინანსებად? შეიძლებათუ არა თანადაფინანსებად ჩაითვალოს პიროვნების მიერ მოხალისეობაზე ჩატარებული ტრენინგი, თუ დიახ: როგორ უნდა დაითვალოს მის მიერ გამოყოფილი დრო და რესურსი?

პასუხი: თუ თანადაფინანსებას წარმოადგენს ტრენერის შრომა, თანადაფინანსების თანხად ჩაწერეთ ის თანხა, რასაც გადაუხდიდით მას, ამ საქმეს მოხალისეობრივად რომ არ ასრულებდეს.

კითხვა: შეიძლება თუ არა თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი განისაღვროს ერთ–ერთი ტრენინგის ჩამტარებლად, ვინაიდან მიზნიდან გამომდინარე ითვალისწინებს პროექტი? თქვენს მიმართ დასმულ კითხვებში პასუხად გეწერათ: თუ აუცილებელია დიახ, მაგრამ თანხა არ უნდა გაიწეროს, რამდენას სწორად მიიჩნევთ ამას...

პასუხი: თუ ეს აუცილებელია, ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელი დაგეხმარებათ ტრენინგის ჩატარებაში (დამატებითი ანაზღაურების გარეშე). თუმცა კონკურსის იდეაა ამ სფეროში ახალი ადამიანების მოზიდვა, ამიტომ სასურველია, რომ ტრენინგი ამ დახმარების გარეშე წარმართოთ;

კითხვა: როგორ უნდა გავწეროთ მივლინებისას კვების ხარჯი და როგორ უნდა დადასტურდეს საბუთით?

პასუხი: სამივლინებო დღიური ხარჯი შეგიძლიათ დაადასტუროთ მიმღები პირის მიერ გასავლის ორდერის ხელმოწერით. არ დაგავიწყდეთ ამ თანხების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით (თუ პირი თქვენი თანამშრომელია, დღეში 15 ლარი შეგიძლიათ არ დაბეგროთ);

კითხვა: პროექტში არ გვაქვს განსაზღვრული საოფისე ხარჯი, აღიქმება თუ არა ეს პრობლემად? ვინაიდან აქტივობები ითხოვს თანხის მეტ რაოდენობას

პასუხი: საჭიროების შემთხვევაში საოფისე ხარჯები შეგიძლიათ შეიტანოთ ბიუჯეტში;

კითხვა: მოგების შემთხვევაში, სკოლებთან ურთიერთობაში თქვენი ორგანიზაცია დაეხმარება გამარჯვებულს განათლების სამინისტროსთან მიმართებით? (სკოლაში შესვლის თაობაზე)

პასუხი: ურთიერთობა სკოლასთან და თუ აუცილებელია, განათლების სამინისტროსთან თავად უნდა მოაგვაროთ. ჩვენ ამაში ვერ დაგეხმარებით.

კითხვა: პროექტის შესრულების კალენდრულ გეგმაში, როგორ უნდა განისაზღვროს აქტივობების განხორციელების დრო, მარკირებით? ჩვენ აქტივობების ჩამოთვლისას, პროექტის აღწერაში იქვე მივუთითეთ თარიღი? შეიძლება თუ არა ცხრილის მაგალითი მოგვაწოდოთ?

პასუხი: კალენდარულ გეგმაში აქტივობები შეგიძლიათ მიუთითოთ შესაბამისი უჯრის გამუქებით ან მასში X ნიშნის ჩასმით;

კითხვა: თანადაფინანსებაში თუ იგულისხმება სკოლის მიერ ჩვენს სარგებლობაში დათმობილი შეხვედრისთვის ფართი და ტექნიკა?

პასუხი: შეგიძლიათ თანადაფინანსებაში მოიაზროთ სკოლის მიერ დათმობილი ფართი და ტექნიკა. ასეთ შემთხვევაში თანადაფინანსების თანხა იქნება - ქირის საშუალო თანხა. სასურველია გქონდეთ სკოლის დირექციის ხელმოწერილი წერილი, რომ ასეთ დახმარებას გაგიწევენ.

კითხვა: ახლა უნდა დავურეკოთ ამ სკოლებს და შევუთანხმდეთ თანამშრომლობაზე?ისინი ყოველთვის სამინისტროდან მიღებულ წერილს ითხოვენ,დავუშვათ თუ უარი თქვა სამინისტრომ თანხმობაზე (ძირითადად მაინც რამდენიმე პროექტზე როცა მივმართეთ, მოგვწერეს, სკოლა თავად წყვეტს ითანამშრომლოს თუ არა) მაშინ ჩვენ განმახორციელებლი ორგანიზაცია რა პოზიციას ვიკავებთ? ახალ სკოლას ვირჩევთ?

პასუხი: სამწუხაროდ ზოგიერთი სკოლის დირექცია ერიდება იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მისი კომპეტენციაა. ასეთ შემთხვევაში ალბათ ან სხვა საქმიანობა უნდა დაგეგმოთ, ან სხვა სკოლა შეარჩიოთ.

კითხვა: ალბათ შეიძლება რაიონიც კი შევცვალოთ, ბიუჯეტიც შეიცვლება ცხადია, ეს პრობლემად ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს თქვენი მხრიდან?

პასუხი: პროექტის საკონკურსოდ წარმოდგენის შემდეგ, კონრაქტის დადებამდე, პროექტის შინაარსში არსებითი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში პროექტი ხელახლა გავა განხილვაზე და თუ უმაღლესი ქულები ვეღარ აიღო, ის აღარ დაფინანსდება.

კითხვა: თანადაფინანსებაში შევავსოთ ის გრაფა, რომელიც კონკრეტულ ღონისძიებას ეხება? ვიცი ბევრი კითხვაა ჩვენგან შეიძლება, მაგრამ სწორი გზისთვის აუცილებელია. რაც პროექტში სკოლის ფარგლებში გრანტი მაქვს აღებული თუ შეიძლება მათ მიერ დაფიქსირებული თანხები მივუთითოთ?

პასუხი: თანადაფინასება ბიუჯეტში მიუთითეთ ბიუჯეტის მუხლების მიხედვით. თანადაფინანსების მორგება აქტივობებზე შეგიძლიათ ტექსტში აღწეროთ. სკოლის ფარგლებში მიღებული გრანტი შეგიძლიათ მიუთითოთ, როგორც თანადაფინანსება.

კითხვა: ტრენინგს ვინც ატარებს მისი თანხა რაიმე საბაზრო კვოტას უნდა შეუთანხმდეს? ანუ თუ არის დადგენილი ასეთი თანხობრივი რაოდენობა თქვენგან?

პასუხი: ხელფასის ან ჰონორარის კვოტები დადგენილი არ არის. მიუთითეთ ის თანხები, რასაც ამგვარ მომსახურებაში რეალურად იხდით ხოლმე.

კითხვა: პროცენტულად როგორ უნდა განისაზღვროს შრომის ხარჯი? ასევე მგზავრობის ხარჯი?

პასუხი: თუ გულისხმოთ იმას, თუ პროექტის ხარჯების რა წილი შეიძლება იყოს გამოყენებული შრომის ანაზღაურებისათვის ან  მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებისათვის - ასეთი შეზღუდვა დაწესებული არ არის.

კითხვა: ოფისის ხარჯში თუ შეიძლება მაგალითად კატრიჯის ყიდვა ან დატენვა.

პასუხი: დიახ, შეიძლება

კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი სატელეფონო მომსახურების რომელიმე პუნქტში გაწერა.

პასუხი: ოფისის ხარჯებში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ოფისის საკომუნიკაციო ხარჯებიც (ცალკე სტატიად).

კითხვა: ვგეგმავთ საინფორმაციო მასალების დაბეჭდვას და სად შეიძლება ეს გაიწეროს.

პასუხი: საინფორმაციო მასალების ბეჭდვის ხარჯი შეგიძლიათ გაითვალისწინოთ (ცალკე სტატიად) „სხვა ხარჯებში“.

კითხვა: პროექტის ფარგლებში გვაქვს ტრენინგი და თქვენგან თუ იქნება შესაძლებელი ტრენერის ჩამოსვლა და რა ანაზრაურების სანაცვლოდ იქნება ეს შესაძლებელი.

პასუხი: თუ ჩვენი ტრენერის დახმარება აუცილებელია, ის დაგეხმარებათ უფასოდ. თუმცა ჩვენი მიზანია ახალი ადამიანების ჩართვა ამ საქმიანობაში, ამიტომ, თუკი ეს შესაძლებელია, სასურველია ძირითად ტრენერებად ტრენინგში სხვა ადამიანები მოიაზროთ.

კითხვა:    შესაძლებელია თუ არა დაფინანსდეს facebook მარკეტინგი, კერძოდ facebook-ის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება შესაბამისი რეგიონების მონიშვნით?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია

კითხვა:  ბიუჯეტის ნაწილში რადგან მოცემულია თანადაფინანსების შესაბამისი გრაფა, პროექტის ხარჯი (მათ შორის პირველი ეტაპის ხარჯი და მეორე ეტაპის ხარჯი) უნდა გავითვალისწინოთ სრულად? ანუ თანადაფინანსებასთან ერთად? თუ თანადაფინანსების თანხები უბრალოდ მივუთითოთ შესაბამის გრაფაში და საბოლოო ხარჯი მივუთითოთ მხოლოდ მოთხოვნილი თანხა?

პასუხი: ხარჯები ბიუჯეტში უნდა დაიყოს ეტაპების მიხედვით, რათა ჩვენთვის გასაგები იყოს რა თანხას გახარჯავთ პირველ ეტაპზე და რას - მეორე ან მესამე ეტაპზე. სვეტი «ღირებულება სულ» ნიშნავს კონკრეტული ბიუჯეტის ხაზის სრულ ხარჯს (მოცემული ეტაპის განმავლობაში). იგი წარმოადგენს მოთხოვნილი თანხის და თანადაფინანსების ჯამს.

კითხვა: მაინტერესებს, თუ რამდენად არის შესაძლებელი, შემოვიტანოთ პროექტი ონისა და ამბროლაურის რაიონზე და მოვითხოვოთ ორი გრანტი. ვინაიდან, თანხის სიმცირის გამო შეუძლებელი იქნება მოვიცვათ მოსახლეობა, რაც ამ რეგიონისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

პასუხი: ორგანიზაციას შეუძლია წარმოადგინოს კონკურსზე ერთზე მეტი საგრანტო წინადადება, თუმცა კონკურსის შედეგად ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა არა უმეტეს ერთი გრანტისა - ეს ძირითად პროექტში ჩადებული შეზღუდვაა, რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით.

კითხვა: ბიუჯეტში ერთეული სადაც წერია იქ უნდა ჩაიწეროს მაგალითად ხელფასს რამდენს გაწერ, თუ რამდენი საათი იმუშავებს პიროვნება, ხოლო საკანცელარიოში მივუტითებთ ერთი ცალის ღირებულებას? მგზავრობის ხარჯში, რამდენი საათი მოუნდება მგზავრობას?

პასუხი: ბიუჯეტში, გრაფაში „ერთეული“ უნდა ჩაწეროთ სიტყვიერად, თუ როგორ (რა ერთეულების მიხედვით) ანგარიშობთ სავარაუდო ხარჯებს ბიუჯეტის ამ ხაზისთვის. მაგალითად, თუ ეს არის ყოველთვიური ხელფასი, ამ გრაფაში ჩაწერთ „თვეში“, ან „კაც/თვე“, შემდეგ სვეტში დასახელებით „ერთეულების რაოდენობა“ ჩაწერთ იმ თვეების რაოდენობას, როცა გასცემთ ამ ხელფასს, ხოლო შემდეგ სვეტში , დასახელებით „ერთეულის ღირებულება“ ჩაწერთ თვიური ხელფასის ოდენობას. ამ ბოლო ორის (თვეების რაოდენობის და თვიური ხელფასის) გადამრავლება კი მოგცემთ საერთო ხარჯს, რომელიც ჩაიწერება სვეტში დასახელებით „ღირებულება სულ“. ჰონორარი აგრეთვე შეიძლება იანგარიშოთ ჩატარებული ტრენინგების, ან ტრენინგ-სესიების რაოდენობის მიხედვით, ან მომზადებული დოკუმენტების რაოდენობის მიხედვით და სხვა. ასეთ შემთხვევაში გრაფაში „ერთეული“ სიტყვიერად უნდა ჩაწეროთ „ტრენინგი“ , ან „ტრენინგ’სესია“, ან „მომზადებული დოკუმენტი“ და ა.შ.

ტრანსპორტირების ხარჯი აგრეთვე შეიძლება იანგარიშოთ სხვადასხვანაირად - მაგალითად თუკი იცით საშუალო ხარჯი თვეში, მაშინ გრაფაში „ერთეული“ ჩაწერთ სიტყვას „თვეში“, შემდეგ გრაფაში ჩაწერთ საჭირო თვეების რაოდენობას და შემდეგ გრაფაში - თვეში საშუალო ხარჯს. თუმცა შეიძლება მგზავრობის ხარჯი გქონდეთ მხოლოდ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, ხარჯვის მუხლის დასახელებად მიუთითეთ „მგზავრობა ღონისძიებებისთვის“, გრაფაში „ერთეული“ ჩაწერთ სიტყვას „ღონისძიება“, შემდეგ გრაფაში - ღონისძიებების რაოდენობა, შემდეგში კი - საშუალო სამგზავრო ხარჯი თითოეული ღონისძიებისთვის. შესაძლებელია აგრეთვე ტრანსპორტირების ხარჯის გათვლა თითოეული ღონისძიებისთვის ცალ-ცალკე, ღონისძიებაში მონაწილე ადამიანების რაოდენობის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ხარჯვის მუხლის დასახელებად ჩაწერეთ კონკრეტული ღონისძიების დასახელება (მაგალითად, „სემინარის მონაწილეთა მგზავრობა“), გრაფაში „ერთული“ ჩაწერეთ ფრაზა „თითო მონაწილეზე“, შემდეგ გრაფაში - მონაწილეთა რიცხვი, შემდეგში კი - თითო მონაწილის საშუალო სატრანსპორტო ხარჯი.

საკანცელარიო ხარჯი ასევე შეგიძლიათ დაითვალოთ საშუალო თვიური ხარჯების მიხედვით ან ღონისძიებების მიხედვით. შესაბამისად გრაფაში „ერთეული“ ჩაწერთ ან სიტყვას „თვეში“ ან სიტყვას „ღონისძიებისთვის“.

გაითვალისწინეთ აგრეთვე, რომ ბიუჯეტის ხაზების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ისინი შეგიძლიათ დაამატოთ საჭიროების მიხედვით.




print version
16:19:55 2016-07-08

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge