momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
მზა კრაბის სალათი ბრინჯით

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 23 მარტს მომხმარებელმა ვებ გვერდზე დაგვიტოვა კომენტარი, რომლითაც გვატყობინებდა, რომ გაგარინის მოედანზე მდებარე მაღაზია ”იოლში” შეიძინა კრაბის სალათი ბრინჯით, რომელსაც მჟავე გემო და სუნი აღმოაჩნდა.

 

 26 მარტს, გაგარინის მოედანზე მდებარე შპს ”იოლი სუპერმარკეტის” მაღაზიაში ჩვენ შევიძინეთ კრაბის სალათი ბრინჯით, რომელიც მაღაზიის შეფუთვიანად სურსათის ექსპერტმა მოათავსა სტერილურ პარკში და შესამოწმებლად ყიდვიდან 35 წუთში ლაბორატორიაში მივიტანეთ მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის თანახმად სალათი დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით.

 გაიგზავნა წერილი  მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოშისააგენტოდან მოვიდა სტანდარტული პასუხი.

--------------------------------------------------

აღნიშნული პროდუქტის უვნებლობის მახასიათებლების გაუმჯობესების შესამოწმებლად 2012 წლის13 ივნისს, ონიაშვილის ქ. 2-ში მდებარე მაღაზია ”იოლი გასტრონომიაში” შევიძინეთ  კრაბის სალათი ბრინჯით, რომელიც კვების ექსპერტმა მაღაზიის შეფუთვიანად მოათავსა სტერილურ ცელოფანში და შესამოწმებლად ლაბორატორიაში მივიტანეთ.

ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით სალათი ისევ დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით.

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული არაფრისმთქმელი პასუხი. გაიგზავნა თხოვნა მთავრობაში, რათა აიძულონ სააგენტო რეაგირება იქონიოს. გამოხმაურება არ მიგვიღია.

2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოდან და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან გავარკვიეთ, რომ ეს მითითებული პროდუქტი არც პირველ და არც მეორე წერილის პასუხად სააგენტოს არ შეუმოწმებია. ახალი ხელმღძვანელობა გეგმავს მის შესყიდვას და ლაბორატორიულ შემოწმებას 2012 წლის ბოლომდე. რაც შეეხება შპს ‘’იოლი სუპერმარკეტის’’ ინსპექტირებას, იგი გეგმურად შემოწმდა 2011 წლის სექტემბერში, 2012 წლის 1-2 და 6 ივნისს კი მისი არაგეგმური ინსპექტირებაც განხორციელდა

2012 წლის 4 დეკემბერს შპს "იოლი სუპერმარკეტში" (ქ. თბილის ონიაშვილის ქ2-ში) ვერ იქნე აღებული კრაბის სალათი, რადგან არ აღმოჩნდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით. აღნიშნულ მარკეტში სურსათის სააგენტოს თანამშრომლებმა აიღეს სალათი "იბერიას" ნიმუში, რომელშიც დარღვევა არ აღმოჩნდა. სააგენტოს ინფორმაციით დაგეგმილია ინსპექტირება 2013 წელს.




print version
14:08:02 2013-02-27

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge