ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
შვრიის ფანტელი HAHNE
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
კარფურში შეძენილი ასაწონი „ხაჭო 4%“
მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე
წარმატების ამბავი - სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრის ხელშეკრულება
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
მუქი ქიშმიში

სულ ნიუსები: 21




print version

კომენტარის დამატება

დიანა   14:11:01 2019-03-29  უპასუხე   
გამარჯობა. ახლობელმა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა ე. წ. ,, გაზის კალონკა", ორკამერიანი. და მითხრა, რომ იყო ,, არისტონის" ფირმის. მაგრამ თვითონ პროდუქტს დასახელება აწერია ,, aricton", ,, ariston"-ის ნაცვლად. რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროდუქტი ფალსიფიცირებულია. რა შეიძლება მოიმოქმედოს მომხმარებელმა ამ შემთხვევაში?
თამარ, CSRDG   17:37:18 2019-03-29  უპასუხე   
დიანა თუ შეიძლება ფეისბუქის გვერდზე მოგვწერეთ შეტყობინება, იურისტმა რომ შესძლოს დეტალების დაზუსტება

ელგუჯა   08:54:07 2017-07-06  უპასუხე   
კერძო პირთან დავდე წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მას უნდა დაემზადებინა კონკრეტული პროდუქცია. წინასწარ გადავიხადე 340.0 ლარი. აღნიშნული სამუშაო მას უნდა შეესრულებინა ორი თვის წინ. ყოველ დღე ახალ ტყუილს იგონებს. როგორ მოვიქცე. აქვს აზრი სასამართლოში გასაჩივრებას?
თამარ, CSRDG   14:03:48 2017-07-07  უპასუხე   
ელგუჯა ხელშეკრულებაში თუ გაფორმებული გაქვთ იქ იქნება გაწერილი ვადები როდის უნდა დაემზადებინა შეკვეთა შემსრულებელს და ასევე წერია ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს.

Poppy Pauline   08:43:18 2016-08-23  უპასუხე   
გამარჯობა, 4დღის წინ სილამაზის ცენტრ "ლოტუსში" გავიკეთე პერმანენტული მაკიაჟი, ანუ ტატუაჟი თვალის და წარბის, რომელიც 4-5წელი არ გადადის. თავიდან პროპორციები არ მომწონდა,ექიმი მარწმუნებდა რომ შესიების ბრალი იყო რაც გამოწვეული იყო პროცედურისგან,მაგრამ გაიარა შესიებამ და დავრჩი დამახინჯებული,ნაწილობრივად რაღაცები წაიშალა რაც არ უნდა მომხდარიყო და მე კორექტირებისთვის დამატებით თანხას მახდევინებენ. ექიმი პროფესიონალობას იბრალებდა და გამოჩნდა რომ საცდელი ვიყავი და რა შემიძლია მე როგორც დაზარალებულმა მომხმარებელმა მოვითხოვო და შესაძლებელია თუ არა თანხა უკან დავაბრუნებინო.თუ მასთან მივალ კორექტირებაზე, უარესს გამიკეთებს, როგორც სხვა მომხმარებლებისგან ვიცი და მეც ვნახე პირველ ცდაზე რაც გააკეთა.

Nino Chikviladze   10:49:52 2016-05-28  უპასუხე   
მოგესალმებით, გლდანის საცურაო აუზზე შევიძინე აბონიმენტი, 8 ვიზიტი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ მოვახერხებ სიარულს. დარჩენილი მაქვს 5ვიზიტი. მინდოდა აღნიშნული ვიზიტები გადამეტანა სხვა პიროვნების სახელზე. აუზის ადმინისტრაციისგან მივიღე უარი - მსგავსი მომსახურება არ შეიძლება, თუ ცნობას მოიტანთ მაქსიმუმ 3 ვიზიტს აგინაზღაურებთო. გადამამისამართეს მერიაში, მერიას ვექვემდებარებითო და გამონაკლისს არ ვუშვებთო. მაინტერესებს რამდენად აქვთ უფლება ასეთი მომსახურების, რამდენად შეიძლება მერია უწესებდეს აუზს მომსახურების სტანდარტებს და წესებს, და ასევე მე, როგორც მომხმარებელს რა შემიძლია გავაკეთო ჩემი უფლებების დასაცავად. მადლობა

ეკა   15:24:49 2015-12-28  უპასუხე   
გამარჯობათ, მაინტერესებს რა მიზეზით შეუძლია კვების ობიექტს უარი მოთხრას მომსახურეობაზე?
თამარ, CSRDG   15:33:07 2015-12-29  უპასუხე   
ეკა რა მომსახურეობას გულისხმობთ?საკვების მიყიდვას?

ეკა   17:33:35 2015-12-29  უპასუხე   
დიახ, საკვები, ყავა, ტკბილეული, კაფის მომსახურებას ვგულისხმობ.
თამარ, CSRDG   18:03:05 2015-12-29  უპასუხე   
ეკა ზოგადად კაფე არის კერძო საკუთრება და შიგნით მოქცევის წესებსაც ადგენს მეპატრონე რა საკვირველია კანონმდებლობის ფარგლებში, კანონმდებლობა არ არეგულირებს ვის შეიძლება მოემსახურო და ვის არა ამიტომ ამას თვითონ წყვიტავენ. თუმცა საოცარი და გაუგებარია რა შეიძლება იყოს მიზეზი მომსახურეობაზე უარის თქმის. საინტერესოა
თვითონ რა მიზეზი დაგისახელეს?
ეკა   18:07:42 2015-12-29  უპასუხე   
მე ყოფილი თაამშრომელი ვარ, დროებით ვიყავი და ვადა რომ გამივიდა წამოვედი, დავდიოდი ხოლმე ჩვეულებრივ და ერთხელ არ მოეწონა რო არ მივესალვე სათანადოდ და ამიკრძალა კაფეში მისვლა :D

ელენე   17:55:15 2015-10-19  უპასუხე   
მოგესალმებით. შევიძინე ბინა დიდ დიღომში, საუნივერსიტეტო დასახლებაში. მაქვს საკუთარი ეზო, რომელშიც ორი ელექტრო ბოძი დგას. რამდენიმე დღის წინ, მეზობლად ახალაშენებულ კორპუსებში გაიყვანეს ელექტროენერგია. კაბელები დამონტაჟდა ჩემს ეზოში დადგმული ბოძების გავლით. მათი დატვირთვა გაიზარდა. ახლა, სამონტაჟო ფირმა მთხოვს თანხმობას, რომ ეს ბოძები გაამაგროს და ორ-ორი 8 მეტრიანი ბოძი ჩაამაგროს ძირითადის გვერდით. რამდენად სამართლუანია მათი მოთხოვნა? რა შეიძლება შევთავაზო ბოძების გამაგრების სანაცვლოდ? და კიდევ, თუ არის კანონი, რომელიც განსაზღვრავს რა მანძილით უნდა იყოს დაცილებული ელექტრო ბოძი საცხოვრებელი კორპუსიდან? გმადლობთ.
თამარ, CSRDG   15:40:15 2015-10-20  უპასუხე   
ელენე თქვენ გჭირდებათ იურისტის კონსულტაცია. უფასო კონსულტაციები აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და მათ მიმართეთ

ინგა   18:51:52 2015-09-15  უპასუხე   
გთხოვთ მიპასუხოთ, ევალება თუ არა (კანონით, დადგენილებით ან რაიმე ბრძანებულებით) კოსმეტიკურ კომპანიას, რომელიც ვაჭრობს კოსმეტიკით და მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებელს თვალსაჩინო ადგილას ჰქონდეს გამოკრული მომსახურების პრეისკურანტი და კოსმეტიკის ფასები?
თამარ, CSRDG   14:53:26 2015-09-16  უპასუხე   
ინგა თქვენს შეკითხვაზე იურისტისაგ ასეთი პასუხი მივიეთ: პროდუქტის/მომსახურების გამყიდველს აკისრია ვალდებულება მყიდველს/კლიენტს მიაწოდოს სრული ინფორმაცია პროდუქტზე, მათ შორის პირველ რიგში - ფასზე.
ასეთ საკითხებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 343-ე; 348-ე; 54-ე; 79-ე; 81-ე და 84-ე მუხლები არეგულირებს. ეს მუხლები განსაზღვრავს პირობებს, რომლებიც უნდა დაიცვან იმ პირებმა რომლებიც საკუთარ პროდუქტსა თუ მომსახურებას საჯაროდ, პირთა განუსაზღვრელ წრეს სთავაზობს. ამ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობები ეწოდება. ეს პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა ხელშეკრულების ნაწილად თუკი გამყიდველი თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს, ან სხვაგვარად შეუზღუდავად გაცნობის საშუალება იარსებებს და მიუთითებს ამ პირობებზე, აგრეთვე თუკი მყიდველს/კლიენტს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები. პროდუქტის/მომსახურების ფასის შესახებ მკაფიო ინფორმაციაც უნდა განთავსდეს საჯაროდ, პროდუქტის განთავსების ადგილზე ან სხვაგვარად უნდა იყოს ხელმისწავდომი მომხმარებლისთვის.
ინგა   16:42:13 2015-09-16  უპასუხე   
დიდი მადლობა პასუხისთვის.

თამუნა   14:46:43 2015-07-01  უპასუხე   
მოგესალმებით,თუ შეიძლება მირჩიოთ,როგორ მოვიქცე როდესაც მთელი დღის განმავლობაში ვრეკავ თელასში,რათა მივიღო ინფორმაცია ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით, და გამუდმებით ან სულ დაკავებაა ან არავინ პასუხობს

მედეა   21:08:45 2015-02-20  უპასუხე   
გამარჯობატ მაინტერესებთ დამეხმარებით თუ არა. სადარბაზოს წინ სულ ტალახია ვის მივმართო რომ ასვალტი დაგვიგონ . მთელი კორპუსი ვართცოდვა . სულ რაგაცა 200 მეტრია.გელით თქვენ პასუხს
მედეა   10:38:03 2015-05-17  უპასუხე   
რატომ არ მპასუხობთ
თამარ, CSRDG   11:00:05 2015-05-18  უპასუხე   
მედეა ბოდიში, ეტყობა გამოგვრჩა თქვენი კომენტარი. თვენი რაიონის გამგეობას მიმართეთ კორპუსის მაცხოვრებელთა განცხადებით

თამუნა   18:45:23 2015-02-08  უპასუხე   
სამკაული მივიტანე შესაკეთებლად ხელოსანთან ვაგზალზე.რის გამოც მივიტანე - ის პრობლემა მაინც ვერ მომიგვარა ხელოსანმა, ისევ მივიტანე და სამწუხაროდ მეორე დღესვე ამოვარდა ჩასმული ნაწილი.საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადე შესაკეთებლად.მაინტერესებს როგორ შეიძლება დავიცვა ჩემი უფლებები.მადლობა წინასწარ
თამარ, CSRDG   13:13:15 2015-02-09  უპასუხე   
თამუნა რაიმე სახის დოკუმენტ თუ გაქვთ, იმის დამადასტურებელი მაინც რომ ხელოსანთან გქონდათ მიტანილი შესაკეთებლად კიდევ შეიძლება უფლებების დაცვაზე ფიქრი. იმისათვის რომ სამართლებრივად გამართული დავა აწარმოოთ საჭიროა ხელოსანთან ნივთის ჩაბარების დოკუმენტი ორივე შემთხვევაში, სადაც დაფიქსირებული იქნება რა სახის დაზიანებით მიიტანეთ. ასევე საჭირო იქნება თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც

თამუნა   12:44:50 2015-01-12  უპასუხე   
თუ შეგიძლიათ მირჩიეთ ვის მივმართო.სადარბაზოში ნაგავს გამოიტანს მეზობლები და 2 დღე ან იყო შემთხვევები 3 დღის განმავლობაში არ გადაუყრიათ.ამის მარეგულირებელი რაიმე სამსახური არსებობს?
თამარ, CSRDG   15:05:06 2015-01-16  უპასუხე   
თამუნა, სადარბაზოს შიგნით არსებული ურთიერთობები არის მეზობლების/ამხანაგობის კომპეტენცია და აქ მუნიციპალიტეტი ან სახელმწიფო ვერ ერევა, ამიტომ მათ შეუძლიათ საერთო კრების მოწვევა და მესაკუთრისთვის თუ დამქირავებლებისთვის მოქმედების წესის განსაზღვრა. რაც შეეხება უფლების დაცვას, ამ შემთხვევაში მოქალაქეს ან ამხანაგობას სასამართლოს წესით შეუძლიათ ზიანისა თუ მოქმედების აკრძალვის მიღწევა.
თამარ, CSRDG   15:32:24 2015-01-12  უპასუხე   
თამუნა გავარკვევთ ვის ეკუთვნის ეს საკითხი და მოგწერთ

ნოდარი   13:54:37 2015-01-10  უპასუხე   
გამარჯობათ!
ამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ავტომობილების გაზგასამართ სადგურებში (ვისოლისა და გალფის გარდა)მომხმარებელთა მოტყუების ფაქტები. მოგახსენებთ კონკრეტულ მაგალითს: 10 კუბიანი ბალონის გავსება ბოლომდე, ვისოლისა და გალფის გაზგასამართ სადგურებში ჯდება 12 ლარი და 30 თეთრი, ხოლო იგივე 10 კუბიანი ბალონის გავსება დუშეთის, გურჯაანის, ყვარლის და ბევრ სხვა რაიონების გაზგასამართ სადგურებში ჯდება 15 ლარი და 50 თეთრი. აშკარაა ხალხს უსირცხვილოდ ატყუებენ და ყვლეფავენ. ამას აქვს არა ერთეული შემთხვევების სახე, არამედ მიიღო სისტემური ხასიათი. საჭიროა სასწრაფოდ ჩაერიოს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი ამ საკითხის ინსპექტირებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა აღიკვეთოს ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ძარცვა.

irodi   01:45:41 2014-11-24  უპასუხე   
გამარჯობათ იქნებ მირჩიოთ როგორ უნდა მოვიქცე როცა ინტერნეტის ცუდი კავშირის გამო მატერიალურად ვიზარალე რამდენჯერმე?
თამარ, CSRDG   13:23:58 2014-11-24  უპასუხე   
უნდა მიმართოთ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მომხარებელთა ინეტერესების დამცველს და იქ დაგეხმარებიან

gvantsa83   11:50:28 2014-11-21  უპასუხე   
მაინტერესებს იქნება თუ არა საქონელზე დნმ ის გაკეთება სადმე შესაძლებელი ან სადმე რომ გავაგზავნით ხომ არ იცით

teona   11:20:38 2014-10-20  უპასუხე   
თქვენბი დახმარება მჭირდება,არ მიმიგია დენის ქვითარი და არც ძველი არ მაქვს როგორ გავიგო აბონენტის ნომერი რომ თანხა ჩავრიცხო აპარატით?
თამარ, CSRDG   11:47:39 2014-10-20  უპასუხე   
თეონა მიაკითხეთ თქვენი უბნის თელასის სამსახურს და მისამართის მიხედვით გეტყვიან რა ნოემრი აბონენტი ხართ

ანი ანა ჯიხვაშვილი   22:46:31 2014-09-17  უპასუხე   
სტუდენტი ვარ და მინდა ვარკეთილიდან გლდანში გასვლა ხომარიცით რა ნომერი გადის? და ასევეე დიღმის მასივიდან გლდანში ? წინასწარ მადლობაა
თამარ, CSRDG   14:55:18 2014-09-18  უპასუხე   
ანი დიღმის მასივიდან გლდანში #24 და#51 ავტობული დადის. ვარკეთილიდან გლდანში რამდენადაც ჩვენ ვიციტ არაფერი არ დადის და გადაჯდომით უნდა იმგზავროთ, ან ყველაზე მარტივია მეტროთი მეტრო ვარკეთილიდან მეტრო ახმეტელამდე.

natia   17:14:50 2014-09-16  უპასუხე   
ერთი ამბის გარკვევა მინდა, მეგობრებო და იქნებ დამეხმაროთ?
დღეს ექსპრესპეის აპარატით ვავსებდი სამგზავრო ბარათს, 10 ლარი ჩავრიცხე და როცა უნდა შევსებულიყო ბარათი, პროგრამამ გაჭედა. ორი-სამჯერ ვცადე იგივე ოპერაციის განხორციელება და არაფერი გამომივიდა, ამასობაში მოვიდა ავტობუსი, სამსახურში რომ არ დამეგვიენებია, ავედი და თან ცხელ ხაზზე დავრეკე, იქ კი მიპასუხეს, რომ ჩემი 10 ლარი ავტომატურად ჩაერიცხა იმ ადამიანს, ვინც ჩემს მერე მივიდა ავტომატთან და მობილურის შევსება დააპირა, თანხას კი თვითონ არ დამიბრუნებდნენ, რადგან ასეთ რამეს არავინ ავალდებულებს. ახლა ის მაინტერესებს, ან მე რა დავაშავე, ან ვისაც ჩაერიცხა, რომ გავიგო, იმას როგორ მოვთხოვო თანხა, განა კომპანია პასუხს არ უნდა აგებდეს, პროგრამის გაჭედვის გამო მომხმარებელი რომ ზარალდება?
თამარ, CSRDG   16:02:40 2014-09-17  უპასუხე   
ნათია ამ კითხვით მიმართეთ ორგანზიაციას, სადაც უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევთ. მათი ნომერია 242 4440

არსენა   08:36:45 2014-09-09  უპასუხე   
გამარჯობა თუ იცით რუსთაველზე რა ნომერი მარშუთი მიდის
თამარ, CSRDG   12:10:36 2014-09-10  უპასუხე   
არსენა ეს ინფორმაცია დააზუტეთ სამარშუტო კომპანიის ცხელ ხაზზე. აუცილებლად დაუზუსტეთ საიდან გაინტერესებთ რუსთაველზე მოხვედრა. მათი ნომერია 2 200 340

irina   10:44:26 2014-08-21  უპასუხე   
გამარჯობათ!
ძალიან მაინტერესებს სილამაზის სალონებში, თუ დაგვაზარალეს, როგორ მოვთხოვოთ პასუხი? მე ძაან გამიფუჭეს თმა, იმდენად რომ გარეთ ვეღარ გავდივარ. ჩემს პროტესტზე კარისკენ მიმითითეს, თუ არ მოგწონს სხვა სალონში წადიო.
ჩემს უფლებებს ვინ დაიცავს? ეს ვაი-სალონები ასე სოკოებივით რომ არიან მომრავლებულნი ქალაქში და 200$-ად ნაყიდი სერტიფიკატებით არაპროფესიონალები, ლახავენ მოქალაქეების უფლებებს, გვაზარალებენ, უტაქტოდ ეპყრობიან კლიენტებს, ჩვენ უფლებებს ვინ დაიცავს იქნებ მირჩიოთ?
თამარ, CSRDG   22:41:35 2014-08-21  უპასუხე   
ირინა, ვინაიდან საქართVელოში არ არსებობს სტრუქტურა, რომლის კომპეტენციაც ასეთ და სხვა შემთხვევბში მომხარებელთა უფლებების დაცვაა თქვენს შეკითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ჩვენს საიტზე ან ფეისბუქის გვერდზე მომხარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, დაზარალებულ მომხარებლებს ვთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მიმართეთ ამ ორგანიზაციას და ისინი დაგეხმარებიან ტქვენი უფლებების დაცვაში

თეა   14:57:29 2014-06-04  უპასუხე   
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოფიციალური ვებ გვერდზე მოცემულ ბლოკზე, http://www.georgianwater.com/main.php?pg=cnt, რომლის სახელწოდებაცაა - "მოგვწერეთ", ორჯერ დავსვი შეკითხვა, არცერთზე პასუხი არ მიმიღია.
ასევე არ მიმიღია პასუხი - სოციალური სამსახურის სააგენტოსგან - http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
აქვე აღვნიშნავ, რომ არცერთი დასმული შეკითხვა არ არღვევდა ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას და წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას.

NODARI   20:30:08 2014-05-01  უპასუხე   
ბოლოს და ბოლოს როდის უჰდა მიიღონ მომხმარებელთა დაცვიც კანონი-ეს კანონი არის ყველაზე მთავარი. არა სცხვენიათ პედოფილების დამცავ კანონებს იღებენ/მომხმარებელი ,რომელიც ყველაა-ასეა მიტოვებული.ფუი ასეთ ცხოვრებას
თამარ, CSRDG   11:17:08 2014-05-02  უპასუხე   
ვერ გეტყვით ნოდარ, ჩვენ ისევ ვცდილობთ ვაიძულოთ პარლამენტი და მთავრობა რომ გამზადებული კანონი განიხილონ მაინც, თუმცა არაფერი გამოგვდის ჯერჯერობით. ვხვდებით ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, ვიღებთ დაპირებებს, მაგრამ არაფერი იცვლება ფაქტია

ზურა გოგიტიძე   17:05:51 2014-05-01  უპასუხე   
2012 წლის 11 მაისს Elit Electronics ბათუმის ფილიალში შევიძინე ტელევიზორი Sony KDL-40EX720, რომელშიც 1800 ლარი გადავიხადე,ტელევიზორი გაფუჭდა 1 წელსა და 3 თვეში,მოვითხოვე მისი შეკეთება, რაც არ მოხერხდა იმიტომ რომ, თურმე 1 წელზე მეტი გარანტია არ ქონდა, რაც ნამდვილად არ ვიცოდი. კომპანიის მიერ მითითებულ სერვის ცენტრში დასკვნაში ჩაწერეს რომ დაზიანებულია ეკრანი, თუმცა არ მიუთითეს ქარხნული ან ფიზიკური დაზიანება ან დაზიანების რაიმე მიზეზი, ნუ მოკლედ დღემდე ვცდილობ დავიბრუნო ტელევიზორი, რომელიც შეაკეთეს და დამატებით მთხოვენ 1500 ლარს. გთხოვთ დამეხმაროთ
თამარ, CSRDG   11:19:37 2014-05-02  უპასუხე   
ბ-ნ ზურაბ. ელ ფოსტაზე მოგწერეთ იურისტის საკონტაქტო ნომერი. დაუკავშირდით და კანონმდებლობიდან გამომდინარე დაგეხმარებათ

ქეთი   18:08:52 2014-03-14  უპასუხე   
გამარჯობათ, თქვენი დახმარება ან დაკვალიანება მჭიდრდება, გადამზიდავი კომპანია usa2georgia, მომსახურეობით წლები ვსარგებლობდი, არანაირი ლოიალურობის პროგრამა არ ქონდათ, მიჩვევის მომენტი იყო. მომსახურეობის თანხები სულ წინასწარ დეპოზიდად მედო მათ ანგარიშზე. მოკლედ ამ ეტაპზე ჩამოსულია ჩემს სახელზე და გადახდილი 8 ამანათი, მე-9 სულ ბოლოს ჩამოსულ ამანათი (ბავშვის პლასტმასის 1.8კგ. სათამაშოზე) მითვლიან 11.კგ. ის ვითომ მოცულობით ფასს, რაზეც კატეგორიულ უარს ვაცხადებ. მაგრამ ამის გამო არ მაძლევენ ჩემს კუთვნილ ნაყიდ საქონელს, რომელზეც კომპანიის მომსახურეობის თანხა სრულად მაქვს წინასწარ წინსწრებით გადახდილი. 2 კვირაა მარტო რაც პასუხს ველოდები უიმედოდ საჩივარზე. არც მირეკავნე, რომ ვრეკავ უაზროდ უმიზეოდ მთხოვენ დაელოდეო. ვის უნდა მივმართო, არ მინდა უბრალოდ ამ საქმის ისე უკურედღებოდ მიტოვება, დღეს ელ.ფოსტაზეც მივწერე და შაბლონური პასუხი მომწერეს. ეგ იყო და ეგ
თამარ, CSRDG   18:28:34 2014-03-14  უპასუხე   
დარეკეთ 2252778 იურისტთან და დაგეხმარებათ
თაკო   17:05:02 2014-04-30  უპასუხე   
მეც დაახლ. იგივე პრობლემა მაქვს სხვა გადამზიდავ ფირმასთან, დავრეკე ამ მითითებულ ნომერზე და აბდა-უბდა პასუხი გამცეს რომ ჩვენ ეს ფუნქცია 2 თვეა აღარ გვაკისრია და მხლოდ პროდუქტები გვეხებაო... ვერც ის მითხრეს წესიერად თუ სად შეიძლება დამეხმარონ...
თამარ, CSRDG   20:29:48 2014-04-30  უპასუხე   
ხო თაკო სამწუხაროდ დროებით ეგ სამსახური შეჩერებულია, თუმცა იურისტი მომხარებლების კონსულტაციისთვის ისევ გვყავს. მომწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან მაილი და დაგიმესიჯებთ იურისტის ნომერს

maia   13:45:36 2014-03-11  უპასუხე   
რუსთაველზე, 51 სკოლის წინ მდებარეობს ყოფილი პოპულის საცხობი "გაამო". მომსახურება აქვთ საშინელი. კონსულტანტები პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღავენ მომხმარებლებს. თუ არსებობს რაიმე რეგულაცია რაც მომსახურების ხარისხს გააკონტროლებს?
ხშირად მიწევს ამ საცხობით სარგებლობა და დამოკიდებულება ყოველ შესვლაზე უარესდება!!!!!

რუსუდანი   11:52:32 2013-12-16  უპასუხე   
შპს"დეა"-ში, რომელის ერთერთი ფილიალი თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს, შევიძინე 13 ლარიანი ნივთი, რომელსაც ფასი ეწერა და კონსულტატმაც დაგვიდასტურა ეს ფასი. მოლარესთან აღმოჩნდა, რომ ეს საქონელი კომპიუტრულ ბაზაში ღირდა 16 ლარამდე. გაკვირვების და აღშფოთების შემდეგ ასეთი პასუხი მივიღე - თუ არ გაწყობთ ნუ იყიდითო. თანაც, მოლარემ 3 კაცის მომსახურებას 20 წუთი მოანდომა. აღმოჩნდა რომ გვატყვილებდნენ...
irina   10:50:43 2014-08-21  უპასუხე   
პირველი შემთხვევა არაა. თითქმის ყველა სუპერმარკეთში ანალოგიური შEმთხვევაა. გუშინ ,,ნიკორაში"-ც იგივე გამიკეთეს. ორ პროდუკტზე განსხვავებული ფასი ედო. ადებილებენ ხალსხ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და კაციშვილი არაა მომკითხავი. გააპროტესტებ და აქეთ გამოგლანძღავენ.
თამარ, CSRDG   11:53:03 2014-04-14  უპასუხე   
სამწუხაროდ, ასეთ საკითხვებს კანონმდებლობა ისეთ შემთვევაში არეგულირებს თუ გადაგახდევინებენ პროდუქტის ღირებულებაზე 20%-ით მეტს
ruska   17:42:35 2014-04-13  უპასუხე   
დეასთან დაკავშირებით მეც მქონდა ანალოგიური შემთხვევა შამპუნზე 2 ლარით მეტის გადახდა მომთხოვეს სალაროსთან, იქ კი სხვა ფასი ეწერა,
თამარ, CSRDG   11:53:44 2014-04-14  უპასუხე   
ამ საკიტხში სამართლებრივად გარკლვევისათვის შეგიძლიათ დარეკოთ უფასო იურისტთან 2252778 ლევან ჯორბენაძე

თაკო   22:46:32 2013-12-10  უპასუხე   
შარშან ამ თერმასგან შევიძინე უკრაინული გამათბობელი!!არ დააყენა ხელოსანმა სათანადოდ და თურმე ჟონავდა გაზი,კინაღამ მოვიწამლეთ მე და ჩემი მეუღლე!!! კიდევ კარგი სარკმელი მქონდა დატოვებული ღიად ,თორემ გავიგუდებოდით!!! მათ ფირმაში ჩემი ჩხუბის ხმა მთელს ქუჩას ესმოდა---აქეთ მაბრალებდნენ უსირცხვილოდ ,თქვენი ბრალი იქნებოდაო!!წელს კი საერთოდ არ თბებოდა ეს გამათბობელი,უფრო სწორად თავის თავს ითბობდა!! ძლივს იკადრეს და გამომიგზავნეს ხელოსანი(ისევ ჩხუბის შეეშინდათ)!! თავიდან "ყაზტრანსგაზს" აბრალებდნენ,მათი ბრალია,ცუდ გაზს უშვებენო,.მერე ვნახე ამ ხელოსანმა რაღაც დაარეგულირა და ეხლა მშვენივრად ათბობს,მაგრამ მაღალზე არ თიშავს...ესე იგი ,შეიძლება როგორც სხვა მომხმარებელი ამბობს ,ხანძარიო გააჩინოს?

Rusudani   13:29:18 2013-12-09  უპასუხე   
მაღაზია "თერმაში" შევიძინე კარმის გამათბობელი 10 ოქტომბერს გარანტიით. დამონტაჟებისთანავე შევნიშნე, რომ დარღვეული აქვს თერმორეგულაცია. იმ დღიდან არაერთხელ მივმართე მაღაზიას და საგარანტიოს თხოვნით შეეკეთებინათ ან გამოეცვალათ გამათბობელი. პასუხად ვიღებ რომ არავითარი პრობლემა არ არის და მე, როგორც ჩანს მეჩვენება, რომ დაზიანებულია. რეალურად მაღალ ტემპერატურაზე თემორეგულატორი კარმას არ თიშავს, რის გამოს საშინლად ხურდება და ქმნის ხანძრის სასიშროებას. დღეს მაღაზიას კიდევ ერთხელ მივმართე წერილობით. მათ უარი თქვეს ჩემი განცხადების მიღებაზე და ისევ გადამამისამართეს საგარანტიო სერვისთან. საგარანტიოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, თუმცა ვფიქრობ აზრიც არ აქვს მათთან დარეკვას. მე არ მაქვს მატერიალური შესაძლებლობა სასამართლოს მივმართო. გთხოვთ დამეხმაროთ.
ლია, CSRDG   14:24:17 2013-12-09  უპასუხე   
რუსუდან, მისამართზე office@csrdg.ge მოგვწერეთ თქვენი ტელეფონი და მოხალისე ადვოკატი დაგიკავშირდებათ

ბექა   22:05:59 2013-10-27  უპასუხე   
დღეს, 27 ოქტომბერს მე და ჩემი უცხოელი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან მცხეთაში წავედით, სასეირნოდ, დასათვალიერებლად, ტაძრები მოვინახულეთ და რომ მოგვშივდა, ჭამა გადავწყვიტეთ. სულ 6-ნი ვიყავით. საღამო იყო უკვე, ალბათ, 6 საათი იქნებოდა. მივედით რესტორანში "ძველი მცხეთა", რომელიც მდებარეობს სვეტიცხოვლის უკან. გარეთაც აქვთ მაგიდები და შიგნით, შენობაშიც, შიგნით თითქმის არავინ იჯდა, 1 თუ 2 მაგიდა მხოლოდ. გარეთ 1 მაგიდა იჯდა. მენიუ არავინ მოგვიტანა, მანამ ჩვენიდან ერთ-ერთი არ მივიდა მენიუს ასაღებად და თავად მოგვიტანა. მიმტანი (თეო) არ მოვიდა ჩვენთან, არც კი შემოგვხედა. გავიდა დაახლოებით 15 წუთი (ამ დროში ზოგჯერ შეკვეთა მზადაა ხოლმე უკვე), თუმცა კვლავ არავინ მოგვაქცია ყურადღება. გადავწყვიტე, შევსუიყავი შენობაში და მეკითხა, მოგვაქცევდნენ თუ არა ყურადღებას, 15 წუთია გელოდებით-მეთქი. ქალბატონმა თეო-მ მითხრა, წეღან ხომ გითხარი, რომ ვერ მოგემსახურებიო, ძალიან დაღლილი ვარო. ვუპასუხე, რომ ახლოს არც კი მოსულხარ და შესაბამისად არაფერი გითქვამს მეთქი. თუ მითხრა, რომ ვერ მოგვემსახურებოდა და დაგვინახა ჩვენ არ წავედით, უნდა მიმხვდარიყო, რომ ვერ გავიგეთ. ჯამში კი 3 მაგიდა იჯდა დაახლოებით, 70% ცარიელი იყო. პირდაპირ მითხრა, ვერ მოგემსახურებით, დაღლილი ვარ, მარტო ვარ და 2 საათი მაინც დაგჭირდებათ ლოდინიო, არა და მინიმუმ 3 მიმტანი დავინახე დარბაზში. მე ვიკითხე, ადმინისტრაციისგან არის ბრძანება მეთქი? და დადებითI პასუხი გამცა, კი ბრძანებააო. მიპასუხა ჟარგონებით, ადექით და სხვაგან წადით, ნუ ჟინიანობო. ჩემმა უცხოელმა მეგობრებმაც გადაწყვიტეს შელაპარაკებოდნენ, თუმცა ყვირილი დაიწყო და თავიდან მოგვიცილა მიმტანმა. რა თქმა უნდა, დავტოვეთ კვების ობიექტი ძალიან გაბრაზებულებმა.
ძალიან გთხოვთ, ვისაც კი რა ინფორმაცია მოგეპოვებათ, დამეხმარეთ, პასუხი ვაგებინო ამისათვის ამ კვების ობიექტს. როგორ მოვიქცე, აქვთ თუ არა უფლება ამის გაკეთების ოფიციალური და ტყუილის თქმის, რომ ერთი იყო, არა და სხვა მიმტანებიც იყვნენ. ვის მივმართო, არავინ არეგულირებს ამას?
თამარ, CSRDG   12:54:55 2013-10-28  უპასუხე   
ბექა ამ საკითხს არავინ არ არეგულირებს.ერთადერთი რესტორნის ადმინისტრაციაა დაინტერესებული რომ მის რესტორანში მომსახურეობის პირობები იყოს მაღალ დონეზე, სუფთად კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ რესტორნის ადმინისტრაციას ან დირექციას მიმართოთ თქვენი საჩივრით, რადგან მომსახურე პერსონალმა მათი ინტერესები დააზარალა და კლიენტი დააკარგვინა. ამ რესტორნის საკონტაქტო ნემერია +995 790 10 78 38. რესტორანს ასევე აქვს თავისი ფეისბუქის გვერდი და ეს საჩივარი იქაც შეგიძლიათ დაწეროთ https://www.facebook.com/OldMtskheta
irina   10:57:29 2014-08-21  უპასუხე   
თქვენი პასუხი პირდაპირ მაღიზიანებს. გამოდის უპატრონო და უთავმოყვარეო ქვეყანა ვართ? რესტორნებში მომხმარებლის უფლებებს არავინ იცავს? ის მენეჯერიც თუ სიფლლი, გაუნათლებელი ხეპრეა, ვის მივმართოთ? ან ეს გვერდი რატომ შექმენით, თუ კი მომხმარებლებს პასუხს ვერ სცემთ? საქართველო კი არა ბარდაკია.

nika   13:34:54 2013-10-03  უპასუხე   
ჩემს კითხვაზე, თუ რატომ ვერ გამაქვს მაქსიმუმიდან დღეში 500 ლარზე მეტი, წარმომადგენელმა მიპასუხა, რომ ეს ასე არ არის და უპრობლემოდ შეიძლება გადარიცხვა, მიუხედავად ამისა, ვერ მოვახერხე თანხისს ბოლომდე გატანა, ყოველ დღე რაღაც პრობლემებს მიქმნიდნენ.მინდა ყველგან ანტი რელამა გავუკეთო ამ ტოტალიზატორს.ვისაც არ ჯერა, შეუძლია იხილოს ეს სტატია, სანამ სასამართლოს არ მიმართეს, ისე არ მოისვენეთ

სტატია

სერგი   21:34:02 2013-09-30  უპასუხე   
მაქსიმუმთან დაკავშირებით მეც მაინტერესებს, საზღვარგარეთ ვარ და ონლაინ რეჟიმში ვერ გამაქვს თანხა. როგორ მოვიქცე?საიტი რატომ არ მუშაობს?იქნებ გვიპასუხოთ?
თამარ, CSRDG   11:21:45 2013-10-02  უპასუხე   
სერგი ჩვენც ვდილობთ მათთან დაკავშირებას მაგრამ ტელეფონებს არ პასუხობენ სამწუხაროდ
ჯონი   21:51:08 2013-09-30  უპასუხე   
გუშინ ვიყავი მისული და მითხრეს ფინანსური პოლიციაა შემოსული და ყველაფერი დაბლოკილი აქვთო. არ ვიცით როდის გაიხსნებაო

ჯონი   07:50:24 2013-09-28  უპასუხე   
ხომ არ იცით რატომ გაითიშა ონლაინ ტოტალიზატორი მაქსიმუმი? თანხის გატანა მინდა და 5 დღეა ვერ შევდივარ
ჯონი   07:55:58 2013-09-28  უპასუხე   
ან როგორ უნდა გავიტანო თანხა?
თამარ, CSRDG   12:27:16 2013-09-30  უპასუხე   
სამწუხაროდ "მაქსიმუმის" წარმომადგენლის მიერ მითითებულ (ქვემოთ კომენტარში) ნომრებზე დაკავშირება შეუძებელია თქვენს შეკითხვებზე პასუხი რომ გაგვეცა. კიდევ ვცდით და თუ რაიმე სიახლე იქნა აქვე მოგწერთ
nita   00:48:56 2013-09-30  უპასუხე   
მეც მაინტერესებს, იქნებ წარმომადგენელმა გვიპასუხოს?

nika   12:16:27 2013-09-02  უპასუხე   
ერთ-ერთ ქართულ ტოტალიზატორში, კერძოდ "მაქსიმუმში"(www.maximum.ge)საიტზე არსებული ინფორმაიით მომხმარებლის მოტყუებას აქვს ადგილი, საიტზე, კერძოდ კი მომხმარებლის გვერდზე წერია, რომ ინტერნეთით თამაშის დროს მოგებული ვირტუალური ბალანსიდან პლასტიკურ ბარათზე თანხის გატანის მაქიმალური ლიმიტია 5000 ლარი, სინამდვილეში 5000 კი არა 500 ლარია,საიტი მეტის გადარიცხვის საშუალებას არ აძლევს მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, რაშიც ბუნებრივია ბევრი რამ არის გათვლილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ და გაასწორონ და დადონ რეალურად როგორც არის, ისეთი ინფორმაცია
maximum   14:42:34 2013-09-03  უპასუხე   
მოგესალმებით ნიკა. ონლაინ ტოტალიზატორ www.maximum.ge-ზე, ბარათზე თანხის გადარიცხვის დღიური ლიმიტი გახსნის დღიდან შეადგენდა 5000 ლარს,თუმცა გარკვეული დროით ლიმიტი 500 ლარამდე შემცირდა, ამის შესახებ საიტზეც იდო ინფორმაცია და მომხმარებლებს ვაფრთხილებდით, რომ მოხდა ლიმიტის დროებით შემცირება. ამ დროისთვის ისევ შესაძლებელია უპრობლემოდ გადარიცხოთ 5000 ლარი 24 საათის განმავლობაში. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით, 296 29 29; 570 701 701
გისურვებთ წარმატებას!
თამარ, CSRDG   12:43:19 2013-09-02  უპასუხე   
ნიკა შევედით ტოტალიზატორის გვერდზე და ვნახეთ "წესების" განყოფილება. ვერსად აღმოვაჩინეთ თქვენს მიერ მითითებული პუნქტი. იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ სად შეიძლება ამ წესის ნახვა
nika   11:40:15 2013-09-03  უპასუხე   
"დახმარება"აი ამ კატეგორიაშია, კონტაქტის ზემოთ, მარცხენა მხარეს.
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
თამარ, CSRDG   14:02:40 2013-09-03  უპასუხე   
ნიკა ველაპარაკეთ "მაქსიმუმის" ოპერატორს მათ საიტზე მითითებულ ნომერზე 2962929 თქვენს საჩივართან დაკავშირებით. როგორც ოპერატორმა გვითხრა გატანის თანხა ეს ბოლო პერიოდია (პერიოდი ზუსტად ვერ დაგვისახელა) 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდაო. აღნიშნული ოდენობის თანხის გატანაზე პრეტენზიით ჯერ არავის მოუმართავსო. თუ რაიმე პრობლემა შეექმნა მომხარებელს მოგვმართოს და დავეხმარებითო
nika   14:46:17 2013-09-03  უპასუხე   
გუშინ არ იყო ნამდვილად ლიმიტი გაზრდილი,დღეს შეცვლიდა ვინმე?ოპერატორმა მოიტყუა.იმედი მაქვს თქვენი ზარის შემდეგ მაინც შეიცვლება რამე,
maximum   15:39:56 2013-09-03  უპასუხე   
ნიკა,თუ თქვენ ვერ გაიტანეთ 500 ლარზე მეტი 24 საათში ჩვენს ელ-ფოსტაზე (info@maximum.ge) მოგვწერეთ თქვენი მქსიმუმის ანგარიშის კოდი და გადაგიმოწმებთ. ლიმიტს რაც შეეხება, ნამდვილად 5000 ლარია 24 საათში.

zizu   01:56:50 2013-08-10  უპასუხე   
ერთერთ ქართულ ტოტალიზატორში მოვიგე საკმაოდ სოლიდური თAნხა , მაგრამ ტოტალზიატორის ადმინისტრაცია ყველაფერ აკეთებს რომ ვერმ ოვახერხო გამოტანა რაღაც ხელოვნური პრობლემები შექმნეს , და ვის შეიძლება რო მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით ხომ ვერ მეტყვით ?
nika   12:18:32 2013-09-02  უპასუხე   
შეგიძლია დაწერო რომელ ტოტალიზატორში?
თამარ, CSRDG   16:24:58 2013-08-12  უპასუხე   
ზიზუ იქნებ იურისტისთვის მიგემართად თქვენი უფლებების გასარკვევად. თუ ტოტალიზატორმა საბოლოოდ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე საბოლოოდ მაინც სასამართლოში მოგიწევთ ჩივილი და იურისტი ადვოკატი მაინც დაგჭირდებათ.

ბექა   21:35:07 2013-07-17  უპასუხე   
vovovo.ge მაგრად იყტუება და არ გირჩევთ ჩამოტანას მათი სერვისით, გეუბნებიან გადაფუთვას ვუკეთებთ სინამდვილეში კი არ აკეთებენ და უზარმაზარი ყუთით მოცულობითი წონით გართმევენ ფულს, 2 ერთნაირი ნივთში ერთმა გადმზიდმა 44 ლარი გადამხდევინა ხოლო vovovo.ge 101 ლარი. როდესაც მოვთხოვე რატომაა ასეთქო, "არ მაინტერესებს ეგ საკითხიო"
გიო   17:05:44 2013-07-29  უპასუხე   
მე ერთხელ მქონდა შეხება და არც მე წამოვედი ნასიამოვნები, საკმაოდ დიდი თანხა დამიჯდა გამოტანა, ამიტომ გადავედი უსა2გეორგიაზე

tamari   15:26:34 2013-06-11  უპასუხე   
მოგესალმებით,
მინდა მოგმართოთ ესეთი საკითხით.
ჩემი აზრით აუცილებელია შემოწმდეს სილამაზის სალონებში ჰიგიენური ნორმები
კერძოდ:უმრავლესობა მათგანში არ სტერილდება მანიკურ პედიკიურისთვის საჭირო ინსტრუნემტები,რაც დამეთანხმებით დიდ საფრთხეს შეიცავს ჩვენთვის, მომმხმარებლებისთვის
გთხოვთ გაითვალისწინოთ
თამარ, CSRDG   15:28:40 2013-06-11  უპასუხე   
თამარ ძალიან პრობლემატური საკითხია, თუმცა საქართველოში ვინ აკონტროლებს აღნიშნულ საკითხს ჩვენთვის უცნობია. გავარკვევთ.
irina   11:00:55 2014-08-21  უპასუხე   
სილამაზის სალონებთან დაკავშირებით მეც მაქვს საჩიცვარი და ზემოთ მოგწერეთ. გაარკვიეთ? ვინ აკონტროლებს მათ?

თამარ   12:21:12 2013-06-04  უპასუხე   
ქ.თერჯოლაში გვაქვს დიდი სახლი ,საკმაოდ გადატვირთულია ეზო და სახლიც რკინა-ბეტონით.თვითონ მიწა არის მცოცავი (ანუ ჩნდება ნახეთქები მიწაზე და სახლსაც უჩნდება ბზარები)ძალიან გთხოვთ მიმითითოთ რომელ სამსახურს მივმართო შემოწმების მიზნით რათა ვიცოდეთ როგორ გავამაგროთ ადგილი ,სახლი??? წინასწარ დიდი მადლობა!სპეციალისტების სფერო და მისამართი გვაინტერესებს
თამარ, CSRDG   12:10:41 2013-06-06  უპასუხე   
თამარ თქვენი პრობლემის ადრესატი არის გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნულ სააგენტოში არსებული გეოლოგიის სამმართველო. გეოლოგიის სამსახურის საკონტაქტო ნომერია 2439548

qeti   21:02:17 2013-06-02  უპასუხე   
ვცხოვრობ სამგორის დასახლებაში, წულიკიძის ქუჩაზე, ეს რამდენიმე დღეა ონკანის სასმელ წყალს აქვს აშკარად საგრძნობი სუნი (გუბისმაგვარი) და გემო. ეგებ, შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინოს რეაგირება, შეამოწმოს არის თუ არა ვარგისი ეს წყალი სასმელად.
თამარ, CSRDG   13:43:53 2013-06-03  უპასუხე   
ქეთი ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი: ლაბორატორიის წარმომადგენელი მოვა თქვენთან სახლში და აიღებს წყლის სინჯს, რომელიც შემოწმდება მიკრობიოლოგიაზე. თუ თანახმა იქნებით თქვენი საკონტაქტო მონაცემები დაგვჭირდება რომელზეც დაგირეკავთ ლაბორატორიის წარმომადგენელი და შეგითანხმებთ დროს. საკონტაქტი ინფორმაცია შეგიძლიათ მომწეროთ შემდეგ მისამართზე tamar@csrdg.ge

Mikhail Gogelia   14:36:36 2013-05-07  უპასუხე   
ავტობუსის გაჩერებებზე არსებულ ელექტრონულ ტაბლოებზე განთავსებულია ერთგვარი რეკლამა საოჯახო მოხმარების ნივთებისა და ელექტრო ღუმელების შეკეთების შესახებ. საინტერესოა შემიძლია თუ არა მეც განვათავსო მსგავსი, ჩემთვის საჭირო ინფორმაცია ამავე ტაბლოზე.
თამარ, CSRDG   15:38:13 2013-05-07  უპასუხე   
მიხეილ ელექტრო ტაბლოებზე და მუნიციპალურ ტრანსპორტში რეკლამის განთავსება ეკუთვნის კომპანია აუთდორჯის-ს. რაც შეეხება თქვენს მიერ მითითებულ რეკლამას ნივთების შეკეთების შესახებ სავარაუდოდ ტაბლოს ბოძზე მიკრული ფურცელზე იქნება განთავსებული და ამას სერვისის მფლობელი თვითონ მიაკრავდა. ჩვენ ვესაუბრეთ აუთდორჯი-ს წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა რომ შეგიძლიათ მათთან დაკავშირება და გასაუბრების შემდეგ შემოგთავაზებენ რეკლამის განთავსების საშუალებებს. მათი საკონტაქტო ნომრებია : 2916121 ან მობილური 577224224

გიორგი   01:37:28 2013-04-28  უპასუხე   
ვინც გადაწყვიტავთ რომ ერეკლეს ქუჩაზე კაფე кгб მოინახულოთ, რამე ისეთი არ მოითხოვოთ რაც მენიუში არ წერია. მაგალითად: შოკოლადიანი ბლინის მაგივრად მარტო ბლინი რომ მოვითხოვეთ, ანგარიშში ჩაწერეს ბლინი ნაყინით და შოკოლადითო (შესაბამისად ფასიც ორმაგი) გამოდის რომ მარტო ბლინი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ბლინი ნაყინით და შოკოლადით. გაპროტესტების შემთხვევაში პასუხს მიიღებთ: სპეც შეკვეთები ორმაგი ფასია, თქვენ უნდა გეკითხათ რა ღირს მარტო ბლინი, მარტო ბლინი არ ტარდება და ყველაზე ბომბი პასუხი, ჩვენთან ეგრეა გინდა გინდა, არ გინდა და ნუ გინდა ბლინ:))) ქართული მომსახურება, ყველაზე მაგარი მომსახურება მსოფლიოში:)))))

გარემოს დაცვის კავკასიის ბიუროს საქართველოს ოფისი   16:53:19 2013-04-24  უპასუხე   
ქ, ბათუმში საშინელი მომსახურებაავეტერინარული კლინიკებისა და ზოო მაღაზიებისაგან



Giorgi Chachanidze   12:27:54 2013-04-05  უპასუხე   
ნიტრატების საზომი ხელსაცყო მჩირდება და თუ ვინმეს აქვს გასაყიდი დამირეკეთ 558977788
გიორგი

ლაშა   11:30:23 2013-03-31  უპასუხე   
გამარჯობა, ვიმყოფებოდით "მირზაანში" (ვაჟაზე)
ხინკალი დააგვიანეს 1 საათით. გვაინტერესბს აქვს თუ არა მომხმარებელს ოფიციალურად შეკვეთაზე უარის თქმის უფლება?
ლია, CSRDG   06:27:58 2013-04-02  უპასუხე   
დიახ, გაქვთ. უნდა გააფრთხილოთ რესტორანი და მერე შეგიძლიათ გააუქმოთ შეკვეთა (იხ. საოქალაქო კოდექსის 405 მუხლი
ლაშა   10:35:47 2013-04-02  უპასუხე   
ხელშეკრულებაზე უარის თქმა როგორც მივხვდი ხდება
"ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში"_ის მიხედვით და ვადები როგორ დგინდება? 1სთ ჭირდება 20წთ თუ 2 დღე საჭმლის მომზადებას.
არსებობს თუ არა მაგალითად გაწერილი რესტორანის ვალდებულებები მომხმარებლის
მიმართ?
ბოდიში, იურიდიულ ფორმულირებას ვერ ვუკეთებ საკითხს. მადლობა წინასწარ
ლია, CSRDG   11:37:54 2013-04-02  უპასუხე   
ხელშეკრულების შესრულების ვადა ისაა, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი მოელის ასეთ პირობებში. ანუ დაახლოებით 30 წთ მაქსიმუმ.

არა, მომხმარებლის მიმართ არავითარი გაწერილი ვალდებულებები არ არსებობს. შარშან საერთოდ გააუქმეს მომხმარებელთა დაცვის კანონი. ეხლა ახლის შემუსავებას ვცდილობთ.

ლალი   12:10:39 2013-03-21  უპასუხე   
ფრთხილად იყავით get.ge მომსახურებით სარგებლობისას - გადაზიდვის თანხა საიტზე უწერიათ ევროებში ან დოლარებში, არადა გახდევინებენ ლარებში - გადაანგარიშებისას კი იმ კურსს იყენებენ, რაც მოეხასიათებათ. მაგალითად, მე გუშინ გამოვიტანე ამანათი და ევროები მიანგარიშეს 2.25 კურსით, არადა ევროს შესყიდვის კურსი ყველგან 2.19 ან ნაკლები იყო (ევროს გაყიდვის კურსი კიდევ უფრო დაბალი იყო, ცხადია).

Nino Chkhikvadze   17:14:39 2013-03-01  უპასუხე   
ვერ დაგეთანხმებით, მე ძალიან კმაყოფილი ვარ მათი მომსახურებით და შემდეგშიც როდესაც დამჭირდება სადმე გამგზავრება აუცილებლად მათ მივმართავ.
Nino Chkhikvadze   17:15:09 2013-03-01  უპასუხე   
კაპიტან+ ზე მაქვს საუბარი

Tamari   15:47:29 2012-12-08  უპასუხე   
გთხოვთ, შეამოწმოთ სანიტარული ნორმები სპორტ კომპლექს "არენა"-ს სატრენაჟორო დარბაზში. სამწუხარო ფაქტია რომ დარბაზში არ არის გაყვანილი ცენტრალური გათბობა, სავენტილაციო სისტემა მოშლილია, (როგორც თავად თანამშრომლები ხსნიან იმდენად კარგად მუშოაბს რომ დარბაზს ის აციებს) ამას გარდა, არაა სავენტილაციო სისტემა გასახდელებში და საპირფარეშოში, სადაც ბანაობის შემდეგ კონდენსატი გროვდება ჭერსა და კედლებზე. რაც იწვევს ობის სუნს. ამას გარდა მაინტერესბს როდის მოხდა ბოლოს ამ დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები.
levan   17:55:00 2013-02-21  უპასუხე   
მეც მაინტერესებს...

ziko   22:55:10 2012-11-10  უპასუხე   
ასტრა პარკი ყველამ კარგად იცით ხომ? კარტინგცენტრიც არა? ხოდა არასათანადოდ ნიავდება, გამონაბოლქვი გროვდება და არსად გაედინება დარბაზიდან და CO წამლავს ბავშვებს და რატომ ჰკიდია ეს ფაქტი ყველას ფეხებზე?! ეხლა არ მითხრათ თუ იწამლებით აბა რაღაზე დადიხართო (მაჭახელასი არ იყოს)
anunabukia   15:00:18 2013-06-30  უპასუხე   
იგივე ასტრა პარკში, მედიატურნირზე რამდენიმე ადამიანი დაზარალდა. მე მუხლის იოგა მაქვს დაჭიმული და დაჟეჟილობები მთელ სხეულზე. ფეხს ვერ ვხრი-ეს ყოველივე მხოლოდ იმიტომ, რომ ზედამხედველი არ იყო ადგილზე და ვერ მნახა. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს როგორც ვენტილაციის ისე უსაფრთხოების საკითხი.
ლია, CSRDG   09:25:30 2012-11-11  უპასუხე   
შევეცდებით გავზომოთ ნახშირჟანგის დონე. მადლობთ

ავთო   11:53:29 2012-11-03  უპასუხე   
კაპიტან+ არის ყველაზე ცუდი ტურისტული კომპანია რომელიც გეუბნება ერთს და დასასვენებლად ჩასვლის შემდეგ აღმოაჩენ რომ მოგატყუეს!!!!!!!!!!!!!!!!!!

nino   11:39:59 2012-09-15  უპასუხე   
ვიყიდე რკინის კარები, მაღაზიაში არ მმცეს სათნადო კონსულტაცია, გამოვიდა დაბალი. დამონრატებაში მივეცი 50 ლარი , სიგანეში ნგრევაში 30 ლარი, ჩემი მოთხოვნა გაითვალისწინეს და იმავე ფასში ახლა უკვე ჩემს სასურველ ზომებში მომიტანეს საწყობიდაბიდან ახალი კარები, დაამონთჯეს, კვლავ გადავიხადე მონტაჟისა და ზედა ნგრევის ფასი 60 ლარი. და აღმოჩნდა რომ კარები შიგნით რამდენიმე ადგილას არის ამოფუყული, მოძრაობს ჟეშტი ხელის დადებით. რა უნდა ვქნა არ ვიცი. ვერ გავიგე კვალიფიციური კონსულტაცია არ უნდა მომცენ მაღაზიაში? გაყიდვის მიზანი მოტყუებაა? პროდუქცია არ უნდა გასინჯონ? ვინ მომწერს პასუხს.
nino   15:47:54 2012-09-17  უპასუხე   
გამარჯობათ ლია, როგორც მოგვიანებით გავარკვიე კარების შეძენისას მომსახურეობაში შედის კარების ზომების აღება( რაც ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ და ჩემს მიერ აღებული ზომებითმოვედი) და სახლში უფასო მოტანა. დამონტაჯება ფასიანი იყო, მაგრამ მე მათი უყურადღებობით მომიწია მეორედ ხარჯების გაღება, აქვე გიგზავნით წერილს, რომელიც თბილისის ოფისს გავუგზავნე.
ლია, CSRDG   11:10:58 2012-09-17  უპასუხე   
ნინო, რომელ მაღაზიაზეა საუბარი?

ცოტა გაუგებარია, მონტაჟი ორჯერ რატომ მოხდა? აგრეთვე ვერ გავიგეთ, კარები შეიძინეთ და შემდეგ სხვას დაამონტაჟებინეთ? თუ კარების დაყენებს მომსახურება შეიძინეთ?

მომსახურების შეძენას ქართულ კანონმდებლობაში ნარდობის ხელშეკრულება ქვია. გირჩევთ გადახედოთ სამოქალაქო კოდექსის 629-656 მუხლებს.

mariami   01:39:51 2012-08-10  უპასუხე   
მოგესალმებით. ვიმყოფები ანაკლიაში, სასტუმრო "პალმ ბიჩში".ძალიან მინდა, გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები, რომელიც ერთი შეხედვით არაჩვეულებრივი იყო :) : სასტუმროში არ არის წყალი, (10 აგვისტო 1:30 წუთი)ჩაქრა შუქი,ნახევარ საათამდე სიბნელეში ვიჯექი და სანთელიც არ იყო. გენერატორიც არ მუშაობდა. სასტუმროში ისევე წვიმდა, როგორც გარეთ. ეხლაღა შევძელი ინტერნეტში შესვლა (როცა პერსონალი მიმტიკებდა რომ ინტერნეტი მთელს ანაკლიაში არ იყო. ბარი, რომელიც 24 საათი მუშაობს 1 საათზე აღარ მუშაობს. ამ ყველაფერში ვიხდი 110 ლარს. რეცეპციონისტი ლიკა გვიმტკიცებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია. გთხოვთ, გადაამოწმოთ სასტუმროს ვარსკვლავების საკითხი. წინასწარ დიდი მადლობა.
ლია, CSRDG   10:38:40 2012-08-10  უპასუხე   
შევეცდებით გავერკვეთ საკითხში და გიპასუხებთ
palm beach   22:47:59 2012-08-11  უპასუხე   
ქალბატონო ლია შევეცდები გაგარკვიოთ მარიამის მიერ აღნიშნულ სიტუაციაში, იმ ღამეს როცა მარიამი სასტუმროში იმყოფებოდა შუქი მთელს საქართველოში გამოირთო ძლიერი წვიმის გამო, გაითიშა ინტერნეტიც, ბარს რაც შეეხება ეს არის ღია ბარი მეოთხე სართულზე და წვიმის დროს რო ვეღარ იმუშავებდა ამას მარიამის ასაკში ადამიანი თვითონ ხვდება. დღესაც აქ იმყოფება სტუმარი იგივე კომპანიიდან საიდანაც მარიამი იყო და დღემდე იხდის ბოდიშს თავისი კოლეგის საქციელზე. მარიმს სამწუხაროდ ხასიათთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამას ჩვენი სასტუმრო ნამდვილად ვერ გადაჭრის. პატივისცემით Palm Beach- ის ადმინისტრაცია
Khatia   09:51:31 2013-04-24  უპასუხე   
თქვენი უხეში კომენტარის შემდეგ ნამდვილად არ ვისურვებდი და არც ვინმეს ვურჩევდი თქვენს სასტუმროში გაჩერებას. თქვენ კლიენტთან ურთიერთობის არანაირი ეთიკა არ გაგაჩნიათ.

მადლობა ადმინისტრაციას ამ საიტის შექმნისათვის..წინასწარ შეგვიძლია თავი დავიზღვიოთ მომსახურე უხეში პერსონალიისაგან რომლებიც იმის მაგივრად რომ სასიამოვნო გარემო შეუქმნან კლიენტებს, შეურაცხყოფაზე გადადიან.

ადმინისტრაციას და მენეჯერს მსგავსი კომენტარის გაკეთება არ ეპატიება იმისდა მიუხედავად კლიენტს ცუდი თუ კარგი ხასიათი აქვს


NatiaZ   10:47:55 2012-11-28  უპასუხე   
თქვენ მომხმარებელს ხასიათის თავისებურებების მიხედვით ემსახურებით? მომხმარებლის კარგი თუ ცუდი ხასიათი თქვენი განსასჯელი არ არის. როდესაც თქვენნაირი ძვირადღირებული სასტუმრო მომხმარებლის მოლოდინს ვერ ამართლებს, მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს მისი ბრალეულობით მოხდა, თუ ძლიერი წვიმის. რაც შეეხება დანარჩენს, შეგიძლიათ გადახედოთ აკადემიურ ლიტერატურას მომხმარებელთა ქცევის შესახებ და გაოცდებით, როცა წაიკითხავთ, როგორია პრობლემურ (თქვენი სიტყვებით უხასიათო) მომხმარებელთან ურთიერთობის ხერხები, რადგან თქვენი გამოხმაურებიდან გამომდინარე მეეჭვება მარკეტინგის დარგში, კერძოდ მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში, პროფესიული განათლება გქონდეთ მიღებული.

თაკო   02:50:47 2012-08-04  უპასუხე   
გამარჯობა. დღეს მეგობრებთან ერთად ვიყავი მაჭახელაში შარდენთან როა მოედანზე იქ. ზუსტად ნახევარი საათი შეიძლება მეტიც ველოდეთ და მიმტანს 3ჯერ ვუთხარით მაგიდა აელაგებინა მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. გვერდით უცხოელები გვეჯდნენ და როცა წავიდნენ იქ გადავჯექით რადგან იქ ნაკლებად ასალაგებელი იყო და თვითონ გადავალაგეთ იქითა მაგიდაზე და გადავწმინდეთ. 2წუთში მოვიდა მიმტანი და აგვაყენა დაჯავშნილია ეს ადგილიო როცა ვუთხარით იქნებ მოგვაქციოთ ყურადგება კაი აგვაყენეთ კაი და ჩვენ თვითონ რო ვალაგებთ მაგიდას სად ხართ ამდენი ხანითქო ხმას აუწია და რა თქმა უნდა იგივე მიიღო. ჩავედით მენეჯერთან და მისი პასუხი იყო მე თვითონ დავჯავშნე ეგ მაგიდა და რა ვიცი რატო აუწია ხმასო და თავისი საქმე გააგრძელა გვაგრძნობინა რომ არ აინტერესებდა არაფერი. მაინტერესებს როდემდე უნდა შეილახოს მომხმარებლის უფლებები და საერთოდ ვის უნდა მივმართოთ რატომ არაა არავინ რომ გააკონტროლოს მომსახურეობის დონე.
ლია, CSRDG   12:50:26 2012-08-06  უპასუხე   
თაკო, რატომ გაჩერდით კაფეში, რომელიც უხეშად და უნიათოდ გემსახურებოდათ? რატომ არ გამოხვედით და არ მიაკითხეთ სხვა კაფეს, სადაც უკეთესი მომსახურებაა?
თაკო   12:58:23 2012-08-06  უპასუხე   
არა გამოვედით რა თქმა უნდა მაგრამ ეგაა საშინელება რომ არც მენეჯერს და არც არავის არ აინტერესებდა ჩვენი პრობლემა. არაა საქართველოში არაფერი მასეთ სიტუაციებს რომ აკონტროლებდეს? მენეჯერის რეაქციაც იმაზე მეტყველებდა რომ არ აინტერესებდა ჩვენ წამოვიდოდით თუ არა რადგან ისედაც ბევრი კლიენტი ყავთ ადგილმდებარეობის გამო
ლია, CSRDG   13:16:56 2012-08-06  უპასუხე   
მომსახურების ხარისხზე კონტროლი არ არსებობს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში. მომსახურების მაღალი ხარისხის ქონას მეწარმეს აიძულებს:
1. თავმოყვარე და მომთხოვნი მომხმარებელი;
2. კონკურენცია.

მეწარმე, რომელსაც კლიენტის შენარჩუნება არ აინტერესებს, ან მონოპოლისტია, ან გიჟი.
თაკო   13:28:31 2012-08-06  უპასუხე   
ხო ეგაა ზუსტად ისეთ ადგილზეა ბევრი კლიენტი ყავთ და არ აინტერესებთ. ტურისტებს ჩვენი კულტურის ნაწილი გონიათ ალბათ აულაგებელ მაგიდებთან ჯდომა და ჩვენ აღარც შევალთ მანდ არასდროს. მადლობა გამოხმაურებისთვის :)

ia   22:14:18 2012-06-05  უპასუხე   
მაინტერესებს ვინ ამოწმებს ბენზინ-სადგურებს და ვინ აგებს პასუხს იმაზე თუ რამდენად შეესაბამება ჩასხმული ბენზინი მითითებულ მარკას (ოქტანობას), რადგან მანქანის გაუმართაობის მაჩვენებელი- პანელზე ანთებული "CHECK" -ის კომპიუტერზე შემოწმების შემდეგ პასუხი შემდეგია: არის ცუდი ბენზინის ბრალი, მუდმივად ვასხავ მხოლოდ ე.წ. პრემიუმს.

tamuna   16:40:57 2012-05-25  უპასუხე   
მოგესალმებით ქალბატონო ლია,ძალიან მომწონს თქვნი საიტი და საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ მას,ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვგებულობ თქვენი დახმარებით,დიდი მადლობა რომ ასე გულმოდგინედ ეხმაურებით ყველა ჩვენს შეკითხვას. თუ შეგიძლიათ დამეხმარეოთ ერთ საკითხში: მინდა გავყიდო ბინა(კერძო სახლი დიდი ეზოთი)მაგრამ ვერ დავადგინე გასაყიდი ფასი,მივმართე მაკლერებს,მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად აფასებს,იმით სარგებლობენ რომ შეფასებაში იღებენ თანხას და სინამდვილეში არაკომპეტენტურები არიან.წესით ხომ უნდა იყოს დადგენილი ფასი სახლის(მიწის) მდებარეობისა და კვადრატულობის მიხედვით,თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ რომელ დაწესებულებას მივმართო ჩემი ბინის(მიწის) ფასის დასადგენად.დიდი მადლობა წინასწარ.

tamuna   19:38:38 2012-02-28  უპასუხე   
მოგესალმებით. იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო,უკვე დიდი ხანია სახლში გაზის კალონგას გასდის და საშინელი სუნია აბაზანაში,გამოვიძახეთ ხელოსანი და არაფერი გაუკეთებია,ახლაც დავრეკეთ საავარიოში და არანაირი ზომების მიგებას არ აპირებენ ,შუა ლაპარაკის დროს დაგვიკიდეს კურმილი.იქნებ მირჩოთ რა დაწესებულებას მივმართო ამ პრობლემის მოსაგვარებლად.დიდი მადლობა წინასწარ
თამარ, CSRDG   12:01:25 2012-02-29  უპასუხე   
თამუნა დავრეკეთ თბილისის მერიაში, სადაც მიმდინარეობს პროგრამა ”უსაფრთხო ზამთარი” მათ აგვიხსნენს, რომ თუ მომხმარებელმა ზუსტად იცის, რომ გაზის კალონკაა გაფუჭებული აუცილებლად უნდა გამოიძახოთ გაზის კერძო ხელოსანი. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ გაზის სუნის მიზეზი შეიძება არა კალონკა არამედ სხვა რამე იყოს, ამ შემთხვევაში მიმართავთ მერიას ნომერზე 272 22 22 ან ყაზტრანსგაზ-თბილისის საავარიო სამსახურს ნომერზე 114, საიდანაც გამოგიგზავნიან სპეციალისტებს, რომლებიც დაადგენენ გაზის სუნის რეალურ მიზეზს, მაგრამ არცერთის კომპეტენციაში არ შედის გაფუჭებული კალონკის შეკეთება.
კერძო ხელოსანთან დაკავშირებით ინტერნეტში ეს საიტი მოვძებნეთ, იქნებ გამოგადგეთ

გიორგი   09:27:49 2012-02-12  უპასუხე   
სითი-პარკის ოპერატორები ჯარიმის ქვითრებს არ დებენ საქარე მინაზე და ამის დასტურად სურათს არ იღებენ, თუმცა ქვითარში წერია, რომ ქვითრის ჩაბარების ფორმაა საქარე მინაზე დამგრება. ეს იწვევს იმას, რომ თუ გამოგრჩა საფასურის გადახდის ვადა, ოპერატორები ყოველდღე გაჯარიმებენ და შენ ამას აღმოაჩენ მხოლოდ ჯარიმის ქვითრის ფოსტით მიღების შემდეგ ან რომ გაგახსენდება საფასურის გადახდის ვადა და თვითონ ამოწმებ სითი-პარკის საიტზე. პრეტენზიის წარდგენის შემდეგ კი თანამშრომელი გეუბნება, რომ პროგრამა არ იძლევა ამის საშუალებას(?!). ალბათ ბევრს მოსვლია ასე და კომპანია კი ფულს აკეთებს, ოპერატორები დაჯარიმების გეგმას ასრულებენ და ერთადერთი მომხმარებელიაგებს!

mariami   11:14:01 2010-06-13  უპასუხე   
მე ასევე მაინტერესებს შემდეგი -
დავბრონე აირზენას ბილეთები. გაფრენა აგვისტოს შუა რიცხვებში. მითხრეს, რომ გამოსყიდვის ვადა არის გაფრენამდე 10 დღით ადრე. ახლა მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ უნდა შევიძინო ბილეთები, თორემ გამიუქმებენ. რა საშინელებაა??? ვთქვათ გავედი ამ პერიოდში ქალაქიდან, ან ბიუჯეტი არ მაძლევს საშუალებას რომ ეხლა შევიძინო ეს ბილეთი (ყოველ დღე ხომ არ გვიდევს სასურველი თანხა ჯიბეში)? შეიძლება რამენაირად ამის გარკვევა? ისე ფუთავენ ყველაფერს, როგორც თვითონ აწყობთ და ჩვენ რა დავაშავეთ მომხმარებლებმა????
ლია, CSRDG   03:04:53 2010-06-14  უპასუხე   
მარიამ,
რაში მდგომარეობდა "დაბრონვა"? რა დოკუმენტი მოგცათ აირზენამ?
მარიამი   15:10:30 2010-06-15  უპასუხე   
არანაირი დიკუმენტი. თურისტული სააგენტო ბრონავს და გეუბნება ბილეტის გამოსკიდვის ვადას.
ლია, CSRDG   00:47:34 2010-06-16  უპასუხე   
ხოოო, ვერაა მაშინ კარგად საქმე. ჩავიხედავ, იქნებ რამე კანონი მაინც არეგულირებს ამ საკითხს...
mariami   04:07:12 2010-06-18  უპასუხე   
არის მხოლოდ ელექტრონული ბრონი, რომელიც მეილზე გამომიგზავნეს. შველის რამეს?

ეკა ურუშაძე   06:11:20 2010-06-11  უპასუხე   
დავიცვათ მამომხარებელთა უფლებები - სად არის ის შეპირებული მაღალი მომსახურების ხარისხი, რაც შევიძინეთ კომპანია Cultur Ge -საგან?

პირწიგნაკში ნანახი საქართველოს ლამაზი კუთხეების სურათებით მოხიბლულებმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა (http://csrdg.ge/) მივმართეთ კომპანია Cultur Ge –ს და 5 ივნისს წავედით ერთ დღიან ტურში_ ანანური, ქვემო მლეთა, სტეფანწმინდა, ყაზბეგი, გერგეტის სამება, დარიალის ხეობა. სამწუხაროდ, ძალიან უკმაყოფილო დავრჩით კომპანიის მომსახურების ხარისხით.

მინდა, კეთილი რჩევა მოგცეთ მათ, ვინც გადაწყვიტავთ, ისარგებლოთ Cultur Ge -ს მომსახურებით. გაითვალისწინეთ ჩვენი გამოცდილება და წინასწარ კარგად გადაამოწმეთ მომსახურება, რომლის ყიდვასაც აპირებთ ამ კომპანიისაგან. სასურველია, ყველა შეთანხმება გაამყაროთ ხელშეკრულებით, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თითოეული მხარის ვალდებულებები. ვშიშობ, ჩვენსავით უკმაყოფილო არ დარჩეთ მომსახურების დაბალი ხარისხით. ჩვენ მათი ერთდღიანი მომსახურების ფარგლებში ხელში შეგვრჩა: კომპანიისაგან დროში სრულიად გაუთვლელი, არაორგანიზებული მარშრუტი, რამაც შედეგად 4 დაპირებული ადგილის ნაცვლად მხოლოდ 2 - ის ნახვის საშუალება მოგვცა, არაკვალიფიციური გიდი, რომელიც გზაზე მეცადინეობდა იმ 10 წუთიან ტექსტს, რითაც მთელი დღის მანძილზე წარსდგა ჯგუფის წინაშე, და რომელსაც იმ "მზა ტექსტის" მიღმა არაფერზე არ ჰქონდა განსაზღვრული და სწორი პასუხი და საერთოდაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ პირველად ცდილობდა გიდის ფუნქციის მორგებას საკუთარ თავზე, გაუზრდელი, თავხედი მძღოლი, რომელიც არანაირად არ იყო მომართული კლიენტის მომსახურებაზე და რომელიც აშკარა პროვოცირებას ახდენდა ფიზიკური შეურაცხყოფის დონეზე მომხდარიყო მასთან ანგარიშსწორება, გაუმართავი სამარშრუტო ტაქსი/მანქანა, რომელიც ძლივს ახერხებდა ოდნავი აღმართის დაძლევასაც კი. აქ არ შემიძლია, არ ავღნიშნო ადამიანი, რომელსაც ასევე იმავე კომპანიის სახელით ევალებოდა ჩვენი ჯგუფის პიკნიკის ორგანიზებაში ხელშეწყობა, ეს ადამიანი კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან ერთადერთი იყო, ვინც სრულიად უხმოდ, გულიანად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას და რამდენადაც შეეძლო, გვითანაგრძნობდა, რომ ჩვენთვის მოულოდნელად ასეთ გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

ჩვენს პრეტენზიებზე, რომ მარშრუტთან დაკავშირებული სხვადასხვა შეპირებული მოთხოვნა შეესრულებინათ, შედეგი არ გამოიღო, პასუხისმგებლობას თავზე არ იღებდა კომპანიის არცერთი წარმომადგენელი - გიდი, მძღოლი და კვებაზე მიმაგრებული ადამიანი. როგორც გაირკვა, საერთოდაც პირველად ხედავდნენ ერთმანეთს. თუმცაღა ჩვენთვის ისინი, რა თქმა უნდა, კომპანიის სახეს წარმოადგენდნენ. გზიდან ჩვენმა არაერთჯერადმა საუბარმა თბილისში მჯდომ კომპანიის წარმომადგენელთან, რომელთანაც შედგა ჩვენი ძირითადი მოლაპარაკება და წინასწარ შეთანხმდა მარშრუტთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი დეტალი, შედეგი არ გამოიღო. გიდი, მძღოლი და კომპანიის წარმომადგენელი თბილისიდან სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, ერთმანეთში არკვევდნენ, - ვინ, ვის, რა და როგორი შეთანხმება დაუდო და ა.შ.

ერთადერთი, რამაც მოგვცა ძალა, რომ მიუხედავად Mმთელი რიგი მოულოდნელი "სიურპრიზებისა", ბოლომდე ღირსეულად შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე და მაინც საოცარი სიამოვნება მიგვეღო ემოციურად ასეთი დატვირთული დღისაგან, იყო ის საოცრად დიდებული ადგილი, სადაც ვიმყოფებოდით – ყაზბეგი, გერგეტის წმინდა სამება.., ეს მართლაც ის ადგილია, სადაც “წირვა არწივთა ფეხქვეშ აღევლინება” და ამას ყველა იქ ასული ადამიანი საკუთარი თვალით ხედავს... ყველამ უნდა შეეცადოს, შეძლოს, ნახოს და მოილოცოს ეს განსაკუთრებულად მადლიანი ადგილი...

ასეთი ტურების ორგანიზების საშუალება კი საკუთარი ძალებითაც და სხვა კომპანიების დახმარებითაც ძნელი ნამდვილად არ არის...
კიდევ ბევრი დეტალების გახსენება შეიძლება ყაზბეგში ჩვენს გასეირნებასთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ, მოკლედ გადმოცემული ჩვენი შთაბეჭდილებებიც, საკმარის წარმოდგენას შეგიქმნით ხსენებული კომპანიის სერვისზე.

ჩვენ ყველანი დაშვებულ შეცდომებზე ვსწავლობთ... კარგი იქნება, თუ კომპანია Cultur Ge სამომავლოდ სერიოზულ ყურადღებას დაუთმობს კომპანიის მენეჯმენტს, გაუფრთხილდება საკუთარ სახელს და იმიჯს. მსგავსი შინაარსის კომპანიის ძირითადი ორიენტირი ხომ საზოგადოებისათვის შეთავაზებული მომსახურების მაღალი ხარისხი და კმაყოფილი კლიენტი უნდა იყოს.

დროა, ვისწავლოთ მომხმარებელთან ურთიერთობა!..





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge