ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

ფრთხილად, გარანტია!
გარანტია, ელექტროსაქონელი,

საახალწლოდ ყველას გვიხარია ახალი ნივთის შეძენა. ხშირად ეს არის ელექტროსაქონელი: ტელეფონი, ტელევიზორი, ნოუთბუქი, ან სულაც ელექტროჩაიდანი. ამ ნივთებს ხშირად მოჰყვება ე.წ. "საგარანტიო ფურცელი", რომელსაც ჩვენ ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ, მაშინაც კი, როცა მასზე ხელს გვაწერინებენ.

არადა ეს არის ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა პირობებით ვიძენთ ჩვენ ამ ნივთს. სამწუხაროდ ეს ხელშეკრულებები  ჩვენს უფლებებს ხშირად ძალზე მნიშვნელოვნად ზღუდავს.

დაბეჯითებით მოგიწოდებთ: გულდასმით წაიკითხეთ საგარანტიო ფურცელი და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ, შეიძენთ თუ არა ნივთს!

გაითვალისწინეთ: მანამ, სანამ რაიმე ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:

  1. თუ ნივთს ნაკლი აღმოაჩნდა, მოსთხოვოთ მაღაზიას დაიბრუნოს, გამოცვალოს ან შეაკეთოს იგი.
  2. ეს უფლება თქვენ გაქვთ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომლის განმავლობაში ამ ტიპის ნივთები ჩვეულებრივ შეუფერხებლად მუშაობს, ან თუკი გამყიდველმა ვარგისიანობის ვადა დაადგინა - ამ ვადის განმავლობაში.
  3. ნივთის გამოცვლა-დაბრუნების  ყველა ხარჯი, მათ შორის ტრანსპორტირების, საკომპლექტაციო ნაწილების თუ სხვა უნდა გაიღოს მაღაზიამ.
  4. ნივთის ნაკლი არ ნიშნავს მხოლოდ "ქარხნულ წუნს", არამედ:
    1. ნებისმიერ ნაკლოვანებას, რომლის გამოც ნივთი არ არის ვარგისი მისი ჩვეულებრივი სარგებლობისთვის, ან
    2. თუ იგი არ არის იმ ხარისხის, რომელშიც ყიდვისას დაგარწმუნეს, ან
    3. თუ მას რაიმე ნაწილი აკლია.

მაგრამ ეს უფლებები ხელშეკულებით შეიძლება შეიზღუდოს!

სწორედ ასეთი ხელშეკრულებაა ხშირად ე.წ. "საგარანტიო ფურცელი", რომელზეც თქვენ ნივთის შეძენისას ხელს გაწერინებენ.

დაბეჯითებით გირჩევთ: ნუ მოაწერთ ხელს ხელშეკულებას, თუკი ამ ხელშეკრულებით:

  • ნაკლის მქონე ნივთის გამოცვლის ვადა იზღუდება (ხშირად 3-10 დღემდე);
  • გამოცვლის ან შეკეთების ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ ნივთზე, რომელსაც "ქარხნული წუნი" ან "ქარხნული დეფექტი" აღმოაჩნდა - დაინტერესებული მხარე ყოველთვის დაამტკიცებს რომ ნაკლი არ არის "ქარხნული", თქვენ კი საწინააღმდეგოს დამტკიცებას ვერ შეძლებთ.
  • ნაკლის გამოსწორების ხარჯები ნაწილობრივ გადადის მყიდველზე (მაგალითად, ტრანსპორტირების, ან გამოსაცვლელი ნაწილის შეძენის).

აქ მოგვყავს მომხმარებლების მიერ მოწოდებული, ქართული მაღაზიების მიერ გაცემული საგარანტიო ფურცლები, რომელიც სწორედ ასეთ, მომხმარებლის უფლებების შემზღუდავ დებულებებს შეიცავს. სამწუხაროდ, ყველა ეს მომხმარებელი დაზარალდა.

ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას!

მომზადდა მომხმარებელთა დაცვის კანონი, რომელიც ამგვარ ხელშეკრულებებს ბათილად გამოაცხადებს. მაგრამ ის ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამიტომ მომხმარებლები ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ უნებლიედ ჩვენი უფლებების შემზღუდავ ხელშეკრულებებს არ მოვაწეროთ ხელი!




print version
11:36:19 2013-12-15

კომენტარის დამატება

მირიანი   12:48:50 2017-09-14  უპასუხე   
გამარჯობა. ზუმერში ვიყიდე ტელეფონი, რომელსაც აქვს სამწლიანი გარანტია მომსახურებაზე (არა ნაწილებზე). ტელეფონს გაუჩნდა ხარვეზები, კერძოდ: თვითონ შედიოდა გარკვეულ აპლიკაციებში, შემომავალ ზარებს ვერ ვპასუხობდი და ეკრანზე გაჩნდა ორი ყვითელი ლაქა. მივედი ზუმერში, იმათ ტელეფონი გადააგზავნეს ტექნოლაინში, სადაც ტელეფონი უდევთ უკვე თვენახევარზე მეტია და ყოველ დარეკვაზე მეუბნებიან, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს იქნება მზად. თან შეთანხმებული ვართ, რომ 100 ლარი უნდა გადავიხადო ეკრანის გამოცვლაში, მაგრამ მაინც აკეთებენ. თუ შეიძლება ასეთ შემთხვევაში ვინმეს მივმართო, რომ დააჩქარონ? გარდა ამისა, ტელეფონს ჩემს საქმიანობაში ვიყენებდი და მის გარეშე თითქმის ვეღარაფერს ვაკეთებ.
თამარ, CSRDG   13:12:15 2017-09-15  უპასუხე   
მირიან თუ არ შეწუხდებით საგარანტიო ხელშეკრულების ფოტო ან დასკანერებული ვერსია იქნებ გამოგვიგზავნთ ან აქვე ან ფოსტაზე tamar@csrdg.ge

z   16:08:31 2016-12-16  უპასუხე   
ელიტ ელექტრონიქსში ვიყიდე ტელეფონი 1500ლარი 3წელი გარანტია
28 დღეს გაითიშა კამერა და განათება, მივიტანე და მითხრეს რომ პლატა აქვს გამოსაცვლელი და შეუკვეთეს ყველა ნაწილი და მითხრეს 2-3 კვირა უნდა

5 დღეში (21.12.2016) იქნება უკვე 1 თვე რაც დავტოვე ტელეფონი თუ 5 დღეში არ მომცეს ტელეფონი შემიძლია თუ არა რომ მოვითხოვო შეცვლა ? ან თუ გადაცდა 21 რიცხვს ?

ვის მივმართო ამ შემთხვევაში რომ შემიცვალონ ან შეასრულონ ვალდებულებები ?

Lado Kvaratskhelia   15:10:56 2016-09-26  უპასუხე   
გამარჯობათ !
24 სექტემბერს დომინოში შევიძინე ინსტრუმენტი მრავალფუნქიური ე.წ (ბალგარკა) რომელიც არ გამომადგა რადგან აგმოჩნდა სუსტი იმ საქმისტვის რისთვისაც მჭირდებოდა არა და ყიდვისას დეტალურად გამოვკიტხე კონსუტანტი და მირჩია სწორედ ეს მოდელი, თან დავაზუსტე თუ შევძლებდი უკან დაბდაბრუნებას თუ არ გამომადგებოდა, მითხრეს რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, გასინჯეთ შეამოწმეთო 14 დღის განმავლობაში. რომელიც ჩეკზეც ნათლადაა მითითებული(გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში), სახლსჰი რომ მოვიტანე ვამუშავე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და რომ შევატყვე ჩემთვის გამოუსადეგარი იყო გადავწყვიტე უკან დამებრუნებინა ან გადამეცვალა სხვა მოდელში.საერთოდ არ ემჩნევა მოხმარების კვალი. 26 სექტემბერს მივუტანე უკან და აგარ დაიბრუნეს, გამომიშვეს უარით, მოიმიზეზეს რადგან ჩავრთე და იმუშავა 10 წუთის მანძილზე ვერ დავიბრუნებთო, გთხოვთ დაინტერესდეთ ამ საკითხით , როდემდე შეიძლება მუდამ მომხმარებლები ვზარალდებოდეთ. (იხილეთ თანდართული ფაილები)

lado   15:00:35 2016-09-26  უპასუხე   
გამარჯობათ !
24 სექტემბერს დომინოში შევიძინე ინსტრუმენტი მრავალფუნქციური ე.წ (ბალგარკა) რომელიც არ გამომადგა რადგან აღმოჩნდა სუსტი იმ საქმისთვის რისთვისაც მჭირდებოდა არა და ყიდვისას დეტალურად გამოვკითხე კონსუტანტი და მირჩია სწორედ ეს მოდელი, თან დავაზუსტე თუ შევძლებდი უკან დაბდაბრუნებას თუ არ გამომადგებოდა, მითხრეს რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, გასინჯეთ შეამოწმეთო 14 დღის განმავლობაში შეძლებთ უკან უპრობლემოდ დაბრუნებასო. რომელიც ჩეკზეც ნათლადაა მითითებული(გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში), სახლში რომ მოვიტანე ვამუშავე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და რომ შევატყვე ჩემთვის გამოუსადეგარი იყო გადავწყვიტე უკან დამებრუნებინა ან გადამეცვალა სხვა მოდელში.საერთოდ არ ემჩნევა მოხმარების კვალი. 26 სექტემბერს მივუტანე უკან და აგარ დაიბრუნეს, გამომიშვეს უარით, მოიმიზეზეს რადგან ჩავრთე და იმუშავა 10 წუთის მანძილზე ვერ დავიბრუნებთო, გთხოვთ დაინტერესდეთ ამ საკითხით , როდემდე შეიძლება მუდამ მომხმარებლები ვზარალდებოდეთ. (იხილეთ თანდართული ფაილები)

მაია   11:16:50 2016-06-30  უპასუხე   
მოგესალმებით! მაღაზია ( სმაილში ) შეძენილ სონის ტელევიზორს 2148 ლარიანს 2 კვირაში დაკიდებულ მდგომარეობა აღმოაჩნდა ხარვეზი ჩვენების პროცესში , 2 ვერტიკალური წითელი ხაზი გვარდებზე დახმარებისთვის მივმართე მაღაზიას გასასწორებლად , იქედან კი პირდაპირ სერვისში გამიშეს , სადაც ტელევიზორის დატოვება მომთხოვეს .დავტოვე კიდეც , შეამოწმეს , მიუთითეს კარგი მდგომარეობა (არსებობს აღნიშნულის ოფიციალური დამადასტურებელი აქტი, ასეევე შეუძლიათ იმ დღის ვიდეო მასალას გადახედოდ, როცა ნივთი ჩავაბარა სერვისში) , ტელევიზორი მუშაობდა , დააფიქსირეს მხოლოდ ის მიზეზი რის გამოც მივიტანე სერვისში . ვინ წარმოიდგენდა ამხელა პრობლემების წინაშე თუ დავდგებოდი , იმის მაგივრად რომ სრულყოფილი მომსახურება გაეწიათ , ნივთი უფრო დამიზიანეს , შესამოწმბლად მისულმა სრულიად უფუნქციო მდგომარეობაში ვნახე ჩემი დატოვებული ტელევიზორი.... ამის შემდგომ კიდევ ის იკადრეს, რომ მომხმარებს მაბრალებენ აღნიშნულ ვითარებას...რის გამოც არც მიკეთებენ და არც მიცვლიან ტელევიზორს ახლით. ცდილობენ ჩემს სრულ დაზარალებას , საკმაოდ მომადგა ფინანსრული და მორალური ზიანი. მივმართე მაღაზიას ქ. ქუთაისში , საიდანაც შევიძინე აღნიშნული ტელევიზორი ,არის სრულიად უყურადღებო, უგულო და გამაღიზიანებელი დამოკიდებულება....მომსახურე სერვის ცენტრი და მაღაზია იჩენს ჩემს, როგორც მომხმარებლის უფლებების სრულად დარღვევას... გთოხვთ გაეცნოთ აღნიშნულ ინფორმაციას და შემეხმიანოთ თუ შეგიძლიათ ჩემი დახმარება ?
თამარ, CSRDG   14:00:24 2016-06-30  უპასუხე   
და არ გაკეთების მიზეზად რას ასახელებს სერვის ცენტრი?
მაია   12:17:07 2016-07-11  უპასუხე   
ქ. თამარ იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ შესაბამისი ნომერი მომხმარებელთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციის , ვრეკავ ცხელ ხაზზე რაც თქვენ საიტზე არის მითითებული და ვხვდები სხვაგან...თქვენთან მითითებული ცხელიხაზის ნომერი არასწორია... გთხოვთ დამეხმაროთ ნომრის დაზუსტებაში
თამარ, CSRDG   12:34:59 2016-07-11  უპასუხე   
მაია იურისტს სჭირდება საგარანტიო ხელშეკრულების ნახვა და ასევე სერვის ცენტრში რომ დატოვეთ სადაც ტელევიზორის მდგომარეობაა დაფიქსირებული ის დოკუმენტიც. იქნებ დაასკანეროთ ან სურათი გადაუღოთ ორივე დოკუმენტს და ან აქვე ატვირთეთ ან ელ-ფოსტაზე გადმომიგზავნეთ tamar@csrdg.ge
მაია   14:05:16 2016-06-30  უპასუხე   
მექანიკური ანუ ფიზიკური დაზიანების გამო ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო პირობებსო, აღნიშნული დაზიანება შეიძლება გამოეწვია მათ შეხედულებით დაკიდების პროცესს...ან სხვა
მაია   14:46:16 2016-06-30  უპასუხე   
გთხოვთ დამეხმაროთ... ვეცადე მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაციას დავკავშირებოდი სოციალურ ქსელში , რომ ჩემთვის იქნებ გამოეყოთ ადვოკატი აღნიშნულ საკითხში ვინც გამიწევდა დახმარებას საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესზე , მაგრამ არ მომწერეს პასუხი....
დიდი თხოვნით იქნებ როგორმე გამიწიოთ დახმარება

Zviadi   16:34:01 2013-12-20  უპასუხე   
მყიდველმა თუ არ მოაწერა ისე როგორ იყიდის ამ საქონელს? ანუ თუ არ დაეთანხმა, სხვა რა გზა აქვს - თუ სხვა მარაზიებიც ასე იხსნიან ვალდებულებებს??

ლევანი   07:46:17 2013-12-16  უპასუხე   
ეგ იმიტომ რომ მეორად საქონელს ყიდიან შეკეთებულს და მაგიტომაა 5 დღის მეტი გარანტიას რომ ვერ იძლევიან


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge