ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy s3
საოჯახო ტექნიკა, ელექტროსაქონელი,

2013 წლის 10 ივლისს ფეისბუქის გვერდზე მომხარებელმა კომენტარი დაგვიტოვა და დახმარება გვთხოვა.

საკითხში გასარკვევად მომხარებელს ჩვენი იურისტი, ანა პარანიჩევა დაუკავშირდა. გასაუბრების შემდეგ გადაწყდა მაღაზიაში ოფიციალური განცხადების გაგზავნა, სადაც, მომხარებლის უფლებებთან ერთად, მოთხოვნილი იყო დაზიანებული ტელეფონის ახლით შეცვლა. შემდგომი მოვლენები ასე განვითარდა: ელიტ-ელექტრონიქსმა დაზიანებული ტელეფონი გადააგზავნა "სამსუნგის" წარმომადგენლობაში, სადაც ტელეფონი შეაკეთეს და უკან დაუბრუნეს მაღაზიას. მაღაზიამ შეკეთებული ტელეფონის წაღება შესთავაზა  მომხარებელს, რომელმაც კვლავ კატეგორიული უარი განაცხადდა.  გაირკვა ისიც, რომ "სამსუნგის" წარმომედგენლობა თანახმა იყო ქარხნული წუნის მქონე ტელეფონი ახლით შეეცვალა, რაზეც გამყიდველი მაღაზია ამბობდა უარს. საბოლოოდ მომხარებელს მისცეს ახალი ტელეფონი.




print version
12:26:15 2013-09-19

კომენტარის დამატება

ირაკლი   02:28:19 2015-12-29  უპასუხე   
ოღონდ გაყიდონ და რას არ კადრულობენ

ana   10:17:03 2014-09-09  უპასუხე   
გამარჯობათ!
გორის გალაქსის მაღაზიაში შევიძინე htc one.კონსულტანტმა გვითხრა რომ ეს იყო htc one m8.მაგრამ აღმოჩნდა რო ეს არის m7.მეორე პრობლემა რაც ტელეფონს აღმოაჩნდა ეს არის რომ ეკრანი დაიფხაჭნა ხელჩანთაში ყველანაირი მყარი და მაგარი ნივთის ზემოქმედების გარეშე.კონსულტანტმა ყველანაირი გარანტია მოგვცა რომ არ დაიფხაჭნებოდა ეკრანი და არ დაგვაკვრევინა ცელოფანი მაგრამ ერთ კვირაში საკმაოდ დაიკაწრა მირჩიეთ რამე რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში.კონსულტანტი უარყოფს რომ არ უთქვია რომ არ დაიკაწრებოდა.მადლობა ყურადღებისთვის!
თამარ, CSRDG   12:08:35 2014-09-10  უპასუხე   
ანა დაუკავშირდით ამ ორგანიზაციას ჩვენი სახელით და იქ დაგეხმარებიან იურისტები უფასოდ

ნიკა   03:49:04 2014-08-14  უპასუხე   
გამარჯობათ.ელიტ ელეკტონიკსში შეძენილი მაქვს ბლენდერი.გორენიეს ფირმის. გარანტია აქვს 3 წელი. (იხილეტ 1 ფაილი ) დაუზიანდა მანჟეტი ( სალნიკი ) საიდანაც აპარებს სითხეს. მივმართე შესაბამის სერვის ცენტრს ,იქ კი განმიცხადეს რომ .ვერ შეაკეთებდნენ და ცალკე დანა უნდა შემეძინა (მანჟეტთან ერთად) რომლის ღირებულებაა- 45 ლარი. თან მეუბნევიან სავალდებულოა ყიდვაო :):) გიგზავნით მათ მერ გამოგზავნილ სმს. გთხოვთ მიპასუხოთ როგორ მოვიქცე.
sms.pdf
თამარ, CSRDG   19:34:02 2014-08-14  უპასუხე   
ნიკა მიმართეთ ამ ორგანიზაციას და ისინი გაგიწევენ იურიდიულ კონსულტაციას უფასოდ

თამარ ღანიაშვილი   1  17:17:25 2014-02-18  უპასუხე   
გამარჯობათ,
14 თებერვალს სამსუნგის მაღაზიაში შევიძინე სამსუნგ გალაქსის ტელეფონი და მასზე დასაკრავი ეკრანის დამცავი, რომელშიც დევს წყვილი ეკრანის დამცავი და ღირს 32ლარი, გამაგზავნეს სამსუნგის ოფიციალურ სერვის ცენტრში სადაც ტელეფონზე უნდა დაემაგრებინათ ჩემი შეძენილი ეკრანის დამცავი. ნახევარი საატის ლოდინის შემდეგ გამომიტანეს ტელეფინი და მითხრეს რომ ერთი ცალი იყო ბრაკი და მეორე დაამაგრეს ტელეფონზე. მე წუნდებული საქონელი მივიტანე მაღაზიაში სერვისცენტრის მიერ მოცემულ ცნობასთან ერთად სადაცეწერა რომ საქონელი იყო წუნდებული. მაღაზიამ უარი განაცხადა საქონლის შეცვლაზე და თქვა რომ ნაყიდ საქონელზე გარანტია არ ვრცელდება, ანუ მე მომყიდეს წუნდებული საქონელი რომელზეც არავინ არ იღებს პასუხისმგებლობას. თუ შეიძლება განმიმარტეთ, რისი მოთხოვნის უფლება მაქვს მე, როგორც მომხმარებელს? მაღაზიის მენეჯერმა მითხრა რომ მე ამერიკის მომხმარებელს არ უნდა შევედარო და რომ საქართველოში ასეთი პრეტენზია არ მიიღება.
თამარ, CSRDG   12:01:19 2014-02-19  უპასუხე   
თამარ აუცილებლად დაუკავშირდით იურისტს ნომერზე 2252778, შიდა 118 - ლევან ჯორბენაძე და ის გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ თვქენი უფლებების დაცვაში. იურისტის ნებისმიერი მომსახურეობა უფასოა

ia   14:56:53 2014-02-18  უპასუხე   
მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა მობილურ ტელეპონთან დაკავშირებით ზუსტად მაშIნ პატარა ვიყავი და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი,ზუსტად ეგრე ეწერა ჩემს ხელშეკრულებაშიც მობილური გვიან ვიყიდე მაღაზიას უკვე კეტავდნენ გზაში წუნი აგმოვაჩუნე დილით რომ მივუტანე უკან არ გამომიცვალეს ჩემს თვალწინ დაშალეს ნაწილები შეუცვალეს და მომაჩეჩეს ხელში.

Nika Devdariani   20:11:05 2014-01-14  უპასუხე   
ძალიან კარგია. თავზე არიან გადასულები კარგა ხანია.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge