ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

მობილური ტელეფონი I Phone 4
საოჯახო ტექნიკა, ელექტროსაქონელი,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2013 წლის 06 ივნისს მომხმარებელი დაგვიკავშირდა ტელეფონით და დახმარება გვთხოვა. მისი პრობლემა შემდეგში მდგომარეობდა: მომხარებელმა მაღაზია I Land-ში შეიძინა მობილური ტელეფონი IPhone 4. შესყიდვისას მაღაზიამ მომხარებელს გადასცა საგარანტიო ფურცელი, რომლის მიხედვითაც მაღაზია იღებდა პასუხისმგებლობას: 7 დღის ვადაში ტელეფონის ახლით შეცვლის, თუ ტელეფონს აღმოაჩნდებოდა ქარხნული წუნი; 30 დღის ვადაში ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში მისი უფასოდ შეკეთების; და 1 წლის განმავლობაში ტელეფონის დაზიანებისას შეკეთებას 50 %-იანი ფასდაკლებით.

ყიდვიდან 2 თვეში მწყობრიდან გამოვიდა ტელეფონის Wi-Fi ანტენა, რომელიც მაღაზიამ შეაკეთა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგივე ნაწილი ტელეფონს კვლავ გაუფუჭდა და ამ შემთხვევაშიც მაღაზიამ შეუკეთა მომხარებელს ტელეფონი. მესამედ იმავე ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ მომხარებელმა უარი განაცხადა ტელეფონის კიდევ ერთხელ შეკეთებაზე და მაღაზიას ტელეფონის გამოცვლა მოსთხოვა. თუ მაღაზია უარს იტყოდა მომხარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ის აპირებდა თავისი უფლებების  დაცვას სასამართლოში.

     

სანამ მაღაზიიდან მიიღებდა პასუხს,  მომხარებელი ჩვენ დაგვიკავშირდა და კონსულტაცია გვთხოვა - ნამდვილად ჰქონდა თუ არა მას კანონიერი უფლება მაღაზიისაგან მოეთხოვა მრავალჯერ გაფუჭებული და შეკეთებული ტელეფონის ახლით შეცვლა. მომხარებელს დაუკავშირდა ჩვენი იურისტი ანა პარანიჩევა, რომელმაც გასაუბრების და დეტალების დაზუსტების შემდეგ მომხარებელს მოუმზადა განცხადება, რომლითაც მას შეეძლო მაღაზიისთვის მიემართა. თუმცა განცხადების გამოყენება მომხმარებელს აღარ დასჭირდა, რადგან   მომხარებელს დაუკავშირდნენ მაღაზიიდან და მისვლა სთხოვეს. ადგილზე აღმოჩნდა, რომ მაღაზიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა მომხარებლის მოთხოვნა და მას ნაკლიანი ტელეფონი ახლით შეუცვალეს.




print version
14:09:43 2013-07-19

კომენტარის დამატება

dv0rsky   12:54:10 2013-09-16  უპასუხე   
ეე, მე კიდე თავის დროზე აღარ მივაწექი და შემრჩა ბრაკი


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge