ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

მობილური ტელეფონი ნოკია 101
გარანტია, ნაკლიანი პროდუქტი,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 29 ოქტომბერს მომხმარებელმა ამ ვებ-პორტალზე დაგვიტოვა კომენტარი იმის თაობაზე, რომ სავაჭრო სახლი ”გოლეთიანის” მომსახურებით უკმაყოფილო იყო. საკითხის უკეთ გასარკვევად მომხმარებელს ელ-ფოსტით დავუკავშირდით.

როგორც გავარკვიეთ, 2012 წლის 19 მარტს, სავაჭრო ცენტრ კიდობანში მომხმარებელმა შეიძინა ორ-ბარათიანი მობილური ტელეფონი ნოკია-101:

ტელეფონის ყუთზე მიკრული იყო სავაჭრო სახლი ”გოლეთიანის” საგარანტიო მომსახურების ნიშანი და გამყიდველმა ინსტრუქციის წიგნაკში არსებული საგარანტიო ტალონიც შეავსო:

მომხმარებელს აუხსნეს, რომ ტელეფონს ერთწლიანი გარანტია აქვს, თუმცა ინსტრუქციების წიგნაკში უაღრესად წვრილი შრიფტით განმარტებული საგარანტიო პირობებიდან ირკვევა, რომ აკუმულატორის საგარანტიო ვადა სულ 6 თვეა, ხოლო მახსოვრობის ბარათის - 90 დღე:

როგორც მომხმარებელმა გვითხრა, ტელეფონს გამართულად 2 თვეც არ უმუშავია - მაისიდან დაწყებული ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან (სიმ-ბარათებს არ კითხულობდა). მომხმარებელმა თბილისში ჩამოსვლა და სავაჭრო სახლ ”გოლეთიანში” ტელეფონის მიტანა მხოლოდ 31 აგვისტოს მოახერხა. სახელოსნომ ტელეფონი შესამოწმებლად ჩაიბარა, 3 სექტემბერს კი მომხმარებელს დაურეკეს და უთხრეს, ტელეფონი დასველებულია, ამიტომ მასზე გარანტია აღარ ვრცელდებაო. თუ გსურთ გარანტიის გარეშე შეკეთება, 30 ლარი უნდა გადაიხადოთო. მომხმარებელს კარგად ახსოვდა, რომ ტელეფონი წყალში არასდროს ჩავარდნია, ამიტომ ასეთმა დასკვნამ იგი აღაშფოთა და მოითხოვა წერილობითი დასკვნა და მტკიცებულება იმისა, რომ ტელეფონი ნამდვილად წყალში ჩავარდნილი იყო. ასეთი დასკვნა სახელოსნომ მას მხოლოდ 29 ოქტომბერს გაუმზადა.

2012 წლის 1 ნოემბერს, საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, მომხმარებელთან ერთად, ჩვენ მივაკითხეთ სავაჭრო სახლ ”გოლეთიანს”. სავაჭრო სახლის პერსონალმა მომხმარებელს დაუბრუნა ტელეფონი და აგრეთვე მისცა წერილობითი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ”ტელეფონს აქვს ძლიერი სითხის ზემოქმედება, დაზიანებულია პლატა და არ ექვემდებარება შეკეთებას”. მტკიცებულების სახით სახელოსნომ გამოგვატანა დისკი, რომელზეც ტელეფონის შიდა ნაწილების ასეთი სურათები იყო ჩაწერილი:

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია სავაჭრო სახლის ხელმძღვანელობასთან, როგორ შეიძლებოდა ტელეფონს ასეთი დაზიანება მიეღო იმ პირობებში, როცა მომხმარებელს იგი სითხეში არ ჩავარდნია. ჩვენ განგვიმარტეს, რომ ტელეფონის შიგთავსი მომხმარებლის გაოფლიანების შედეგადაც კი შეიძლება დანესტიანდეს და გაფუჭდეს.

სახელოსნოდან წამოღებული ტელეფონი, ალტერნატიული ექსპერტიზისთვის, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მივიტანეთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ასეთი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა არ გააჩნია. 

ამ მოდელის ტელეფონის მომხმარებლებს ვთხოვთ გაგვიზიარონ თავისი გამოცდილება - მართლა ასე იოლად ”იოფლება” და ზიანდება ეს ტელეფონი?




print version
21:56:47 2012-12-17

კომენტარის დამატება

Etuna Kapanadze   01:10:11 2013-02-02  უპასუხე   
მაქვს ეს მობილური ტელეფონი.ასევე ჩემს მეგობარსაც და ძალიან კმაყოფილია როგორც დინამიკითაც ისე გამძლეობითაც.

zauri   20:35:51 2013-01-22  უპასუხე   
მიდინარე წლი ვიყიდე “NOKIA-101” მარკი ს ორ კარტიანი მობილური ტელეფონი, რომელსაც ქონდა ეგრეთწოდებული „გოლეთიანის“ სავაჭრო კომპანიის ერთ წლიანი გარანტია. აღნიშნული ტელეფონმა ორი თვეც ვერ იმუშავა ხშირად გამოდიოდა მწობრიდან ბოლოს სულ გაფუჭდა კერძოდ არ კითხულობდა მასში ჩადებულ არცერთ სიმ ბარათს. ვინაიდან ვარ სოფელში ვერ მოვახერხე საგარანტიო მომსახურების სახელოსნოსთვის მიტანა. მ. წ. 1 სექტემბერს ჩამოვედი რა ქალაქში მივედი მაღაზიაში სადაც მომცეს საგარანტიო სახელოსნოს მისამართი რესპუბლიკის მოედნის ქვეშ სასტუმრო “რედისონთან”. სადაც ჩაიბარეს ტელეფონი. რამოდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ თითქოს ტელეფონი წყალში დასველებულიყო და ამიტომ უნდა გდაიხადო 30 ლარი რომ შეგიკეთოთო. რაც წმინდა წყლის სიცრუეა რადგან ასეთი არ ყოფილა. მე რომ ვუთხარი რომ რითი ამტკიცებ მათ წარმომადგენელმა მომიტანა ტელეფონი და მაჩვენებდა რომ აგერ რკინის ჟანგები ჩანსო. რაც მე ვერსად შევნიშნე არამარტო ჟანგის არამედ რაიმ სხვა ლაქა. როგორ შეიძლება ჟანგები იყოს ტელეფონის დაფაზე, რომელიც თითქმის პლასტმასისა. ბუნებრივია არ დავეთანხმე აღნიშნულს და შევპირდი, რომ ვიჩივლებდი. აღნიშნულზე მათ მიპასუხეს ცინიკურად, რომ სადაც გინდა იქ იჩივლეო მაგის ექსპერტიზისთვის სხვა კომპანიებიც ჩვენთან მოდიანო. აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ სავაჭრო დაწესებულება „გოლეთიანი“ გამოდის მდგომარეობის ბატონ-პატრონის პოზიციიდან და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს მომხმარებელთან დადებულ ნაკისრ ვალდებულების შესღულებას, და თაღლითური გზით ისევ ცდილობს დამატებითი თანხის ამოღებას მომხმარებლისგან. აღნიშნულ ტელეფონს, რომ არ ქონოდა საგარანტიო მომსახურება არ შევიძენდი. გამოდის, რომ საგარანტიო მომსახურების შეპირებით იზიდავენ-იტყუებენ კლიენტებს, შედეგ კი არ ასრულებენ დანაპირებს და დამატებით თხოვენ შეკეთების საფასურს თავიანთი შეხედულებისამებრ. აქვე ავღნიშნავ, რომ ჩაბარების დღიდან ვითხოვდი მათ დასკვნას, არაერთხელ მივედი და მხოლოდ 29 ოქტომბერს დამირეკეს, რომ აქტი ანუ დასკვნა მზად არისო. ისინ ხან უფროსის ადგილზე არყოფნას ან სხვა მიზეზს ასახელებდნენ აქტის დაწერის ადენხანს გაჭიანურებისათვის. აღნიშნული ფაქტიდან ნათლად ჩანს, რომ სავაჭრო დაწესებულება „გოლეთიანი“ უხეშად არღვევს ჩემს როგორც მომხმარებლის უფლებებს რითაც მომადგა ძიანი როგორც მორალური ისე მატერიალური. გთხოვთ დამეხმაროთ და ყველას ვურჩევ, რომ არ შეიძინოთ სავაჭრო დაწესებულება „გოლეთიანის“ სავაჭრო ობიექტებზე მობილური ტელეფონი: ისინი თავიანთი ცრუ დაპირებებით იზიდავენ მომხმარებელს და შემდეგ კი უარს აცხადებენ დაპირებულ საგარანტიო მომსახურებაზე და ითხოვენ შეკეთების ღირებულებას, რომელიც გაცილებით მეტია ასეთ მომსახურებაზე სხვა სახელოსნოებში არსებული ფასებზე. ამდენად დავრჩი მოტყუებული რადგან მაღაზიაში მომცეს არა რეალური ინფომაცია მობილურ ტელეფონზე რის გამოც შევიძინე აღნიშნული.

giorgi   19:41:16 2013-01-20  უპასუხე   
ნუ გიკვირთ საქართველოში საგარანტიო მომსახურეობა არ არსებობს ნახეთ ამ გადამყიდველების ალგორითმი კომპიშოპი ალტა და აშ სერვის სახელოსნოები და დასკვნას თვითონ გამოიტანთ ესენი ზურგს სუმაგრებენ გადამყიდელებს და ყველაფერს პატიოსან მყიდველებს აბრალებენ აბა თავიანთ თავს ხომ არ დააბრალებენ არცერთი პროდუქცია არ არის სერთიფიცირებული
manana   11:53:48 2013-01-23  უპასუხე   
მიაკითხეთ მაღაზია კომპლექსპროს. მართალია თქვენი ჩამოთვლილი მაღაზიები ბევრად უფრო მეტი კლიენტურით გამოირჩევიან, მაგრამ მომსახურეობის ხარისხი აქ ბევრად მაღალია.

giorgi   21:42:51 2012-12-07  უპასუხე   
What can we do such and such business mushroomed. In this case, the material damage but people can endure, that live gatquebs gimtkitsebs such thing as physical - chemical patterns can not be, not a manufacturing plant producing such materials, board or other details, which can be easily inestebodes and izhangebodes. The users in this case are completely defenseless, Georgia, gamepebulia climate of impunity in this regard, which are "goletianebistana" Businessmen

nika   08:57:14 2012-12-07  უპასუხე   
მეც გამოვცადე მათ თარლითური რეკლამირება ანუ 5 თვეში გაფუჭდა და არც მიცდია საგარანტიოში მისვლა მივედი ერთხელ Gოლეთიანში და ძალიან დიდი რიგი იყო და თან მისავლელში არსებულმა სიბინძურემ, სუნმა და იქ მომუშავე გოგონების დემაგოგიურმა საუბარმა გამაოგნა. და მათთან ურთიერთობის სურვილი ნამდვილად დამეკარგა. ამიტომ სანამ ტელეფონის ყიდვას გდავწყვეტ ალბათ ვიკითხავ ვისი გარანტია აქვს და "გოლეთიანიშ"-ისას ნამდვილად არ ვიყიდი. ნუთუ არ შეუძლიათ თავიანთ ოფისში მისავლელი გზა ფეკალური მასებისგან გაწმინდონ და დაასუფთაონ სანიტარულად ან სადმე სხვაგან გადავიდნენ. ჩემთვის ძალიან გასაკვირია რომ ასეთი პრესტიჟული ფირმა ნოკია ასეთ ხალხთან თანამშრომლობს

giorgi   20:19:44 2012-12-06  უპასუხე   
რას იზამ ასეთია საქრთველო და ასეთი ბიზნესია. ამ შემთხვევაში მატერიალური ზარალი სეიძლება აიტანოს ადამიანმა მაგრამ, აუტანელია რომ გატყუებს გიმტკიცებს ისეთ რამეს რაც არც ფიზიკო-ქიმიური კანონზომიერებას არ ექვემდებარება, ქარხანადამამზადებელი ისეთი მასალიდან არ დამზადებს, დაფას ან სხვა დეტალს, რომელიც ხმარების პერიოდში ინესტებოდეს და იჟანგებოდეს. ჩვენ მომხმარებლები ამ შემთხვევაში სრულიად დაუცველები ვართ, საქარტველოში გამეფებულია ამ მიმართებით დაუსჯელობის სიდრომი, რითაც სარგებლობენ "გოლეთიანებისთანა" ბიზნესმენები

ხატია   12:47:29 2012-11-29  უპასუხე   
რა სისულელეა ასეთი რამე საერთოდ არ გამიგია. საზღვარგარეთ ესეთი პრაქტიკა საერთოდ არ არსებობს...შეიძლება უკვე დასველებული მიყიდეს...


ნოკიას ტელეფონს გერმანიაში ნაყიდს ვხმარობ უკვე 5 წელია და მხოლოდ აკუმულატორი გამოვცვალე და ისიც წელს...დამვარდნია კიდევაც ბევრჯერ ისე რომ გადახსნილა და დამსველებია კიდევაც (წვიმაში როცა მოვყოლილვარ) ახლის ყიდვას არც ვაპირებ სანამ თავად არ დადუმდება.. გირჩევთ საზღვარგარეთ შეიძინოთ ფასიც მისაღებია და გარანტიაც გაქვთ 2 წელი, რაც მთავარია არ მოტყუვდებით.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge