ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

ფოტოაპარატი მაღაზია ”გოუ”-დან

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 11 სექტემბერს მომხმარებელმა მოგვმართა თხოვნით დავხმარებოდით ნაკლის მქონე ფოტოაპარატთან დაკავშირებით.

როგორც გაირკვა, მომხმარებელმა 2012 წლის იანვარში ”თბილისი-ცენტრალში” განთავსებულ მაღაზია ”გოუ-ელექტრონიქსში” 250 ლარად შეიძინა ფოტოაპარატი Nikon Coolpix S3100:

2012 წლის თებერვლიდან მომხმარებელმა შეამჩნია, რომ ხანგრძლივი მოხმარებისას ფოტოაპარატი მოულოდნელად წყვეტდა ფუნქციონირებას: აპარატი ზუზუნებდა, ეკრანი ბუნდოვანი ხდებოდა, ღილაკებზე დაჭერისას აღარ რეაგირებდა და აღარც ობიექტივი იკეცებოდა. აპარატის ხელახალი ამუშავება მხოლოდ აკუმულატორის ამოღების და ხელახლა ჩადების შემდეგ ხერხდებოდა. მომხმარებელმა რამდენჯერმე მიაკითხა მაღაზიას. ფოტოაპარატის შემოწმებისას მაღაზიის პერსონალს თავიდან მიაჩნდა, რომ მახსოვრობის ბარათს (”ჩიპი”) ჰქონდა პრობლემა - ორჯერ ბარათი გადააფორმატეს, ორჯერ კი ახალზე გამოუცვალეს. თუმცა მომხმარებელი კვლავ იგივე პრობლემას აწყდებოდა და ისევ მოჰქონდა აპარატი მაღაზიაში. ორჯერ აპარატი მაღაზიამ საგარანტიო სერვის-ცენტრს (ტექნოსერვისს) გადაუგზავნა. იქ აპარატს გადაუინსტალირეს პროგრამული უზრუნველყოფა, შემდეგ კი გამოუცვალეს დედა-პლატა და აკუმულატორი. როგორც იქნა, ამ ბოლო შეკეთების შემდეგ, აპარატის აღწერილი ”გათიშვები” შეწყდა, თუმცა აღმოჩნდა ახალი პრობლემები: პერიოდულად შეუძლებელი იყო აპარატის დატენვა, აღარ ფუნქციონირებდა ფოტოების ”გადაფურცვლის” ღილაკი, ხანდახან კი სხვადასხვა ღილაკების ფუნქციები ირეოდა ერთმანეთში. 

მაღაზიაში ჩვენი და მომხმარებლის ერთობლივი ვიზიტისას პერსონალმა გამოსცადა აპარატი და მართლაც აღმოაჩინა, რომ ფოტოების ”გადაფურცვლის” ღილაკი ზოგჯერ არ მუშაობდა. ამიტომ მათ კვლავ დაიტოვეს აპარატი საგარანტიო რემონტისთვის. თუმცა მომხმარებლის ითხოვდა, რომ ვინაიდან აპარატის გამოსწორება ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მაღაზიას იგი ახლით შეეცვალა. მაღაზიის მენეჯერმა განგვიმარტა, რომ პროდუქტს ისინი ცვლიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო სერვისი აძლევთ დასკვნას იმის თაობაზე, რომ აპარატი შეკეთებას არ ექვემდებარება. ამ დასკვნას მაღაზია უგზავნის მწარმოებელს და მისგან ითხოვს ნაკლის მქონე პროდუქტის გადაცვლას ახალზე. სწორედ ამ პროცედურის შემდეგ ხდება მომხმარებლის კუთვნილი ნაკლის მქონე პროდუქტის გამოცვლა ახალზე. ვინაიდან აპარატი უკვე მე-3-ჯერ ეგზავნება ტექნოსერვისს, მოსალოდნელია, რომ ამჯერად იგი დაწერს დასკვნას იმის თაობაზე, რომ აპარატი შეკეთებადი არ არის და ამის საფუძველზე მაღაზია შეძლებს მის გადაცვლას ახალ ფოტოაპარატზე.

ამ განმარტებების შედეგად გაირკვა, რომ აპარატის შემოწმება და გამოცვლა კიდევ საკმაოდ დიდ დროს წაიღებდა, მომხმარებელს კი ფოტოაპარატი დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა ( მისი შვილები 3 დღეში სკოლაში მიდიან და სურდა ამის გადაღება). მაღაზიამ განაცხადა, რომ მას ასეთ შემთხვევებში აქვს მომხმარებლისთვის მსგავსი აპარატურის თხოვების მომსახურება. მართლაც, სანამ მომხმარებელის კუთვნილი ფოტოაპარატი შემოწმებას და შესაძლო გამოცვლის პროცედურას გადის, მას მაღაზიამ ათხოვა იგივე კლასის Panasonic აპარატი:

25 სექტემბერს მომხმარებელს მაღაზიიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი აპარატი შეკეტებას არ ექვემდებარება და ვინაიდან ზუსტად იგივე მოდელი გაყიდვაში არაა, მაღაზია სთავაზობს სანაცვლოდ გაყიდვაში არსებული ნებისმიერი იგივე ფასის ფოტოაპარატი აირჩიოს. 26 სექტემბერს მომხმარებელმა მიაკითხა მაღაზიას და აირჩია 285 ლარიანი ფოტოაპარატი Fujix, რომელზეც მაღაზიამ ფასდაკლება გაუკეთა და თანხის დამატების გარეშე გაატანა.




print version
17:07:34 2012-12-07

კომენტარის დამატება

zauri   20:22:45 2012-10-29  უპასუხე   

მიდინარე წლი ვიყიდე “NOKIA-101” მარკი ს ორ კარტიანი მობილური ტელეფონი, რომელსაც ქონდა ეგრეთწოდებული „გოლეთიანის“ სავაჭრო კომპანიის ერთ წლიანი გარანტია. აღნიშნული ტელეფონმა ორი თვეც ვერ იმუშავა ხშირად გამოდიოდა მწობრიდან ბოლოს სულ გაფუჭდა კერძოდ არ კითხულობდა მასში ჩადებულ არცერთ სიმ ბარათს. ვინაიდან ვარ სოფელში ვერ მოვახერხე საგარანტიო მომსახურების სახელოსნოსთვის მიტანა. მ. წ. 1 სექტემბერს ჩამოვედი რა ქალაქში მივედი მაღაზიაში სადაც მომცეს საგარანტიო სახელოსნოს მისამართი რესპუბლიკის მოედნის ქვეშ სასტუმრო “რედისონთან”. სადაც ჩაიბარეს ტელეფონი. რამოდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ თითქოს ტელეფონი წყალში დასველებულიყო და ამიტომ უნდა გდაიხადო 30 ლარი რომ შეგიკეთოთო. რაც წმინდა წყლის სიცრუეა რადგან ასეთი არ ყოფილა. მე რომ ვუთხარი რომ რითი ამტკიცებ მათ წარმომადგენელმა მომიტანა ტელეფონი და მაჩვენებდა რომ აგერ რკინის ჟანგები ჩანსო. რაც მე ვერსად შევნიშნე არამარტო ჟანგის არამედ რაიმ სხვა ლაქა. როგორ შეიძლება ჟანგები იყოს ტელეფონის დაფაზე, რომელიც თითქმის პლასტმასისა. ბუნებრივია არ დავეთანხმე აღნიშნულს და შევპირდი, რომ ვიჩივლებდი. აღნიშნულზე მათ მიპასუხეს ცინიკურად, რომ სადაც გინდა იქ იჩივლეო მაგის ექსპერტიზისთვის სხვა კომპანიებიც ჩვენთან მოდიანო. აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ სავაჭრო დაწესებულება „გოლეთიანი“ გამოდის მდგომარეობის ბატონ-პატრონის პოზიციიდან და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს მომხმარებელთან დადებულ ნაკისრ ვალდებულების შესღულებას, და თაღლითური გზით ისევ ცდილობს დამატებითი თანხის ამოღებას მომხმარებლისგან. აღნიშნულ ტელეფონს, რომ არ ქონოდა საგარანტიო მომსახურება არ შევიძენდი. გამოდის, რომ საგარანტიო მომსახურების შეპირებით იზიდავენ-იტყუებენ კლიენტებს, შედეგ კი არ ასრულებენ დანაპირებს და დამატებით თხოვენ შეკეთების საფასურს თავიანთი შეხედულებისამებრ. აქვე ავღნიშნავ, რომ ჩაბარების დღიდან ვითხოვდი მათ დასკვნას, არაერთხელ მივედი და მხოლოდ 29 ოქტომბერს დამირეკეს, რომ აქტი ანუ დასკვნა მზად არისო. ისინ ხან უფროსის ადგილზე არყოფნას ან სხვა მიზეზს ასახელებდნენ აქტის დაწერის ადენხანს გაჭიანურებისათვის. აღნიშნული ფაქტიდან ნათლად ჩანს, რომ სავაჭრო დაწესებულება „გოლეთიანი“ უხეშად არღვევს ჩემს როგორც მომხმარებლის უფლებებს რითაც მომადგა ძიანი როგორც მორალური ისე მატერიალური. გთხოვთ დამეხმაროთ და ყველას ვურჩევ, რომ არ შეიძინოთ სავაჭრო დაწესებულება „გოლეთიანის“ სავაჭრო ობიექტებზე მობილური ტელეფონი: ისინი თავიანთი ცრუ დაპირებებით იზიდავენ მომხმარებელს და შემდეგ კი უარს აცხადებენ დაპირებულ საგარანტიო მომსახურებაზე და ითხოვენ შეკეთების ღირებულებას, რომელიც გაცილებით მეტია ასეთ მომსახურებაზე სხვა სახელოსნოებში არსებული ფასებზე. ამდენად დავრჩი მოტყუებული რადგან მაღაზიაში მომცეს არა რეალური ინფომაცია მობილურ ტელეფონზე რის გამოც შევიძინე აღნიშნული.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge