ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

ნოუთბუქი მაღაზია ”ციფროვიკი”-დან
გარანტია, ნაკლიანი პროდუქტი,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2012 წლის 14 აგვისტოს მომხმარებელმა მოგვმართა თხოვნით, დავხმარებოდით ნაკლის მქონე ნოუთბუქთან დაკავშირებით.

როგორც გაირკვა, მომხმარებელმა თბილისში, გამსახურდიას 14ა-ში განთავსებულ მაღაზია ”ციფროვიკში” 2012 წლის 26 ივლისს უპროცენტო განვადებით შეიძინა ნოუთბუქი ACER Aspire.

13 აგვისტოს მომხმარებელმა შეამჩნია, რომ ნოუთბუქის როგორც კორპუსი, ასევე ეკრანი ძალიან ხურდებოდა, შემდეგ ეკრანმა ციმციმი დაიწყო, ხოლო 14 აგვისტოს დილით რომ ჩართო, აღმოაჩინა რომ ეკრანს ლაქები ჰქონდა და მის გვერდით ჩარჩო ერთ ადგილას დეფორმირებულიც იყო გადახურებისგან. 14 აგვისტოსვე მომხმარებელმა ნოუთბუქი მაღაზიაში მიიტანა. მომხმარებელი შეაშფოთა მაღაზიის პერსონალის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ნოუთბუქის დეფექტი თავად მომხმარებლის ბრალეულობით ყოფილიყო გამოწვეული (ალბათ დაგივარდათო, უთხრეს). მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიამ დაიტოვა ნოუთბუქი შესამოწმებლად, პერსონალის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო შემოწმების ობიექტურობაში მომხმარებელს ეჭვი შეეპარა და ჩვენ მოგვმართა თხოვნით, მისი უფლებების დაცვაში დავხმარებოდით.

15 აგვისტოს მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ მაღაზია ”ციფროვიკს” სიტუაციაში გასარკვევად. მაღაზიის პერსონალმა განგვიმარტა, რომ ნოუთბუქს გააჩნდა 1-წლიანი ქარხნული გარანტია და იმ შემთხვევაში, თუ ნოუთბუქი მომხმარებლის მიერ დაზიანებული არ იყო, გარანტიის ფარგლებში მისი შეკეთება ან გამოცვლა აუცილებლად მოხდებოდა. თუმცა საგარანტიო ტალონი მომხმარებელს არ გააჩნდა - მის ხელთ იყო მხოლოდ საგარანტიო ბუკლეტი, რომელიც საქართველოზე საერთოდ არ ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, მაღაზიამ ნოუთბუქი მომხმარებლისგან უპრობლემოდ ჩაიბარა  საგარანტიო რემონტისათვის (მომხმარებელს მისცეს ამის დამადასტირებელი კვიტანცია). როგორც მაღაზიამ განგვიმარტა, ნოუთბუქი 14 აგვისტოსვე გადაეგზავნა თბილისში ჭავჭავაძის 17-ში არსებულ ACER-ის სერვის-ცენტრს გამოსაკვლევად და შესაკეთებლად. ჩვენი თხოვნით მაღაზიის პერსონალმა გადარეკა სერვის-ცენტრში და გაარკვია, რომ ნოუთბუქის ეკრანს მართლაც ქარხნული ნაკლი აღმოაჩნდა და საგარანტიო მომსახურების ფარგლებში იგი უფასოდ გამოიცვლებოდა. თუმცა ამ მომსახურებას 2-3 კვირა დასჭირდებოდა  (ახალი ეკრანი უცხოეთიდან გამოიწერეს და მის ჩამოსვლას დრო სჭირდებოდა).

მიუხედავად აღნიშნულისა, მომხმარებლის შეშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ ვინაიდან ეკრანის გახურებამ ჩარჩო დააზიანა, შესაძლოა ნოუთბუქის სხვა ნაწილებიც დაზიანებულიყო. ამიტომ იგი მაღაზიისგან პროდუქტის ახალზე გადაცვლას ითხოვდა. მაღაზიის პერსონალმა განაცხადა, რომ ასეთი მოთხოვნა წერილობით უნდა გაფორმდეს, რათა დირექციამ განიხილოს - განხილვას კი 7 დღე სჭირდება. ჩვენი დახმარებით მომხმარებელმა მართლაც წარადგინა მაღაზიაში წერილობითი განცხადება:

21 აგვისტოს მომხმარებელს მაღაზიიდან დაურეკეს, რომ დირექციის პასუხი თქვენს განცხადებაზე მზად არის და წაიღეთო. ამ პასუხის მიხედვით, მაღაზია ნიუთბუქს ახლით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლიდა, თუკი სერვის-ცენტრიდან მიიღებდა დასკვნას იმის თაობაზე, რომ შეკეთებული ნოუთბუქი ტენიკურად არასაიმედოა:

ვინაიდან პროდუქტის გამოცვლაზე ფაქტობრივად უარი მიიღო, მომხმარებელმა მოითხოვა მაღაზიისგან, მისთვის დროებით მოხმარებაში მიეცათ მსგავსი ნოუთბუქი, რათა მისი პროდუქტის რემონტის განმავლობაში გამოეყენებინა, თუმცა მაღაზიის პერსონალმა ამისათვის კვლავ წერილობითი განცხადების წარდგენა მოითხოვა, რომელზე პასუხსაც 7 დღის განმავლობაში მიიღებდა. მომხმარებლისთვის მისდამი ასეთი ფორმალური მიდგომა მიუღებელი აღმოჩნდა და მან მეორე განცხადების დაწერა არ მოინდომა.

ამის შემდეგ მაღაზიის პერსონალთან მომხმარებელი დაინტერესდა, შეკეთებისას ნოუთბუქს მხოლოდ ეკრანს გამოუცვლიდნენ, თუ ეკრანის გადახურების შედეგად დეფორმირებულ ჩარჩოსაც. მაღაზიის პერსონალმა სერვის-ცენტრთან სატელეფონო კომუნიკაციით ამის გარკვევა ვერ შეძლო. ამიტომ, მომხმარებელთან ერთად, 21 აგვისტოს ჩვენ მივაკითხეთ სერვის-ცენტრს (ჭავჭავაძის 17-ში განთავსებულ კომპანია იუ-ჯი-თის). გაირკვა, რომ ისინი მხოლოდ ეკრანის გამოცვლას გეგმავდნენ. მომხმარებელმა მათ განუმარტა, რომ ეკრანის გადახურებისგან დეფორმირებული იყო ეკრანის ჩარჩო და აგრეთვე საჭიროებდა გამოცვლას. კომპანიის პერსონალმა ჩვენთან ერთად ხელახლა დაათვალიერა ნოუთბუქი და მართლაც აღმოაჩინა ჩარჩოს მარჯვენა ქვედა კუთხეში მცირე დეფორმაცია. დირექციასთან მოკლევადიანი კონსულტაციის შემდეგ გვაცნობეს, რომ ნოუთბუქის ეს დეფექტიც საგარანტიო მომსახურების ფარგლებში, უფასოდ გამოსწორდებოდა (ჩარჩო გამოიცვლებოდა), თუმცა ვინაიდან ეს დეტალი აგრეთვე უნდა გამოეწერათ, შეკეთებას შესაძლოა ოდნავ მეტი დრო დასჭირვებოდა. ჩვენ ავუხსენით, რომ მომხმარებელი სექტემბრის დასაწყისში სამხრეთ საქართველოში მიდიოდა სამუშაოდ და ნოუთბუქი აუცილებლად ესაჭიროებოდა და კომპანიის პერსონალი შეგვპირდა, რომ შეეცდებოდნენ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ჩატეულიყვნენ.

7 სექტემბერს მომხმარებელს დაუკავშირდნენ იუ-ჯი-თი-დან და აცნობეს, რომ მისი ნოუთბუქი მზადაა. ცოტა ხანში მაღაზიამაც დაურეკა და სთხოვა მოსულიყო ნოუთბუქის წასაღებად. ჩვენ და მომხმარებელი მაღაზიაში ერთად მივედით. მაღაზიაში კომპიუტერი ჩაგვირთეს და მოგვცეს საშუალება კარგად დაგვეთვალიერებინა. ეკრანი და მის გარშემო ჩარჩო ნამდვილად წესრიგში იყო. 

კომპიუტერს არც რაიმე სხვა დეფექტი ემჩნეოდა. ამიტომ მომხმარებელმა იგი უკან ჩაიბარა.

სამწუხაროდ, 20 სექტემბერს შევიტყვეთ, რომ კომპიუტერს კვლავ პრობლემა აღმოაჩნდა - ამჟამად აკუმულატორი აღარ იტენებოდა. მომხმარებელმა დახმარებისთვის სერვის-ცენტრს მიმართა. ველით მათგან ინფორმაციას.




print version
21:54:05 2012-09-21

კომენტარის დამატება

Nikoloz Odoshashvili   14:24:29 2013-08-15  უპასუხე   
2013 წლის 24 თებერვალს, შ.პ.ს. "ტექნო ბუმი"-ში, (ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ) შევიძინე ნოუთბუქი ”ASUS", აღნიშნული კომპიუტერი ყიდვიდან 5 თვეში გაფუჭდა, (ვეღარ ჩავრთეთ), დავრეკე მაღაზიაში სადაც მითხრეს რომ ნივთს გარანტია ქონდა და მიგვეტანა შესაკეთებლად. 2013 წლის 24 ივლისს ნივთი მივიტანეთ მაღაზიაში, საიდანაც გადაგვამისამართეს ქ. თბილისი ყაზბეგის ქ.19გ-ში, შ.პ.ს. ”SERVISAICT ჯორჯია"-ს ოფისში, კომპიუტერის წარდგენის დროს ღიმილით შეგვხვდნენ, იცავდნენ კარგი მომსახურების სტანდარტს, მე განვუცხადე რომ კომპიუტერს ქონდა პრობლემა შეემოწმებინათ და გაეკეთებინათ, განმიმარტეს რომ ამას დრო დაჭირდებოდა და დაახლოვებით ერთი თვის ვადაში შემეძლო კომპიუტერის წაღება, თუ არ შეკეთდებოდა ახალს მომცემდნენ, შეამოწმეს ხომ არ იყო გახსნილი, ან რამე სხვა ზემოქმედება ხომ არ ქონდა ნივთს და დაიტოვეს, გააფორმეს მიღება ჩაბარების აქტი. ჩაბარებიდან ერთი კვირის თავზე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დატოვებული ნივთი გახსნილია სხვა პირის მიერ და მოხსნილია საგარანტიოდან. რათქმა უნდა აღნიშნულმა ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ნივთის შეძენის შემდგომ ნივთს ჩემს გარდა არავინ ხმარობდა და არც ხელოსანთან არ მიმიტანია, გარდა ამისა მე ეხლა ვერანაირად ვერ დავადსტურებ ნივთი გახსნილი იყო თუ არა, ლეპტოპი მათ მფლობელობაშია. ჩემის აზრით შეძენილი კომპიუტერი არის ქარხნული ნაკლის მქონე, მისი შეკეთება შეუძლებელია და ამის გამო არ სურთ ლეპტოპის ახლით შეცვლა, აღნიშნულთან დაკავშირებით ვაგროვებ დოკუმენტაციას, ასევე ვამზადებ სარჩელს სასამართლოში წარსადგენად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ასევე მაინტერესებს ხალხის აზრი რომლებიც მსგავს პრობლემებს აწყდებიან, რატომ არ იღებენ ხმას. გარდა ამისა ერთი შეხედვითაც ჩანს რომ ეს არის მარტივად მოგონილი თაღლითური სქემა ფულის შოვნის გზით, არის მაღაზია, რომელიც ყიდის მდარე ხარისხის პროდუქციას, გარანტიით და სხვა მომხიბლავი პირობებით, შეძენილი ნივთი მაქსიმუმ 6 თვეში გამოდის მწყობრიდან, საგარანტიო ფურცელი არაფერში არ გადგება, იძულებული ხარ სასამართლოს მიმართო, მომხმარებლების აბსოლიტური უმრავლესობა თავს იკავებს ან საშუალება არა აქვს სასამართლოში საქმე აღძრას შესაბამისად მაღაზია მდიდრდება, ნუთუ ამ საკითხით სამართალდამცავი ორგანოები არ უნდა დაინტერესდნენ? მესმის რომ ძირითად შემთხვევაში მსგავსი საქმე სამოქალაქო წესით სასამართლოს განსახილველი საქმეა, მაგრამ როდესაც ეს ატარებს ინტენსიურ ხასიათს და სისხლის სამართლის კოდექსშიც არის მუხლი, რომელიც მსგავსი ქმედებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რატომ არავინ აგებს პასუხს საინტერესოა. აქვე მინდა მირჩიოთ სასამართლოს გარდა რომელ ორგანოს შეილება მივმართო რათა სხვა მომხმარებლის უფლებების დარღვევის სურვილი აღარ გაუჩნდეთ ესე მომრავლებულ თაღლით სავაჭრო ორგანიზაციებს.
GARANT.pdf

Misha Jalagonia   -0.5  22:46:03 2013-04-18  უპასუხე   
გარანტიის პირობებები

Misha Jalagonia   1  21:05:30 2013-04-17  უპასუხე   
პრობლემა გამაჩნია მეც, ვიყიდე 999 ლარიანი პლანშტი რომელსაც 10 დღეში გაუფუჭდა ჩამრთველი ღილაკი. მივიტანე მაღაზიაში მითხრეს დაგირეკავთ და გეტყვით სად უნდა მიიტანოთ საგარანტიო მომსახურებაზე,1კვირა გავიდა და მერე მე თვითონ მივედი მაღაზიაში რათა დამედგინა სახელოსნოს მისამართი ისე გაიკვირვეს ვითომ არაფერი არ მომხდარა ,მიტხრეს მოიტანე კომპიუტერი და ჩვენ ვალდებულები ვართ და ჩვენ თვითონ მივიტანთ სახელოსნოში პლანშეტს, გავიდა კიდევ 4 დღე მირეკავენ მაღაზიიდან და მეუბნებიან ,რომ საგარანტიო სახელოსნომ კურიერს უკან გამოატანა პლანშეტი რასაც მაღაზიაში არაკვალიფიციურად მომზადებული და არაპროფესიონალი პერსონალი ვერ მიხსნის და ჯეროვან მიზეზს ვერ მისახელებს.
IMG.pdf
Misha Jalagonia   1  22:36:33 2013-04-18  უპასუხე   
გარანტიის პირობებები IMG2.pdf
Misha Jalagonia   1  22:34:33 2013-04-18  უპასუხე   
გარანტიის პირობებები
ლია, CSRDG   10:14:16 2013-04-19  უპასუხე   
მიშა, თუ შეიძლება დაგვიკავშირდით ტელეფონზე 2194242 ან 2399019
ლია, CSRDG   1  11:53:45 2013-04-18  უპასუხე   
მიშა, თუ შეიძლება გარანტიის პირობებსაც გადაუღეთ სურათი და ამოტვირთეთ
Misha Jalagonia   1  22:41:10 2013-04-18  უპასუხე   
გარანტიის პირობებები

Lasha Khachapuridze   1  19:28:13 2013-03-28  უპასუხე   
მაგათინ გოგოები მაღაზიის წინ დგანან და უპროცენტო განვადებით იტყუებენ ხალხს შიგნით,მინიმუმ 100 150 ლარით ძვირად ყიდიან საქონელს სხვა მაღაზიებზე,იტოგში ძვირი და ამ მხრივ ცუდი მაღაზიაა,როგორც ჩანს პროდუქციის ხარისხიც არ უვარგათ...
Vakhtang Gvajia   12:30:41 2013-05-13  უპასუხე   
150 ლარი კიდე რაა ,ფასზე ვკაიფობ galaxy s3
მაგათთან ფასდაკლებით 1600 ლარი ღირს ,თან გადახაზულია 2100 ლარი ,ეს როცა s4 1300 ლარი ღირს,გამყიდველს რო ვკითხეთ რატოაქ ასეთი ფასიო - უკეთესი აწყობილიაო DD

mari   22:56:16 2013-03-22  უპასუხე   
ამ მაღაზიაში როგორ შეიძლება ხალხო რამის ყიდვა
Nikoloz Odoshashvili   14:48:52 2013-08-15  უპასუხე   
რომელ მაღაზიაში შეილება რამის ყიდვა, ყველა თაღლითები არიან.

მოაზროვნეთა კლუბი   19:32:00 2012-09-20  უპასუხე   
რატომ იყიდა ციფროვიკში იაფი იყო? :D

რატომ ყრით ფულს არ მესმის
ლია, CSRDG   14:39:51 2012-09-21  უპასუხე   
როგორც მომხმარებელმა განგვიმარტა, იგი უპროცენტო განვადების შესაძებლობამ მოხიბლა

irakli   17:50:10 2012-09-14  უპასუხე   
საინტერესოა, თქვენ რომ არ მიყოლოდით როგორ დასრულდებოდა ეს შემთხვევა ?!?
zebe   00:21:44 2013-04-01  უპასუხე   
მარტლაც საინტერესოა :D :D


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge