ბოლო ცვლილებები

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
ბაზრის სახელმწიფო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე

თუ კანონი არ იცი, ანგარიშს არ გიწევენ

მომხმარებელმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები, მაღაზიაში საკუთარი ინტერესების დაცვა რომ შეძლოს.

ეს ისტორია ჩვენს თანამშრომელს, ნანას შეემთხვა. 2011 წლის ზაფხულში სამსუნგის მაღაზიაში (ყაზბეგის ქ. 14ბ) შეიძინა სამსუნგის მაცივარი RL 34ECTS. მაცივარი ბორჯომში მიჰქონდა და ამიტომ ყიდვისას საგანგებოდ გაარკვია საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებით რამე პრობლემა ხომ არ შეექმნებოდა. მაღაზიაში დაარწმუნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბორჯომსაც მოემსახურებოდნენ.

ერთ თვეში ნანამ მაცივრის მუშაობაში ხარვეზები აღმოაჩინა - საყინულე განყოფილებაში პერიოდულად ყინული გროვდებოდა, დნებოდა და მაცივრიდან წვეთავდა (მაცივრის აღწერილი სახეობა ყინულის ნადებს საერთოდ არ უნდა იკეთებდეს). დარეკა მაღაზიაში. უთხრეს, რომ უნდა დაუკავშირდეს საგარანტიო მომსახურების სერვის-ცენტრს შპს ”ტექნოს”. ნანამ დარეკა ”ტექნოში”, სადაც ძალიან უხეშად განუცხადეს, ბორჯომს არ ვემსახურებით და ვერაფრით დაგეხმარებითო. ნანამ კვლავ მიაკითხა მაღაზიას და ჩაახედა საგარანტიო დოკუმენტში, სადაც ეწერა, საგარანტიო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებაო. თან ისიც შეახსენა, ყიდვისას ხომ დამარწმუნეთ, რომ ბორჯომში წაღებულ მაცივარს საგარანტიო მომსახურების პრობლემა არ ექნებაო. მაღაზიამ განაცხადა, სერვის-ცენტრს მართლა არ აქვს ფილიალი ბორჯომში და რა გიყოთო. ჩაიტანეთ მაცივარი ან გორში ან თბილისში და მოგემსახურებიან. თუ არადა მიმართეთ სამსუნგის შემომტანებს - სადღაც ლესელიძეზეა მაგათი ოფისიო.

აქ ნანა სერიოზულად აღშფოთდა და გაახსენდა, რომ არსებობს მომხმარებელთა საინფორმაციო პორტალი. დაათვალიერა იგი და საგულდაგულოდ შეისწავლა მომხმარებელთა უფლებები ნაკლიანი საქონლის შეძენის შემთხვევაში. ამის შემდეგ კვლავ მიაკითხა მაღაზიას და როგორც იტყვიან ”ააფარა” კანონის მუხლი, რომლის მიხედვით ნაკლიანი საქონლის გადაზიდვის ხარჯები საქონლის გადამზიდველს (დამამზადებელს) ეკისრება

ჰოი საოცრებავ! კანონის ხსენებისთანავე მაღაზიის აგდებული დამოკიდებულება ნანასადმი მყისიერად შეიცვალა ზრდილობიან-ყურადღებიანით: ნანას სთხოვეს დეტალურად აღეწერა, თუ რა სჭირდა მაცივარს. მოუსმინეს, შემდეგ დეტალურად აუხსნეს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ ხარვეზის მიზეზი. სთხოვეს, მაცივარი დაეცალა და 24 საათით გამოერთო, შემდეგ ხელახლა ჩაერთო და თუკი ხარვეზი არ გამოსწორდებოდა, ეცნობებინა მაღაზიისათვის და ისინი უზრუნველყოფდნენ მაცივრის სერვის-ცენტრში გადატანას.

ნანას ისტორია მშვიდობიანად დასრულდა - 24 საათიანი დასვენების შემდეგ ნანას მაცივარმა გამართული მუშაობა დაიწყო. მაგრამ მთავარი ამ ისტორიაში სხვაა - იცოდეთ თქვენი უფლებები და დაიცავით ისინი!

მოგვიყევით, თქვენც ხომ არ გადაგხდათ მსგავსი ისტორია?




print version
11:40:02 2011-10-05

კომენტარის დამატება

Maia   00:54:15 2018-06-07  უპასუხე   
გამარჯობათ,საახახწლოთ ვიყიდე პრინტერი, რომელიც მხოლოდ ამ ერთი თვის წიმ მოვიხმარე, რამოდენიმე ფურცელი თუ მექნება დაბეჭდილი. პრინტერი როდესაც მოერთებულია კვებოს წყაროსთან მაგრამ იმყოფება არასამუშაო, მოსვენების რეჟიმში წრიპინებს. წრიპინი ჩერდება მხოლოდ ბეჭდვის ან დასკანერების დროს. იმწუთშივე წავითე პრონტერი სერვის ცენტრში, საიდანაც იქ გადააგზავნეს ე.წ.ავტორიზებულ სერვისცენტრში. წაღებამდე ამოვბეჭდე სატესტო ფურცელი სადაც მითითებული ამ პრიტერიდან დაბეჭდილი ფურცლების რაოდენობა. ავტორიზებული სერვის ცენტრიდან მოვიდა პასუხი რომ პრონტერს დეფექტი არ გააჩნია და ეს ხმა დამახასიათებელია მისთვის. არ დავეთანხმე დასკვნას და პრინტერი არ გამოვიტანე სერვისცენტრიდან. ავედი მაღაზიის ადგილობრივ იურისტტან და ავუხსენი უველაფერი, მან როგორც შეძლო გააკვია საქმის ვითარება, გადარეკა სათაო ოფისში, საბოლოოდ მივიღე ასეთი პასუხი: თუ ბრენდი დართავს ნებას დაიბრუნოს პრინტერი დაიბრუნებს, თუ არადა უნდა გაბიტანო სერვისცენტრიდან ვინაიდან სხვა გამოსავალი გარდა სასამართლოში ჩივილისა არ არის. თავის დროზე ამ ხმის შესახებ მაღაზიაში ყიდვის დროს არავის გავუფრთხილებივარ. დამატებით რამოდენიმე დღის წინ ამავე მაღაზიოს სხვა ფილის კონსულტანტსაც ვკითხე დამახასიათებელია თუ არა ასეთი ხმა ამ სახის პრინტერებისთვის, რაზეც გაკვირვებით მიპასუხეს პირველად მესმის არასამუშაო რეჟიმში პრინტერი წრიპინებდესო... სამწუხაროა რომ ყოდვიდან 5 დღის განმავლობაში არ გავტესტე ნივთი,გარანტიი ვადა ნივთ ეწურება წლის ბოლოს. გთხოვთ დამაკვალიანოთ რის გაკეთება შემიძლია. მაღაზიის იურისტისგან ველოდები პასუხს, მაგრამ არ მაქვს ედი რომ ჩემს სასიკეთოდ რაიმე გააწყდება.
თამარ, CSRDG   12:42:21 2018-06-08  უპასუხე   
ქ-ნ მაია, ვესაუბრე იურისტებს და როგორც მათ მითხრეს თუ მაღAზია არ დაგთანხმდებათ პრინტერის შეცვლაზე უნდა მიმართოთ სასამართლოს, ოღონ სასამართლოსთვის აუცილებლად დაგჭირდებათ ექსპერტიზის დასკვნა რომ პრინტერს ნამდვილად აქვს ნაკლი. თუ ასეთი ცნობა უკვე გაქვთ სერვის ცეტრიდან მიღებული მაშინ ეს ცნობა გამოგადგებათ. თუ არ მოუციათ იქნებ მოითხოვოთ მათგან
მაია   00:13:30 2018-06-11  უპასუხე   
დიდი მადლობა ყურადღებისთვის,
მაღაზიის სერვის ცენტრმა, პირიქით, მომცა ცნობა რომ პრინტერს დეფექტი არ გააჩნია და ასეთი ხმა დამახასიათებელია ამ ტიპის მოდელებისათვის. ამ დასკვნას არ დავეთანხმე. (რადგან არც ყიდვის დროს უთქვამთ ჩემთვის, რომ ნივთისთვის ასეთი ხმა დამახასიათებელია და არც ახლა, რომ მოვიკითხე მაღაზიის კონსულტანტთან მათთვის ეხლაც უცნობია რომ ნივთი მოსვენების რეჟიმში წრიპინებს. გარდა ამისა, არანორმალურია და აუტანელი სამუშაო გარემოა, როცა პრინინტერი ჩართულია და უბრალოდ წრიპინებს მთელი დღე, მაშინაც კი როცა არც ფურცელი იბეჭდება და არც სკანერდება) არ გამოვიტანე ნივთი სერვისცენტრიდან და ავედი მაღაზიის იურისტთან, რომელიც ელოდება ბრენდისგან პასუხს...
ნივთი რომ მივიტანო სხვა ხელოსანთან ან სხვა სერვის ცენტრში, რომელთანაც ამ მაღაზიას არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და არ არის პრინტერის ბრენდის HP-ს ავტორიზებული სერვის ცენტრი, მათ მიერ გაცემული დასკვნა გამომადგება თუ არა ხარზვეზის დადასტურების შემთხვევაში ნივთის დასაბრუნებლად? სად შემიძლია გარდა მაგათი სერვის ცენტრებისა ექსპერტიზა ნივთს?
თამარ, CSRDG   11:23:27 2018-06-11  უპასუხე   
მაია ნებისმიერი სერვის ცენტრი გამოდგება ექსპერტიზის დასკვნისთვის, თუმცა ჩვენ მაინც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს გირჩევდით - მათ დასკვნებს უპირირობოდ იღებს სასამართლო. ასევე გვინდა გირჩიოთ, რომ თვითონ მისწეროთ ბრენდ ამა და ამ მოდეისთვის თუ არის დამახასიათებელი ასეთი ხმაური. ოფიციალურად მისწერეთ მათ გვერდზე მოცემულ ელექტრონულ მისამართზე და ოფიციალურ პასუხს გაგცემენ რაც სასამართლოში გამოგადგებად
თამარ, CSRDG   14:44:50 2018-06-07  უპასუხე   
მაია გავივლით იურისტებთან კონსულტაციას და მოგწერთ

lali   00:12:31 2013-07-01  უპასუხე   
გამარჯობათ,
08.04.2013-ს მაღაზია „კომპი შოპ“-ში, საბურთალოს ქუჩაზე 59 ლარად შევიძინე WiFi-ის აპარატი-როუტერი( მოდელი TP-Link TL-W841N), რომელიც გამოიყენება ინტერნეტის უსადენო მოხმარებისთვის. აპარატის შერჩევა მოხდა „კავკასუს ონლაინის“ პროფესიონალი თანამშრომლის რჩევით და დამონტაჟებაც მის მიერ მოხდა. აპარატს 6 თვიანი გარანტია ჰქონდა. ნივთის ყიდვის დროს მოვითხოვე საგარანტიო ფურცელი, მაგრამ მაღაზიის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ საგარანტიო მტკიცებულება არის ნივთის ყიდვის ჩეკი.
3,5 თვეში ინტერნეტი გამეთიშა. რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოვიძახე „კავკასუს ონლაინ“-იდან ტექნიკოსი, რომელმაც დაადგინა, რომ WiFi-ის აპარატი იყო დაზიანებული. რადგან აპარატს გარანტიის ვადა ჯერ გასული არ ჰქონდა, მივიტანე მაღაზიაში. მაღაზიამ ჩაიბარა და გადააგზავნა თავისსავე სერვის ცენტრში.მეორე დღესვე დამირეკეს და მაცნობეს,რომ აპარატი გაკეთებას არ ექვემდებარებოდა, რადგან განზრახ იყო დაზიანებული და ამიტომ აპარატი საგარანტიო ვადიდან მოხსნეს. ასეთი ახსნა-განმარტების გამო, ვთხოვე და „კავკასუს-ონლინის“ ტექნიკოსი წამყვა მაღაზიის სერვის ცენტრში,რათა კითხვებზე პროფესიონალურ ენაზე გაგვეცა პასუხი. სერვის ცენტრის წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ ან მე ან ვინმე სხვა პირმა განზრახ დააზიანა აპარატი, კერძოთ კი მასში ჩავწერეთ რაღაც უცხო პროგრამა, რომელიც განსხვავებულია ქარხნული პროგრმაისაგან და ამიტომ აპარატი შეკეთებას აღარ ექვემდებარება. რა თქმა უნდა ასეთი მტკიცება აბსურდულია, რადგან გასაგებია, რომ მე ასეთი კომპეტენცია არ გამაჩნია, რომ აპარატში რაიმე პროგრამა ჩავწერო . ნივთის ახლით შეცვლაზე უარი მითხრეს.
ამჯერად მოვითხოვე ფირმის საგარანტიო მომსახურების წესდება, რომელშიც გარკვევით წერია ასეთი პუნქტი:
„საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო ან აუცილებელ შეკეთებას )ან ანალოგიური/მსგავსი ნივთით შეცვლას, შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) .“
მიუხედავად ასეთი პუნქტის არსებობისა ნივთი მაინც არ გამომიცვალეს.
შეძენის ჩეკი,ფირმის საგარანტიო წესდება და ნივთი ხელთ მაქვს.
გთხოთ,მირჩიოთ როგორ მოვიქცე.
წინასწარ დიდი მადლობა.





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge