ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის მუშაობა
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ბიჟუტერიის შემოწმება
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში
საინფორმაციო შეხვედრები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები

ზეთის სასარგებლო თვისებები
ცხიმები, რჩევები, ჯანსაღი კვება,

მცენარეული ზეთები საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის მიერ არა მარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდაც, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი აახალგაზრდავებენ და აჯანსაღებენ ადამიანის ორგანიზმს. ამჟამადაც, ექიმი-დიეტოლოგების აზრით, ზეთები წარმოადგენენ საკვების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ორგანიზმს არა მარტო ენერგეტიკული და პლასტიკური მასალით, არამედ შეუცვლელი ნივთიერებებითაც (უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფოსფოლიპიდები, A, D, E, F ვიტამინები, სტერინები), რითაც განაპირობებენ კვების ბიოლოგიურ ეფექტურობას.

მცენარეული ზეთები მიიღება ცხიმშემცველი მცენარეების თესლებისგან. საკვებად ადამიანი ძირითადად შემდეგი მცენარეების ზეთებს იყენებს: მზესუმზირა, ზეთისხილი, სიმინდი, სოიო, მიწის თხილი, ბამბა. ყველაზე გავრცელებულია მზესუმზირის ზეთი. მას ზეთის ბაზრის დაახლოებით 60% უკავია. თუმცა ყველაზე სასარგებლოა ზეითუნის ზეთი. იგი ერთადერთი ცხიმია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი მთლიანად (100%) ითვისებს.

მზესუმზირის ზეთის სისტემატურ გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისათვის, მისი მოხმარება მიზანშეწონილია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. ხალხურ მედიცინაში მზესუმზირის ზეთი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. მას იყენებენ კოსმეტოლოგიასა და არომათერაპიაში.

ზეითუნის ზეთის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკას, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ხასიათდება ნაღველმდენი თვისებებით, იცავს ორგანიზმს ნაადრევი სიბერისაგან, ზეითუნის ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაშიც. ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, ნაკაწრებისა და მწერების ნაკბენების შეხორცებას, მისი სისტემატური მოხმარება აუმჯობესებს მხედველობას და ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს.

სიმინდის ზეთი გამოირჩევა E ვიტამინის მაღალი შემცველობით, აწესრიგებს სასქესო ჯირკვლების მუშაობას, განსაკუთრებით სასარგებლოა სიმინდის ზეთი ბავშვებისათვის და ორსულობის დროს. ზეთის ეს სახეობა აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ებრძვის გადაღლილობას და კუნთების მოდუნებას, ლეციტინის მაღალი შემცველობის გამო წარმოადგენს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის საშუალებას, ამცირებს ტრომბის წარმოქმნის საშიშროებას, ასტიმულირებს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობას. სიმინდის ზეთის რეგულარული გამოყენება რეკომენდებულია ასთმის, შაკიკის, კანის აქერცვლის დროს.




print version
15:30:23 2011-09-12

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge