ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
საინფორმაციო შეხვედრები „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, 2 აგვისტო 2019 წ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
ბეჭდური პუბლიკაციები
ეტიკეტირების ახალი წესები
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი" 18-19 ივლისი, 2019 წ.
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კარაქი განსაზღვრულია, როგორც „წყალი ცხიმში“ -- ემულსიის ტიპის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება მხოლოდ ძროხის რძისგან ან/და ძროხის რძისგან მიღებული პროდუქტებისაგან. კარაქში ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80% უნდა იყოს. თუმცა, თუ ცხიმის შემცველობა პროდუქტში არანაკლებ 39% და არაუმეტეს 79%-ია, მას უნდა ეწოდოს „კარაქი შემცირებული რძის ცხიმით“. 

გარდა ამისა, ჩვენი კანონმდებლობა კარაქის შემდეგ სახეობებს განსაზღვრავს:

  • კარაქი ტრადიციული (ნაღების) - რძის ნაწარმი, მიღებული პასტერიზებული ნაღებისგან;
  • კარაქი რეკომბინირებული - რძის ნაწარმი, მიღებული ერბოს, მშრალი გაუცხიმოებული რძისა და წყლისაგან; 
  • კარაქი შრატის - რძის ნაწარმი, მიღებული შრატის ნაღების, ან შრატის ნაღებისა და ნაღების შერევით.

ნებისმიერ შემთხვევაში, ნამდვილ კარაქში მცენარეული ცხიმი ან რაიმე სხვა, რძის ცხიმისაგან განსხვავებული ცხიმი არ უნდა იყოს შერეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პროდუქტი სხვა შესაბამისი სახელწოდებით უნდა იყოს ეტიკეტირებული, რაც ასევე საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.  





print version
16:12:59 2011-10-23

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge