ბოლო ცვლილებები

კარაქ ვალიოს ეტიკეტი
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?

პურის სასარგებლო თვისებები
ცომეული, რჩევები, ჯანსაღი კვება,

ხორბლის პური მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობის ძირითად საკვებს წარმოადგენს. იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება. პურის მოხმარების დღიური ნორმა ადამიანზე სხვადასხვა ქვეყნებში 150-დან 500 გრამამდე მერყეობს. პურის საშუალებით ადამიანი იღებს ნახშირწყლებს (40-52%), ცილებს (5-9%), მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა) და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია პური B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ასრულებენ ნერვული სისტემის რეგულატორების როლს და უზრუნველყოფენ სტრესისაგან დაცვას. გარდა ამისა, ხორბლის პურში შემავალი ცილები დიდი რაოდენობით შეიცავენ გლუტამინის მჟავას, რომელიც აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გამართულად მუშაობისთვის, აგრეთვე სწავლის უნარისა და მახსოვრობისათვის.

ნახშირწყლებიდან პური ძირითად სახამებელს და მცირე ოდენობით უჯრედანას შეიცავს. სახამებელი ადამიანისთვის ადვილად შეთვისებადი ნივთიერებაა. უჯრედანა კი პირიქით - ადამიანის ორგანიზმის მიერ არ შეითვისება, თუმცა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. კერძოდ, უჯრედანა:

• აძლიერებს ნაწლავების პერესტალტიკას;
• ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას;
• დადებით როლს ასრულებს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზაციაში, თრგუნავს ლპობის პროცესებს;
• დადებით გავლენას ახდენს ლიპიდურ ცვლაზე, რომლის დარღვევამაც შესაძლებელია სიმსუქნემდე მიგვიყვანოს;
• ბოჭავს ნაღვლის მჟავებს;
• ხელს უწყობს მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოყვანას ორგანიზმიდან.

რაც უფრო მაღალია ფქვილის ხარისხი, მით მეტია მასში სახამებლის შემცველობა და ნაკლებია უჯრედანას შემცველობა. მაღალი ხარისხის ფქვილისსგან გამომცხვარი პური, რა თქმა უნდა, უფრო ნოყიერია, მაგრამ უფრო დაბალი ბიოლოგიური ღირებულებით ხასიათდება, რადგან თითქმის არ შეიცავს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის ორგანიზმს უჯრედანაც სჭირდება. საკვებში უჯრედანას ან სხვა შეუთვისებადი ნახშირწყლების ნაკლებლობა კუჭნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და შესაძლოა სწორნაწლავის ავთვისებიანი სისმსივნის მიზეზიც კი გახდეს. ამიტომ, გირჩევთ, მხოლოდ ქათქათა თეთრი პურით ნუ იკვებებით.

გარდა ხორბლისა, პური ჭვავის ფქვილისგანაც ცხვება. გემრიელ პურს აცხობენ აგრეთვე ხორბლისა და ჭვავის ფქვილის ნარევისგან. ჭვავის პური ნაკლებად კალორიულია (100 გრამი ჭვავის პურის საშუალო ენერგეტიკული ღირებულებაა 190 კკალ, ხორბლის პურისა კი - 233 კკალ) და დიეტურ კვებაში გამოიყენება. გარდა ამისა, სხვადასხვა დაავადებების დროს დიეტოლოგები გვირჩევენ მივირთვათ ისეთი დამატებებით დამზადებული პური, როგორიცაა მაგალითად:
• ქატოს დამატებით დამზადებული პური – შეკრულობის, სიმსუქნისა და ჭარბი წონის დროს;

• ცილების დამატებით დამზადებული პური, რეკომენდებულია დიაბეტის დროს;
• ლეციტინიანი პური – ათეროსკლეროზის, ანემიის, ღვიძლის დაავადებებისა და სტრესით გამოწვეული შედეგების შემცირებისათვის არის რეკომენდებული;

• კვლიავის დამატებით დამზადებული პური – კარგია შებერილობისა და მუცელში სიმძიმის დროს;

• იოდის შემცველი პური – გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას;

• უმარილო და მცირემარილიანი პური – რეკომენდებულია თირკმელების, ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას. 

 

მასალის გამოყენებისას ვებ-გვერდის მითითება სავალდებულოა!




print version
15:02:34 2011-09-20

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge