ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
შაქრის ეტიკეტი

სტანდარტი თუ გოსტი?

საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები (”გოსტები”), რომელთა დაცვა სავალდებულო იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი წარმოებული პროდუქტი ამ პროდუქტისთვის დადგენილი ”გოსტის” შესაბამისი უნდა ყოფილიყო. იმისთვის, რომ პროდუქცია უკიდურესად ერთგვაროვანი არ გამოსულიყო, ”გოსტებში” არსებობდა სავალდებულო ნაწილი, რომლის დაცვა ყველა შემთხვევაში აუცილებელი იყო და არასავალდებულო ნაწილი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა.

დამოუკიდებელ საქართველოში 90-იან წლებში ”გოსტების” დიდი ნაწილი ძალაში დარჩა როგორც გამოყენებისთვის დაშვებული ტექნიკური დოკუმენტაცია. პარალელურად დაიწყო საქართველოს სტანდარტების შემუშავებაც (რომლებიც უმეტესწილად ქართულად ნათარგმს "გოსტებს" წარმოადგენდნენ). თუმცა სტანდარტების სავალდებულო ძალა თანდათან შერბილდა _ სტანდარტთან შესაბამისობა მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქციას მოეთხოვებოდა (არსებობდა ასეთი პროდუქციის ჩამონათვალი). 2005 წლიდან კი ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ საქართველოში სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. თუმცა, ამავე დროს შემოღებული იქნა სხვა დოკუმენტები, ე.წ. ”ტექნიკური რეგლამენტები”, რომელთა დაცვა სავალდებულოა.




print version
14:10:34 2009-12-17

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge