ბოლო ცვლილებები

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
ბაზრის სახელმწიფო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე

ანტიმიკრობული რეზისტენტობა
არასასურველი ნივთიერებები სურსათში,

ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობას. ანტიმიკრობული რეზისტენტობის შედეგად მხოლოდ ევროკავშირში წელიწადში 25 000 ადამიანი იღუპება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს პრობლემა 2050 წლისათვის უფრო მეტი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, ვიდრე სიმსივნე.

ანტიმიკრობული პრეპარატები აუცილებელია ადამიანისა და ცხოველის ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებების მკურნალობისათვის. თუმცა, მათმა გადაჭარბებულმა ან არასათანადო გამოყენებამ შეიძლება რეზისტენტული ბაქტერია წარმოშვას, რის შემდეგაც ორგანიზმი უკვე აღარ ექვემდებარება ანტიობიოტიკებით მკურნალობას. ეს პრობლემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოვლინდა და ადამიანებისა თუ ცხოველების ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ რისკს წარმოადგენს. ანტიბიოტიკები არა მხოლოდ ცხოველების მკურნალობისას გამოიყენება, არამედ მათი გამოყენება ცხოველების საკვებშიც ხდება. ისინი ცხოველის ორგანიზმში რჩება და შემდეგ ცხოველური წარმოშობის პროდუქტიდან ადამიანის ორგანიზმში გადადის. 

ცხოველებში ანტიბიოტიკების გამოყენების შეზღუდვისათვის აუცილებელია ეროვნულ დონეებზე შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა და ვეტერინარული კონტროლის განხორციელება. 




print version
15:44:46 2018-10-04

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge