ბოლო ცვლილებები

კარაქ ვალიოს ეტიკეტი
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?

სტანდარტი: განმარტება

სტანდარტი ნიშნავს კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებულ და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებულ დოკუმენტს, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით. თუ პროდუქციის წარმოებისას ეს მახასიათებლები დაცულია, ამბობენ, რომ პროდუქცია სტანდარტს შეესაბამება.

საქართველოში სტანდარტების შემუშავებას, რეგისტრაციას და გავრცელებას ახორციელებს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

სტანდარტების ერთ-ერთ ძირითად დანიშნულებას სხვადასხვა ტიპის საქონლის ტექნიკური შეთავსებადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მაგალითად, ელექტროსაქონლის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა, თუ წინასწარ არ იქნებოდა დადგენილი საცხოვრებელ ბინებში მიწოდებული დენის ერთიანი მახასიათებლები (ძაბვა, სიხშირე, მაქსიმალური დენის ძალა).

სტანდარტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის საქონლის, მომსახურების, პროცესის  უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იგივე მაგალითი რომ გავაგრძელოთ, ნებისმიერი ელექტროსაქონლის სტანდარტი ადგენს, რომ ამ საქონლის ყველა ნაწილი ან პანელი, რომელსაც ადამიანი შეიძლება შეეხოს, დაფარული უნდა იყოს ისეთი საიზოლაციო ფენით, რომელიც აი იმ სტანდარტული დენისგან ადამიანის დაცვას უზრუნველყოფს.

საქართველოში მოქმედი სტანდარტები სახეებია:

საქართველოს სტანდარტი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის საფუძველზე,ისე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ;

საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის სტანდარტი - სტანდარტიზაციის საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის (ISO, IEC/CEN, CENELEC) მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქართველოში მიღებულ იქნას საქართველოს სტანდარტად.

სახელმწიფოთაშორისო სტანდარტი(გოსტ) -რომელიც საქართველოში გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1995 წლის შეთანხმებისსტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებსაფუძველზე.

საწარმოს შიდა სტანდარტი - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად საწარმოს შიდა სტანდარტებს შეიმუშავებს, ამტკიცებს და აღრიცხავს თვით საწარმო, ასეთი სტანდარტი სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცვიას არ საჭიროებს. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული საწარმოს შიდა სტანდარტის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველოს ქართუოლენოვანი სტანდარტების ჩამონათვაი იხილეთ ამ ბმულზე http://geostm.ge/cms-images/katalogi..pdf



print version
12:45:32 2012-06-21

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge