ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სახელმწიფო კონტროლის შედეგები
სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა
სესხის წინსწრებით დაფარვა
სესხები ფიზიკური პირებისათვის
ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში

სტანდარტები

სტანდარტები არ წარმოადგენენ ნორმატიულ აქტებს. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტის მოთხოვნების დაცვა ყველასთვის სავალდებულო არ არის. კონკრეტული სტანდარტის შესრულება სავალდებულო ხდება მხოლოდ იმ პირისთვის, რომელიც აცხადებს, რომ ნებაყოფლობით იცავს ამა თუ იმ სტანდარტს.

აქ მოყვანილია საქართველოში მოქმედი იმ სტანდარტების ტექტსები, რომელიც აუცილებელია მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. გაითვალისწინეთსტანდარტის ტექსტზე ვრცელდება საავტორო უფლებები. მისი კომერციული მიზნით გამოყენება ან გავრცელება ავტორის ნებართვის გარეშე არ შეიძლება. ამ საიტზე სტანდარტების ტექსტები მხოლოდ მომხმარებელთა ინტერესთა დაცვის მიზნით ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნული სტანდარტები, რომელიც სტანდარტიზაციის სფეროს არეგულირებს:

საქართველოს ყველა ეროვნული სტანდარტის ჩამონათვალი

მთელი რიგი (რამოდენიმე ათასი) საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სტანდარტი საქართველოს მიერ მიღებულია ეროვნულ სტანდარტად. მათი ჩამონათვალი იხილეთ აქ. ამ სტანდარტების ტექსტები შეიძლება გამოითხოვოთ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოდან. თუმცა გაითვალისწინეთ - ამ სტანდარტების უდიდესი ნაწილი ეროვნულ სტანდარტად აღიარებულია ქართულად თარგმნის გარეშე. ასე რომ, დიდი ალბათობით, სააგენტო მათ ტექსტს ინგლისურ, რუსულ ან სხვა ენაზე მოგაწვდით. ქვემოთ ვათავსებთ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ზოგიერთი სტანდარტის ტექსტს:

ამავე დროს ზოგიერთი სტანდარტი ინტერნეტშიც არის ხელმისაწვდომი. კერძოდ, კოდექს-ალიმენტარიუსის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების ტექსტები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტო აგრეთვე არეგისტრირებს ე.წ. მეწარმე სუბიექტის სტანდარტებს  _ ანუ სტანდარტებს, რომელიც რომელიმე მეწარმე სუბიექტის მიერ არის მომზადებული. ამ სტანდარტების ტექსტებს, გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო როგორც წესი არ გვაძლევს. ქვემოთ განთავსებულია იმ სტანდარტების ტექსტები, რომელთა მოპოვება უშუალოდ მეწარმეებისგან გამოთხოვით მოხერხდა (ტექსტები ქვეყნდება მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით):

მეწარმე სუბიექტის ყველა ქართული სტანდარტის ჩამონათვალი 




print version
14:55:53 2013-02-08

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge