ბოლო ცვლილებები

ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შაქრის ეტიკეტი
პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი
ინფორმაცია სამომხმარებლო პროდუქციის შესახებ
სემინარები თელავსა და ლაგოდეხში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“

ნორმატიული აქტი

ნორმატიული აქტი” ნიშნავს საჯარო ორგანოს მიერ გამოცემულ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოში ან მუნიციპალიტეტში ქცევის სავალდებულო წესებს ადგენს.  თუმცა საჯარო ორგანოების მიერ გამოცემული ნებისმიერი დოკუმენტი ნორმატიული აქტი არაა. იმისთვის, რომ დოკუმენტი ნორმატიული აქტი იყოს, საჭიროა:

  • მის გამომცემ ორგანოს ჰქონდეს ნორმატიული აქტების (და კონკრეტულად ამ ტიპის აქტის) გამოცემის უფლებამოსილება. მაგალითად, კანონების მიღება შეუძლია მხოლოდ პარლამენტს, მინისტრს შეუძლია მხოლოდ ბრძანებების გამოცემა, მთავრობის ნორმატიული აქტია დადგენილება, პრეზიდენტის _ ბრძანებულება და ა.შ.
  • საკითხი, რომელსაც ეხება ეს აქტი, შედიოდეს მისი გამომცემი ორგანოს კომპეტენციის სფეროში; მაგალითად, პოლიცია ვერ დაადგენს გადასახადებს, მინისტრი ვერ გამოაცხადებს ომს, გამგებელი ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს და ა.შ. საჯარო ორგანოების უფლებამოსილება როგორც წესი დგინდება კონსტიტუციით, ორგანული კანონით ან კანონით;
  • დაცული იყოს ასეთი აქტების გამოცემისთვის დადგენილი პროცედურა. მაგალითად, კანონის მისაღებად საჭიროა მისი განხილვა პარლამენტში და სამი კენჭისყრა, გარდა ამისა მკაცრად განსაზღვრულია, თუ ვის შეუძლია კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში და ა.შ.

ნორმატიული აქტების სახეებია:

  • კონსტიტუცია,
  • ორგანული კანონი,
  • კანონი,
  • პრეზიდენტის ბრძანებულება,
  • მთავრობის დადგენილება,
  • მინისტრის ბრძანება,
  • საკრებულოს გადაწყვეტილება,
  • ქალაქის მერის ან მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება

და სხვა.

ნორმატიული აქტის ამოქმედებისთვის, გარდა მისი სათანადოდ დამტკიცებისა, აუცილებელია აგრეთვე მისი გამოქვეყნება. ნორმატიული აქტი ძალაში შედის მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ. ცენტრალური ხელისუფლების ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ოფიციალური ორგანოა ჟურნალი ”საკანონმდებლო მაცნე”. 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხელმისაწვდომია ინტერნეტით. 




print version
17:29:56 2011-01-21

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge