momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სასამართლოში წარდგენილ პრეტენზიას ”სარჩელი” ეწოდება.

როგორც წესი, სარჩელის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ უშუალო დაზარალებულს. გარდა ამისა, სარჩელის სასამართლოში შესატანად აუცილებელია ბაჟის გადახდა, რომელიც მინიმუმ 100 ლარია

უბრალო საჩივრისგან განსხვავებით, სარჩელში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი არა მარტო ის, თუ რა მოხდა და რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, არამედ საფუძვლიანად უნდა იყოს განხილული კანონის ის დებულებები, რომელთა საფუძველზე არსებობდა ის უფლება, რომელიც დაირღვა და რომელთა საფუძველზე ეხლა ამ ადამიანს შეუძლია კომპენსაციის ან უფლების აღდგენის მოთხოვნა

ასე რომ, სარჩელის მომზადება გამოცდილი ადვოკატის გარეშე საკმაოდ რთულია. საწყისი იურიდიული კონსულტაცია ადვოკატებთან (ანუ იმის გაგება, ღირს თუ არა სასამართლოს მიმართოთ, რა შანსები გაქვთ მოგების), როგორც წესი, უფასოა. გარდა ამისა, ზოგ ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამები, რომლის ფარგლებში ისინი მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. 

თუკი თვლით, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაირღვა, იურიდიული კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ამ ვებსაიტის, ჩვენი ფეისბუქის გვერდისა, ან ტელეფონის  მეშვეობით ნომრებზე: 2399018 ან 2194242




print version
12:32:10 2009-12-21

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge