ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სახელმწიფო კონტროლის შედეგები
სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა
სესხის წინსწრებით დაფარვა
სესხები ფიზიკური პირებისათვის
ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები

აკრედიტაცია

ზოგი ტიპის საქმიანობისთვის (მაგალითად, გამზომი ლაბორატორიების საქმიანობისთვის) განსაკუთრებული ცოდნის მქონე პერსონალის ყოლა ან სპეციალური მოწყობილობის ქონა არის აუცილებელი. როგორც წესი ასეთი საქმიანობის განხორციელებას სპეციალური ნებართვები ესაჭიროება, რომლის მისაღებად განსაკუთრებული პროცედურების გავლაა საჭირო. 

ერთ-ერთი ასეთი პროცედურა არის აკრედიტაცია. აკრედიტაცია ნიშნავს პირის ან ორგანიზაციის მიერ რაიმე სპეციალური საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასებას.

აკრედიტაციის ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებს, ე.წ. აკრედიტაციის ორგანოებს. 

შეფასების დადებითი დასკვნის შემთხვევაში აკრედიტაციის ორგანო შემოწმებულ პირს ან ორგანიზაციას აძლევს აკრედიტაციის მოწმობას. მოწმობა ადასტურებს, რომ პირი ან ორგანიზაცია აკრედიტებულია (ანუ უფლებამოსილია) შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაზე (მოწმობის ნიმუში).




print version
14:54:03 2012-06-21

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge