ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

ინფორმაცია მეწარმეებისთვის
რჩევები,

მეწარმეთა საყურადღებოდ!

სურსათის ცხელ ხაზზე” შემოსულ საჩივრებს ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად გადაამოწმებს და შედეგებს ამ ვებ-გვერდზე გააშუქებს. ჩვენ აგრეთვე ვიღებთ  მომხმარებლის დახმარების თხოვნებს სხვა საქონელთან დაკავშირებით და ყოველი ასეთი შემთხვევა აგრეთვე შუქდება ამ ვებ-პორტალზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებულია მაღაზიაც, რომელშიც პროდუქტის შეძენა მოხდა, და მისი მწარმოებელიც. ჩვენ გვესმის, რომ ასეთმა გაშუქებამ შესაძლოა კონკრეტული მეწარმეების ინტერესები სერიოზულად დააზიანოს. ამიტომ გთავაზობთ თქვენი ბიზნესის ინტერესების დაცვის საშუალებებს აქვე, ამ ვებ-პორტალზე. კერძოდ:

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საწარმო ან ნაწარმი კრიტიკულად არის მოხსენიებული ჩვენი შემოწმებების აღმწერ ინფორმაციაში, თქვენ გაქვთ თქვენი ბიზნესის ინტერესების დაცვის შემდეგი შესაძლებლობები:

  • თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ გამოთქმული კრიტიკა არასწორია, თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ ეს მოსაზრება იქვე, იმავე სტატიაზე კომენტარების საშუალებით. კომენტართან ერთად შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტები, ფოტოები ან ვებ-ლინქები _ ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენს მიერ ატვირთული მთელი ინფორმაცია უცვლელად, და ჩვენს მიერ გაშუქებული ინფორმაციის თანაბრად, იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის;
  • თუკი ჩვენს მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეთანხმებით, მაგრამ უკვე გამოასწორეთ ის დარღვევა, რომელიც ჩვენს სტატიაშია გაშუქებული, ჩვენ მზად ვართ იგივე მეთოდით გავაშუქოთ ეს გარემოება. ამისთვის თქვენ უნდა დაგვიკავშირდეთ სურსათის ცხელ ხაზზე (219-42-42) და გვაცნობოთ იმის შესახებ, რომ თქვენ გამოასწორეთ დარღვევა და გსურთ ამის დაფიქსირება. ამის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი გაუფრთხილებლად ეწვევა თქვენს მიერ მითითებულ მაღაზიას და შეისყიდის თქვენს მიერ მითითებულ სურსათს. მიღებული შედეგები გაშუქდება იმავე გვერდზე, სადაც აღმოჩენილ დარღვევაზე იყო საუბარი. (გთხოვთ გაითვალისწინოთ; მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, მიღებული დადებითი შედეგი კიდევ რამდენჯერმე გადამოწმდება, რა თქმა უნდა მოულოდნელად)

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს პირობები სამართლიანი არ არის, გთხოვთ კომენტარებში მოგვწეროთ ამის შესახებ და შემოგვთავაზოთ გაუმჯობესების გზები.

ამავე დროს, გთხოვთ, ჩვენთან ურთიერთობაში შემოიფარგლოთ მხოლოდ გამჭვირვალე მეთოდებით: ამ ვებ-პორტალზე ან ფეისბუქის შესაბამის გვერდზე კომენტირებით, ან სურსათის ცხელ ხაზზე დარეკვით (სურსათის ცხელ ხაზზე შემოსული ყველა ზარი აღირიცხება და ყველა საუბარი იწერება).




print version
15:25:26 2012-09-14

კომენტარის დამატება

Nesi Kochadze   11:44:34 2013-01-14  უპასუხე   
მოგესალმებით "რაჭის წყაროებიდან", როგორც იქნა მოვახერხეთ თქვენს საიტზე შესვლა და დაკავშირება, გიგზავნით თქვენი წერილის საპასუხო წერილს

datuna.docx


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge