ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სემინარი ჟურნალისტებისათვის
სურსათის უვნებლობის კონტროლისათვის საჭირო კადრები
უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება
წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
მოგზაურობის ხარვეზები
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები

საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი" 18-19 ივლისი, 2019 წ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით 18-19 ივლისს ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობაზე. სააგენტოს რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ისაუბრეს სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე, პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. გაიმართა დისკუსია.

ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოების, მათ შორის ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და კომუნიკაციის გააქტიურებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის.


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ასეთი შეხვედრები საქართველოს 10 რეგიონულ ქალაქში იმართება.

პროექტი ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „თანამშრომლობა განვითარებისათვის და დემოკრატიის ხელშეწყობა“ და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
 




print version
14:17:27 2019-07-22

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge