ბოლო ცვლილებები

ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შაქრის ეტიკეტი
პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი
ინფორმაცია სამომხმარებლო პროდუქციის შესახებ
სემინარები თელავსა და ლაგოდეხში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“

ხშირად დასმული კითხვები

ვისთვისაა ეს საიტი?

ეს საიტი არის ისეთი მომხმარებლებისთვის, ვისაც უნდა:

  • არ იყოს მოტყუებული;
  • არ ითმინოს უსამართლობა;
  • სხვებმა არ გაიმეორონ მისი შეცდომები;
  • საზოგადოებაში დაინერგოს მომხმარებლისადმი პატივისცემა.

სხვაგან ხომ არ მოხვდით?

ეს ვებსაიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას.

ჩვენ არ ვართ სამთავრობო უწყება ან მაკონტროლებელი ორგანო. 

ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს რამე ვუბრძანოთ, ან ვაიძულოთ, ან დავსაჯოთ.

ჩვენ გვაქვს იგივე უფლებები, რაც თითოეულ თქვენგანს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

ჩვენი მიზანია უბრალოდ აგიხსნათ თქვენი უფლებები და შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ მათ დაცვაში.

რას გთავაზობთ?

ამ საიტზე ჩვენ შევეცადეთ დეტალურად განგვემარტა მომხმარებლის უფლებები და ამ უფლებების დაცვის გზები და შესაძლებლობები. ყოველი განმარტების შემდეგ დატოვებულია ადგილი თქვენი კომენტარისთვის, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ, თუკი რაიმე ვერ გაიგეთ, ან მოითხოვოთ დამატებითი ახსნა-განმარტება. ჩვენ შევეცდებით ყველა ასეთ კომენტარს ვუპასუხოთ.

გარდა ამისა, ჩვენ ვუპასუხებთ ყოველ კომენტარს, სადაც მომხმარებელი აღწერს მისი უფლებების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევას. ჩვენ მას განვუმარტავთ, თუ რა უფლებები დაირღვა და ვურჩევთ, როგორ მოიქცეს.

ჩვენ გთავაზობთ შეჯამებულ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული დარღვევების შესახებ. ეს იმისთვის კეთდება, რომ თქვენ იცოდეთ, გაფრთხილდეთ და აღარ მოტყუვდეთ. კარგი იქნება, თუ თქვენც გაუზიარებთ თქვენს დადებით, ან უარყოფით გამოცდილებას სხვებს. ეს მათ დაეხმარება, რომ არ მოტყუვდნენ.

რატომ უნდა დავწერო რა გადამხდა?

თქვენი გამოცდილების დეტალურად აღწერას რამდენიმე მიზანი აქვს:

  • ჩვენ გავაანალიზებთ თქვენს ინფორმაციას და აგიხსნით, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები, შეიძლება თუ არა მათი დაცვა/აღდგენა და რა გზით, როგორ უნდა მოიქცეთ, რათა მომავალში იგივე არ განმეორდეს, რა ზომები შეიძლება მიიღოთ, რათა ანალოგიური შემთხვევები არ ხდებოდეს;
  • თქვენს ინფორმაციას წაიკითხავენ სხვა მომხმარებლები და გაფრთხილდებიან, ან სულაც მოერიდებიან ისეთ მეწარმეებს, რომლებიც მომხმარებლის უფლებებს პატივს არ სცემენ. 
  • თქვენი ინფორმაციის გაცნობის საშუალება მიეცემათ მეწარმეებს. ვფიქრობთ, ბევრი მათგანი შეეცდება გამოასწოროს თავისი პროდუქციისა, თუ მომსახურების ხარისხი.
  • თქვენი ინფორმაციის გაცნობის საშუალება ექნებათ სახელმწიფო ორგანოებს. ეს მათ შეუქმნის წარმოდგენას, თუ რა მიმართულებით უნდა წარიმართოს მეწარმეების კონტროლი, ან მომხმარებლების დაცვა ჩვენს ქვეყანაში.



print version
14:45:58 2012-07-06

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge