ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

მედიასაშუალებებს
რჩევები, წესები,

ამ ვებსაიტის დანიშნულებაა მომხმარებლების ინტერესების დაცვა, მათი განათლება და ინფორმირება იმისთვის, რომ მათ სასურველი პროდქუციის არჩევა გაუიოლდეთ. ვიმედოვნებთ, რომ მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იყენებენ, ამ მიზანს იზიარებენ.

იმისთვის, რომ მომხმარებელთა ინტერესები არ დაზარალდეს, აუცილებელია მომხმარებლს მიუკერძოებელი, სრული და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს. განსაკუთრებით ეს ეხება ინფორმაციას, სადაც კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლები (უვნებლობა, ხარისხი) არის აღწერილი. ასეთი ინფორმაციის გაშუქებისას აუცილებელია ზუსტად მიეთითოს, თუ სად და როდის იქნა შეძენილი ამა თუ იმ მახასიათებლის მქონე პროდუქტი, ეთანხმება თუ არა მეწარმე ამ მონაცემებს და აპირებს თუ არა მათ შეცვლას, ჩატარდა თუ არა ამავე პროდუქტის შემოწმებები სხვა დროს და რა იყო მათი შედეგი, იყო თუ არა ინფორმირებული სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და მოხდა თუ არა რეაგირება მისი მხრიდან - ყოველივე ეს ინფორმაცია მომხმარებელს აძლევს სრულ სურათს, რომელზე დაყრდნობითაც ის იღებს გადაწყვიტილებას, შეიძინოს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენ ვცდილობთ, ყოველ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებული ასეთი ინფორმაცია ერთ სტატიაში იყოს თავმოყრილი. გთხოვთ სტატიების გაშუქებისას მასში აღწერილი ინფორმაცია სრულად ასახოთ, რათა თავიდან აიცილოთ ინფორმაციის არასრულად გადმოცემა ან დამახინჯება, რაც მომხმარებელს არასწორ შთაბეჭდილებას შეუქმნის პროდუქტზე და დააზარალებს როგორც მომხმარებელს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმესაც.

ჩვენი საიტიდან ინფორმაციის გამოყენებისას გთხოვთ არ დაუშვათ ინფორმაციის დამახინჯება, არასრულად გადმოცემა, ან სხვამხრივ მოდიფიცირება, რამაც მომხმარებელი შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს! 

გთხოვთ, ჩვენი მასალის გამოყენებისას, მიუთითოთ www.momxmarebeli.ge , როგორც ინფორმაციის წყარო. ასეთი მითითების შემთხვევაში, ჩვენი მასალის გამოყენება უფასოა.




print version
15:54:24 2013-03-07

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge