ბოლო ცვლილებები

შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
ვის მივმართოთ?
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა

ერთობლივი შემოწმება
წესები,

მეწარმეთა სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია სასურსათო პროდუქტის შემოწმება მეწარმესთან ერთად განვახორციელოთ. თუმცა, ამ დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  • მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელმა, ოფიციალური წერილით უნდა მოგვთხოვოს ერთობლივი შემოწმების ჩატარება და თავის წერილში მიუთითოს თავისი წარმომადგენელი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი), ვინც ერთობლივი შემოწმების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას.
  • შემოწმდება გასაყიდად განკუთვნილი, ჩვენს მიერ ადრე შემოწმებული კონკრეტული დასახელების პროდუქტის შემთხვევით არჩეული ნიმუში და არა ის ნიმუში, რომელსაც მეწარმე მიგვითითებს.
  • თუკი შემოწმება ხდება მაღაზიის თხოვნით, სადაც ნიმუშის აღება უნდა მოხდეს, მაღაზიას მხოლოდ მას შემდეგ ვაცნობებთ ნიმუშის შესყიდვის თაობაზე, როცა ჩვენი წარმომადგენელი მაღაზიაში მივა.
  • თუკი შესყიდვა ხდება მაღაზიაში, მაგრამ შესყიდვით დაინტერესებულია არა მაღაზიის მეპატრონე, არამედ სხვა მეწარმე (მწარმოებელი, დისტრიბუტორი), მას შესყიდვის თაობაზე ვაცნობებთ მხოლოდ 1 საათით ადრე (შეიძლება ეს დრო მცირედით გაიზარდოს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, თუკი მეწარმის წარმომადგენელს, ობიექტური მიზეზების გამო, მეტი დრო სჭირდება შესყიდვის ადგილამდე მოსასვლელად).
  • ლაბორატორია, სადაც ნიმუშები შემოწმდება, ჩვენსა და მეწარმეს შორის წინასწარი შეთანხმებით შეირჩევა.
  • მეწარმის სურვილის შემთხვევაში, ლაბორატორიული შემოწმება განხორციელდება იმგვარად, რომ ლაბორატორიას არ ჰქონდეს შესაბამისი სინჯ(ებ)ის იდენტიფიცირების შესაძლებლობა. ამისთვის, გარდა ძირითადი სინჯისა, შემოწმდება იდენტურ შეფუთვაში მოთავსებული რამდენიმე საკონტროლო სინჯი. იმისთვის, რომ ძირითადი და საკონტროლო სინჯების გარჩევა შეუძლებელი იყოს, გამოიყენება სინჯების ფარული ნომრებით დანომვრის მეთოდიკა (იხ. ქვემოთ). გარდა ამისა, თუ ეს შესაძლებელია, სინჯების გამოცდა განხორციელდება ერთდროულად ორ, ან მეტ ლაბორატორიაში.
  • ლაბორატორიაში სინჯების ჩაბარება და ასევე ლაბორატორიიდან პასუხის გამოტანა მოხდება მეწარმესთან ერთად. ასევე ერთობლივად განხორციელდება სინჯების აღების ოქმში ფარული ნომრების გახსნა (თუკი მეწარმე ზემოთა პუნქტში აღნიშნულ პროცედურას აირჩევს).
  • ერთობლივი შემოწმების შედეგები განთავსდება ვებსაიტზე momxmarebeli.ge.
  • ერთობლივი შემოწმების შედეგები გადამოწმდება დამოუკიდებელი შესყიდვის საშუალებით, მეწარმის გაფრთხილების გარეშე. შედეგები აგრეთვე განთავსდება საიტზე momxmarebeli.ge.

დაფარული ნომრებით სინჯების დანომვრა:

დაფარული ნომრები წარმოადგენს მცირე ზომის (დაახლოებით 1,5 სმX4 სმ), გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცლებს, რომლებსაც ერთი მხრიდან, ორივე ბოლოზე, უშლელი მარკერით აწერია ერთი და იგივე ნომერი:

ამ ფურცელს ზემოდან (ნომრების მხრიდან), ორმხრივი სკოჩით ეკვრება ამავე ზომის, შავი (ან სხვა) ფერის გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცელი:



ასე გამზადებული სხვადასხვა ნომრები კარგად აირევა. სინჯების აღებისას თითოეული ნომერი (შავი პლასტიკის მოშორების გარეშე) იჭრება შუაზე და მისი ერთი ნახევარი ეკვრება სინჯს, მეორე კი ჩაიკვრება სინჯის აღების ოქმში. სინჯზე დაკრული ნომრის გახსნა (ზედა პლასტიკის მოშორება) ხდება სინჯების ლაბორატორიისთვის ჩაბარებისას. სინჯების აღების ოქმში ჩაკრული ნომრები კი იხსნება მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების პასუხის მიღების შემდგომ. ამ მომენტამდე სინჯის აღების ოქმი შეინახება საგულდაგულოდ დაბეჭდილ, გაუმჭვირვალე კონვერტში, მეწარმესთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას.
 




print version
16:25:54 2012-04-17

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge