ბოლო ცვლილებები

შპს ბოკოლასა და ი/მ გიორგი ლონდარიძის პელმენების შემოწმება
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
ვის მივმართოთ?
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
კარაქ „პრეზიდენტის“ შემოწმება
გაყინული ხინკალი შპს „კამადან“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა

ინფორმაცია მეწარმეებისთვის
რჩევები,

სურსათთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსულ საჩივრებს ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად გადაამოწმებს და შედეგებს ამ ვებსაიტზე გააშუქებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებულია მაღაზიაც, რომელშიც პროდუქტის შეძენა მოხდა, და პროდუქტის მწარმოებელიც. ჩვენ გვესმის, რომ ასეთმა გაშუქებამ შესაძლოა კონკრეტული მეწარმეების ინტერესები სერიოზულად დააზიანოს, ამიტომ გთავაზობთ თქვენი ბიზნესის ინტერესების დაცვის საშუალებებს აქვე, ამ ვებსაიტზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საწარმო ან ნაწარმი კრიტიკულად არის მოხსენიებული ჩვენი შემოწმებების აღმწერ ინფორმაციაში, თქვენ გაქვთ თქვენი ბიზნესინტერესების დაცვის შემდეგი შესაძლებლობები:

  • თუ მიგაჩნიათ, რომ გამოთქმული კრიტიკა არასწორია, ან უკვე გამოასწორეთ ის დარღვევა, რომელიც ჩვენს სტატიაშია გაშუქებული, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია იქვე, იმავე სტატიაზე კომენტარის საშუალებით. კომენტართან ერთად შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტები, ფოტოები ან ვებბმულები. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენს მიერ ატვირთული მთელი ინფორმაცია უცვლელად, და ჩვენს მიერ გაშუქებული ინფორმაციის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის;

  • თუ გსურთ, რომ თქვენს მიერ დარღვევის გამოსწორება გადავამოწმოთ და გავაშუქოთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებსაიტის, ფეისბუქის გვერდის, ან ტელეფონის მეშვეობით (239 90 19/18, 219-42-42). ამის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი გაუფრთხილებლად ეწვევა თქვენს მიერ მითითებულ მაღაზიას და შეისყიდის თქვენს მიერ მითითებულ სურსათს. მიღებული შედეგები გაშუქდება იმავე გვერდზე, სადაც აღმოჩენილ დარღვევაზე იყო საუბარი. გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, მიღებული დადებითი შედეგი კიდევ გადამოწმდება.

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ სურსათის ერთობლივი შემოწმების ჩატარება. 

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს პირობები სამართლიანი არ არის, გთხოვთ კომენტარებში მოგვწეროთ ამის შესახებ და შემოგვთავაზოთ გაუმჯობესების გზები.





print version
16:31:20 2012-09-14

კომენტარის დამატება

Nesi Kochadze   11:44:34 2013-01-14  უპასუხე   
მოგესალმებით "რაჭის წყაროებიდან", როგორც იქნა მოვახერხეთ თქვენს საიტზე შესვლა და დაკავშირება, გიგზავნით თქვენი წერილის საპასუხო წერილს

datuna.docx


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge