ბოლო ცვლილებები

ბიჟუტერიის შემოწმება
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში
საინფორმაციო შეხვედრები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის მუშაობა
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
კანონმდებლობა, რჩევები,

მომხმარებლისათვის თავს მოხვეულმა სახელშეკრულებო პირობებმა იგი შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს. შესაბამისად, მას სათანადო დაცვა სჭირდება. სხვადასხვა კომპანიის მიერ ათასობით ხელშეკრულება იდება ყოველდღიურად და შეუძლებელია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად მოხდეს ხელშეკრულების პირობების განხილვა. სწორედ ამიტომ, კომპანიები წინასწარ გამზადებულ სახელშეკრულებო პირობებს სთავაზობენ მომხმარებლებს, რომლებსაც ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს უწოდებენ. მომხმარებლებიც ხშირად ყოველგვარი ინდივიდუალური მოლაპარაკებებისა და პირობების დეტალური გაცნობის გარეშე დებენ ხელშეკრულებებს.

საქართველოში სამოქალაქო კოდექსის 342-348 მუხლები იცავს მომხმარებელს ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობებისაგან. 342-ე მუხლის შესაბამისად, „ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც შემთავაზებელი უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა“.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, თუ ორივე ქვემოთ მოცემული პირობა იქნება სახეზე:
1. შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე (მაგალითად, გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება) და
2. ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.

თუ მეწარმის მიერ მომხმარებლისათვის დასადებ სტანდარტულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება ისეთი პირობა, რომელიც იმდენად უჩვეულოა, რომ მომხმარებელს არ შეეძლო მისი გათვალისწინება, კანონის მიხედვით, ასეთი დებულება შეიძლება სასამართლოს მიერ ბათილად იქნას ცნობილი.

მეწარმე ვალდებულია მომხმარებელთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს ნათელ და არაორაზროვან დებულებებს. თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შინაარსი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მომხმარებლის სასარგებლოდ.

გარდა ამისა, თუ მეწარმე, მომხმარებელთან დასადებ ხელშეკრულებაში ისეთ პირობებს გაითვალისწინებს, რომლებიც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს ეწინააღმდეგება და საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის, ასეთი პირობების ბათილობის საკითხი შეიძლება დაისვას.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ თქვენი უფლებების დარღვევა, გირჩევთ:

• არ დაიზაროთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს.
• თუკი ხელშეკრულებაში თქვენთვის რაიმე გაუგებარია, მოითხოვეთ განმარტება.
• თუკი ხელშეკრულების რომელიმე პირობა თქვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება ან ბუნდოვანია, მოითხოვეთ მისი შეცვლა-დაზუსტება.

გახსოვდეთ:

• თქვენ გაქვთ დადებული ხელშეკრულების გაუქმების უფლება!
• თუკი, ხელშეკრულების დადების შემდეგ, აღმოაჩენთ, რომ მისი პირობები უსამართლოა, გაქვთ უფლება ამ პირობების გაბათილება ან შეცვლა მოითხოვოთ!

უფასო იურუდიული კონსულტაციისათვის მოგვმართეთ ჩვენ.




print version
14:40:30 2019-05-31

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge