ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

თანამედროვე  რეალობაში  დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ონლაინ ვაჭრობაში.  არსებობს უამრავი საიტი, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ ონლაინ შეიძინონ სხვადასხვა ნივთი თუ  მომსახურება. სამწუხაროდ, ტექნიკური ხარვეზისა თუ „თაღლითობის“ გამო, მომხმარებელი ხშირად დაბალ ხარისხს იღებს, ან საერთოდ ვერ იღებს სასურველ ნივთსა, თუ მომსახურებას. საკითხი ძალიან ფართოა, თუმცა ამ სტატიაში  გვსურს ვისაუბროთ კონკრეტულად  ბილეთის ონლაინ შეძენისას   არსებულ რისკებსა და  პრობლემის გადაჭრის სამართლებრივ გზებზე.

ღონისძიებაზე ბილეთების ონლაინ შეძენისას, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ადგილზე მისვლისას აღმოაჩენს, რომ ბილეთზე მითითებული ადგილის ან/და  რიგის ნომერი ფიზიკურად საერთოდ არ არსებობს.

პირველ რიგში, გირჩევთ, ბილეთის შეძენამდე კარგად დააკვირდეთ ვებსაიტს, რომელიმე კუთხეში შესაძლებელია შედარებით წვრილი შრიფტით მითითებული იყოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: ვებსაიტი ან კომპანია  პასუხიმგებლობას არ იღებს ბილეთში მითითებული დეტალების სიზუსტესთან დაკავშირებით. ასეთი განაცხადის არსებობის შემთხვევაში, თქვენ, თქვენს თავზე იღებთ რისკებს ხარვეზებთან დაკავშირებით.

ჩვეულებრივ კი, ბილეთის შეძენით,  თქვენ  იძენთ  ღონისძიებაზე დასწრებისა და განსაზღვრული ადგილით სარგებლობის უფლებას, რაც თავისთავად ავალდებულებს მეორე მხარეს,  თქვენი, ამ უფლებების უზრუნველყოფისთვის მიიღოს ყველა საჭირო  ზომა.   

ბილეთზე მითითებული რიგის ან/და ადგილის ფიზიკურად არარსებობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობების დარღვევას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“ (მ. 361, პ. 2).

აქვე, გასათვალისწინებელია მომხმარებელი ღონისძიების უშუალო ორგანიზატორის საიტზე ყიდულობს  ბილეთებს (მაგ. ოპერის, თეატრის ვებსაიტზე), თუ გადამყიდველი ოპერატორების (tkt.ge, biletebi.ge ან სხვა) საიტებზე.  ამ უკანასკნელის შეცდომის ან ხარვეზის გამო, ღონისძიებაზე ვერ დასწრების ან ბილეთზე მითითებულ ადგილზე ვერ განთავსების შემთხვევაში, ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი ბილეთის შემძენის მიმართ.

 ბოლოს კი, თქვენი უფლებების ზემოთ ნახსენები სახით  დარღვევის შემთხვევაში  გირჩევთ:

  • პირველ რიგში, მიმართეთ კომპანიას, საიდანაც შეიძინეთ ბილეთიაუხსენით ვითარება და  მოსთხოვეთ ხარვეზის აღმოფხვრა -- სხვაადეკვატური ადგილით უზრუნველყოფა.  
  • თუ ხარვეზის აღმოფხვრა ვერ მოხერხდება, ან კომპანია უარს განაცხადებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ  თანხის დაბრუნება და, ასევე, ზიანის ანაზღაურება.
  • ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია თანხის დაბრუნებაზე და ზიანის ანაზღაურებაზე უარს განაცხადებს, შეგიძლიათ სასამართლოში უჩივლოთ.



print version
11:31:23 2017-11-28

კომენტარის დამატება

ნათია   17:55:42 2017-11-30  უპასუხე   
გამარჯობათ
tkt.ge-ზე შევიძინე ბილეთები.
ღინისძიება არ ჩატარდა, ყველა ამბობს ფულის დაბრუნებაზე უარს? რა მოვიმოქმედოთ?


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge