ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
კარაქ ვალიოს ეტიკეტი
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ანტიმიკრობული რეზისტენტობა
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები

კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები
კანონმდებლობა, წესები,

მოსახლეობის გაზით,  ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგებას არეგულირებს "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისი"სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტები შესაძლებელია სფეროების მიხედვით ნახოთ კომისიის ოფიციალურ საიტზე.

ქვემოთ გთავაზობთ ზოგიერთი ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომელიც მომხმარებლებისათვის საინტერესო შეიძლება იყოს. ნორმატიული აქტების ბოლო ვერსიების გასაცნობად ეწვიეთ საიტს matsne.gov.ge.

საერთო ხასიათის ნორმატიული აქტები:

  • საქართველოს კანონი "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ"
  • ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები
  • გადაწყვეტილება ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების წესის შესახებ 

ელექტროენერგიით მომარაგება:

  • ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის დადგენილება "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ"
  • სს "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
  • სს "თელასის" საერთო  მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგისს რქაოდენობის განსაზღვრის დროებითი
  • სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი

გაზმომარაგება:

  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის დადგენილება "ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ"
  •  ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები
  • ტექნიკური რეგლამენტი  "გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები"

წყალმომარაგება:

  • სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი
  • სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის დადგენილება "წყალმომარაგების ტარიფების შესახებ"

რაც შეეხება დასუფთავებას, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს და დასუფთავებას ადმინისტრირებას უწევს ადგილობრივი ხელისუფლება.




print version
16:11:32 2013-09-17

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge