ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

მოთხოვნები სასურსათო მაღაზიებისადმი

სურსათის საცალო ვაჭრობის პუნქტები სწორედ ის ადგილია, სადაც სურსათის მომხმარებლის უფლებების დაცვა პრაქტიკულად ხორციელდება: სავაჭრო ობიექტებში გასაყიდად გამოტანილი სურსათი უნდა იყოს უსაფრთხო და თან ახლდეს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ მომხმარებელმა სასურველი პროდუქტი სწორად აირჩიოს.

სურსათით მოვაჭრე ობიექტის ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს გასაყიდი სურსათის უვნებლობა. ანუ მაღაზიამ არ უნდა გამოიტანოს გასაყიდად სურსათი, რომელიც უვნებელი არ არის. სურსათი ითვლება უვნებლად, თუკი ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მაღაზია ვალდებულია, თავის შესაძლებლობების ფარგლებში, რეგულარულად ამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება გასაყიდი სურსათი კანონმდებლობის მოთხოვნებს. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ მაღაზიამ სურსათის ლაბორატორიული კვლევა უნდა ატაროს _ მაღაზიას უფლება აქვს ენდოს სურსათის ეტიკეტს და თანმდევ დოკუმენტებს. მაგრამ ვალდებულია ისინი წაიკითხოს და მათ შესაბამისად მოიქცეს: მაგალითად, დაიცვას მითითებული ვარგისიანობის ვადა და ვადაგასული სურსათი გასაყიდად არ გამოიტანოს. გარდა ამისა, თუ, მაგალითად, სურსათის თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ იგი საკვებდანამატებს შეიცავს, მაღაზიამ უნდა გადაამოწმოს, დაშვებულია თუ არა ეს საკვებდანამატები საქართველოში. სურსათი, რომელიც საქართველოში აკრძალულ საკვებდანამატებს შეიცავს, გასაყიდად არ უნდა იქნეს გამოტანილი.

გარდა ამისა, მაღაზია ვალდებულია დაიცვას სურსათის შენახვის პირობები, რომელიც სურსათის შეფუთვაზე, ან თანდართულ დოკუმენტებში, ან ამ სანიტარულ წესებში, ან ამ ჰიგიენურ წესებში არის მითითებული. თუკი სურსათის შენახვის პირობები დაირღვა, სურსათი უვნებელი აღარ არის და მაღაზია ვალდებულია ამოიღოს ასეთი სურსათი გაყიდვიდან. მაგალითად, თუკი მაცივარი, რომელშიც მალფუჭებადი პროდუქტებია განთავსებული, გამოირთო და სამაცივრო კამერაში ტემპერატურა +6 გრადუსზე მაღლა ავიდა, ასეთი სურსათი უვნებელი აღარ არის. ასევე არ არის უვნებელი, მაგალითად, გაყინული სურსათი, რომელიც შენახვის პერიოდში გალღვა და ხელახლა გაიყინა. არ არის უვნებელი კვერცხი, რომელიც სიცხეში დახლზე დევს და ისე იყიდება.

სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით მაღაზიამ უნდა უზრუნველყოს სავაჭრო ფართის და საწყობების სისუფთავე. აგრეთვე რეგულარულად ამოწმოს თანამშრომლების ჯანმრთელობა და გადამდები დაავადებების მატარებელი ადამიანები სურსათთან კონტაქტისთვის არ დაუშვას. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ ჭურჭლის სისუფთავე, რომელშიც დაუფასოვებელი სურსათი არის მოთავსებული და მათი დაფასოების და მომხმარებლისთვის მიწოდების ისეთი პირობები, რომელიც სურსათის დაბინძურებას გამორიცხავს. მაგალითად, დაუშვებელია გამყიდველმა შეუფუთავი პური მოგაწოდოთ იმ ხელით, რომლითაც ფულს იღებს. დაუშვებელია შეუფუთავი პური განთავსებული იყოს მაღაზიის დახლზე ან თაროზე, მაგალითად, სარეცხი ფხვნილის გვერდით.

გარდა უვნებლობისა, სურსათის გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელი აუცილებელი ინფორმაციით, რათა მომხმარებელმა მისთვის სასურველი სასურსათო პროდუქტის სწორად შერჩევა შეძლოს. ამისთვის მაღაზიამ უნდა შეამოწმოს, რომ დაფასოებულ სურსათს გააჩნია ქართული ეტიკეტი, რომელზეც მითითებულია ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. დაუფასოებელი სურსათის შემთხვევაში ეს ინფორმაცია მომხმარებელს მაღაზიამ უნდა მიაწოდოს.




print version
11:27:35 2012-06-20

კომენტარის დამატება

ნესტანი   18:28:20 2012-05-08  უპასუხე   
გამარჯობა,
სურსათის ვადებთან დაკავშირებით მაინტერესებს.
მაგალითად არაჟანი, რომელსაც აწერია ვარგისია 12.05.2012, და არ არის მითითებული "მდე",რა თარიღის ჩათვლით ითვლება პროდუქცია ვარგისიანად?
ლია, CSRDG   18:58:37 2012-05-08  უპასუხე   
ნესტან, რა თქმა უნდა ვარგისობის თარიღი უნდა ეწეროს ისე, რომ მომხმარებელმა გაარჩიოს გამოშვების თარიღისგან. წესი ითხოვს, რომ ეწეროს ”ვარგისია --- მდე”. იხილე ეს სტატია
ნესტანი   18:02:20 2012-05-09  უპასუხე   
დიდი მადლობა პასუხისთვის. მართალია კანონის მოთხოვნით სავალდებულოა ეწეროს ვარგისია .... მდე, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირად მხოლო თარიღი აწერია და რა უნდა ვიგულისხმოთ არ ვიცით იმ თარიღამდე მდე, თუ იმ თარიღის ჩათვლით
ლია, CSRDG   12:57:21 2012-05-10  უპასუხე   
კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როცა პროდუქტზე მითითებულია ვარგისობის თარიღი ისე, რომ წარმოების თარიღისგან ვერ გაარჩევ. ანუ, არსად წერია თუნდაც სიტყვები ”ვარგისია” ან ”შეფუთვაზე მითითებულია ვარგისობის თარიღი” ან რაიმე მსგავსი (მაგალითად ამ პროდუქტზე). ამის შედეგი კი ისაა, რომ ვარგისობის თარიღის გასვლის შემდეგ მომხმარებელს ეს თარიღი უკვე გამოშვების თარიღი ჰგონია და ვადაგასულ პროდუქტს ყიდულობს. ჩვენ ვცდილობთ ყველა მეწარმეს, რომელიც ასეთ პრაქტიკას მისდევს, მივუთითოთ და მოვთხოვოთ, შეწყვიტოს.

ana   04:35:32 2011-09-19  უპასუხე   
ჩვენს რეალობაში გამყიდვლებმა ის არ იციან ერთიდაიგივე დასახელების, ერთიდაიგივე ფირმის, ერიდაიგივე პროდუქტი, უბრალოდ სხვადასხვა ფერის ერთმანეთისაგან რითი განსხვავდება, არადა მაღაზიას სუპერმარკეტი ქვია და პრეტენზიაც ხარისხზე აქვს. აბსოლუტურად მომუმზადებელი კადრი - ჩვენი მაღაზიების სენია


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge