ბოლო ცვლილებები

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
ბაზრის სახელმწიფო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე

მომხმარებლის ძირითადი უფლებები

საერთაშორისოდ აღიარებულია მომხმარებლის შემდეგი ძირითადი უფლებები:

  • საქონლის უსაფრთხოების/უვნებლობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს უფლება აქვს მოელოდეს, რომ გასაყიდად გამოტანილი საქონელი მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა;
  • ეკონომიკური ინტერესების დაცვის უფლება. ანუ მომხმარებელს აქვს უფლება არ იყოს მოტყუებული. გამყიდველმა, რეკლამამ, ვიტრინის გაფორმებამ მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. გარდა ამისა:
    • ინფორმაციის მიღების უფლება. მომხმარებელს უფლება აქვს საქონლის შერჩევისას მიიღოს მთელი საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ გააზრებული (ინფორმირებული) გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. ამ ინფორმაციაში შედის საქონლის თვისებები, საგარანტიო ვადა, მომსახურების სრული აღწერა და ღირებულება და სხვა;
    • ნაკლის გამოსწორების უფლება. თუ საქონელი არ აღმოჩნდა იმ თვისების, რასაც მომხმარებელს შეჰპირდნენ, მას აქვს უფლება მოითხოვოს მისი გამოცვლა ან დაბრუნება.
    • ზიანის ანაზღაურების უფლება. თუ საქონლის ან მომსახურების რაიმე თვისების გამო მომხმარებელი დაზარალდა, დაზიანდა, მოტყუვდა, მას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა და მიღების უფლება აქვს.

მომხმარებლის დამატებითი უფლებებია:

  • სამომხმარებლო განათლების უფლება;
  • სამომხმარებლო გაერთიენებების/ორგანიზაციების შექმნის უფლება.
  • მომხმარებლების დაცვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში მონაწილეობის უფლება.



print version
12:24:57 2013-05-15

კომენტარის დამატება

გიორგი   21:31:25 2015-10-17  უპასუხე   
ერთერთ სუპერმარკეტების ქსელში შევიძინე საქონელი, ვიტრინაზე იყო მითითებული ფასი და სალაროს ჩეკში იყო ამორტყმული სხვა თანხა, 3 ლარით მეტი. ვალბებულია თუ არა მაღაზია ეგრევე შეცვალოს ფასი ვიტრინაზე, და მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო პროდუქციის გაყიდვა ვიტრინაზე მითითებული ფასით?

დათო   18:06:35 2015-07-04  უპასუხე   
შევიძინე ტელეფონი (ლიცენზირებული დილერისგან). მოგივანებით გაირკვა, რომ ამ მოდელის (LENOVO S60) რეალური შესაძლებლობლები არ ემთხვევა მის ტექნიკურ მახასიათებლებს „ქაღალდზე“ (lENOVOS ოფიციალურ ვებსაიტზე).
ვარ თუ არა, როგორც მომხმარებელი, შეცდომაში შეყვანილი, და რა გზით შემიძლია ზიანის ანაზღაურება?

mari   20:22:40 2013-03-17  უპასუხე   
მაგაზია ციფროვიკში შევიძინე ტელეფონი 500 ლარით მეტად, უნდა ეთქვათ მაღაზიაში, რომ მათთან უფრო ძვირი ღირდა, თუ არა? თუ კი, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე? იქნებ მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა
ლია, CSRDG   16:52:15 2013-03-20  უპასუხე   
არა მარი, მაღაზია არ არის ვალდებული გაცნობოთ , თუ რა ღირს იგივე პროდუქტი სხვა მაღაზიებში





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge