ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

მოთხოვნები სასურსათო პროდუქტებისადმი

გასაყიდად გამოტანილი სასურსათო პროდუქტი პირველ რიგში უვნებელი უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღაზიაში არათუ არ უნდა მოგვყიდონ ცუდი სასურსათო პროდუქტი, არამედ ასეთი პროდუქტი დახლზეც კი არ უნდა განათავსონ.

სასურსათო პროდუქტი ითვლება უვნებლად, თუკი ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს მოთხოვნები ბევრ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტში შეიძლება იყოს გაფანტული. ესენია: კანონები,  ტექნიკური რეგლამენტები, სანიტარული წესები და ნორმები, სხვა ნორმატიული აქტები. მათი დაცვა ნიშნავს, რომ, ბაქტერიების, მავნე ნივთიერებების ან სამკურნალო საშუალებების (ანტიბიოტიკების),პესტიციდების თუ საკვებდანამატების შემცველობა პროდუქტში, შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილ ნორმას უნდა აკმაყოფილებდეს. 

გარდა ამისა, ვინაიდან სურსათი იოლად ფუჭდება, რაც უნდა კარგი შემადგენლობა ჰქონოდა სასურსათო პროდუქტს მისი დამზადების მომენტში, მისი უვნებლობა უზრუნველყოფილია მხოლოდ მისი ვარგისიანობის ვადის განმავლობაში, და ისიც მხოლოდ სათანადო შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში. თუ შენახვის ვადა გადაცილებულია ან შენახვის პირობები დარღვეულია, სურსათი უვნებელი აღარ არის და მაღაზია ვალდებულია ასეთი სურსათი გაყიდვიდან ამოიღოს.  პროდუქტის შენახვის ვადა და პირობები, როგორც წესი, პროდუქტის ეტიკეტზეა მითითებული. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისთვის კი ისინი ამ სანიტარული ნორმებით არის დადგენილი. 

მეორე სავალდებულო მოთხოვნა გაყიდვაში არსებული სასურსათო პროდუქტებისადმი არის საკმარისი თანდართული ინფორმაციის არსებობა იმისათვის, რომ მომხმარებელმა სწორად აირჩიოს მისთვის სასურველი სურსათი. ეს იმას ნიშნავს, რომ სურსათის შეფუთვაზე, ან ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს:

  • ამ პროდუქტის დასახელება
  • პროდუქტის მწარმოებელი და ქვეყანა, სადაც წარმოებულია პროდუქტი
  • დამზადების თარიღი, შენახვის ვადა და პირობები
  • პროდუქტის წონა ან მოცულობა
  • პროდუქტის შემადგენლობა
  • პროდუქტის კალორიულობა, ვიტამინიზირებულობა, უკუჩვენებები
  • სპეციფიური თვისებები (მაგალითად: დასხივებულია, გენმოდიფიცირებულია)
  • სტანდარტი ან რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც დამზადებულია პროდუქტი

ეს ინფორმაცია უნდა იყოს გასაგები, ადვილად წასაკითხი, მოცემული ქართულ ენაზე და განთავსებული შესამჩნევად. და რაც მთავარია, იგი უნდა იყოს სწორი. ეტიკეტზე არსებულ წარწერებს მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს!

იგივე ინფორმაცია დაუფასოებელი სურსათის შესახებ მოცემული უნდა იყოს თანმხლებ დოკუმენტაციაში, რომელიც მომხმარებელს მოთხოვნისთანავე უნდა მიაწოდონ. ეტიკეტირების ეს მოთხოვნები არ ეხება დაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, როგორიცაა ნედლი ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, ქათამი.




print version
16:00:55 2012-10-09

კომენტარის დამატება

Freija   09:30:32 2011-06-29  უპასუხე   
მითითებული იყოს რეალური კვებითი ღირებულება: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, კალორიულობა..

bidzina   03:27:56 2010-05-23  უპასუხე   
უსაფრთხო და სრულყოფილად ეტიკეტირებული


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge