ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
შვრიის ფანტელი HAHNE
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
კარფურში შეძენილი ასაწონი „ხაჭო 4%“
ბეჭდური პუბლიკაციები
მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე
წარმატების ამბავი - სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრის ხელშეკრულება
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
მუქი ქიშმიში

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
ევროკავშირში,

დიდი ბრიტანეთის მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის Which?-ის ადვოკატირების კამპანიის შედეგად საკაბელო ინტერნეტპროვიადერებმა მომხმარებლებისათვის ავტომატური კომპენსაციის მექანიზმის დანერგვა გადაწყვიტეს. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიები სათანადო მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ, მომხმარებლებს საკომპენსაციო თანხებს ანგარიშებზე ავტომატურად დაურიცხავენ. მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ კომპანიისათვის მიმართვა. მექანიზმის დანერგვაზე 5 კომპანია შეთანხმდა, რომლებიც საკაბელო ინტერნეტის მომხმარებელთა 90%-ს ემსახურებიან. მექანიზმი 15 თვეში ამოქმედდება, რაც საშუალებას მისცემს კომპანიებს ამ ცვლილებისათვის სათანადოდ მოემზადონ და მისი ეფექტიანი მოქმედება უზრუნველყონ.

კომპენსაციების ოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

·      მომსახურება შეწყდა 2 სამუშაო დღეზე მეტი ვადით -- 8 ფუნტი სტერლინგი თითო სამუშაო დღეზე.

·      ხელოსანი არ მივიდა მომხმარებლის მისამართზე, ან ვიზიტი გაუქმდა 24 საათზე ნაკლები დროის წინასწარი შეტყობინების შედეგად -- 25 ფუნტი სტერლინგი.

·    პროვაიდერის დაპირების მიუხედავად, ახალი მომსახურების მიწოდება დათქმულ ვადაში არ დაიწყო -- 5 ფუნტი სტერლინგი თითო კალენდარულ დღეზე.    

 

წყარო: საკაბელო ინტერნეტის პროვაიდერები ავტომატურ კომპენსაციას შესთავაზებენ მომხმარებლებს, Which?-ის ვებსაიტი, https://www.which.co.uk/news/2017/11/broadband-providers-to-offer-automatic-compensation-to-customers/?utm_source=Consumers+International+-+Members+%26+Subscribers&utm_campaign=3c296ccaf0-WebSubsNov2017eNewsletter-English&utm_medium=email&utm_term=0_eab7ec67e5-3c296ccaf0-58337467




print version
15:42:16 2017-11-22

კომენტარის დამატება

neli   21:00:07 2018-02-03  უპასუხე   
მერე ჩვენ რაა?? დიდი ბრიტანეთი ვაართ/?
ვახტანგ, CSRDG   12:22:06 2018-02-05  უპასუხე   
ეს ინფორმაცია იმ მხრივ ჩავთვალეთ საინტერესოდ, რომ ჩვენთან მომხმარებლის ელემენტარული უფლებებისათვის გვიწევს ბრძოლა, ევროპაში კი გაცილებით შორს არიან წასული. საქართველოში მომხმარებლის უფლებების სფეროში რეფორმების განხორციელებისას მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge