ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

მედიაში ხშირად წააწყდებით მითითებებს იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის სურსათი მავნე ან აკრძალულ საკვებდანამატებს შეიცავს. საბედნიეროდ, ასეთი ინფორმაციის დიდი უმრავლესობა მცდარია. აგრეთვე უმეტესწილად მცდარია ინფორმაცია "აკრძალული E-ნომრების" თაობაზე.

ზოგადად, "E-ნომერი" ნივთიერებას მიენიჭება ევროპული თანამეგობრობის მიერ ("E" ნიშნავს ევროპას) და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ევროკომისიის სამეცნიერო კომიტეტს მიაჩნია, რომ მისი საკვებდანამატად გამოყენება უსაფრთხოა. ამდენად თავისთავად E-ნომრის არსებობა უკვე უსაფრთხოების გარანტიაა.

თუმცა, ვინაიდან მეცნიერება წინ მიდის, არის შემთხვევები, როდესაც ადრე დაშვებული საკვებდანამატი შემდგომში აიკრძალა. სწორედ ესენია აკრძალული E-ნომრები. 

ევროკავშირში ამჟამად გამოსაყენებლად დაშვებული საკვებდანამატები და მათი გამოყენების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ევროკომისიის მიერ მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზაში.

ზოგადად, ცხადია, სასურველია მივირთვათ სურსათი, რომელიც ნაკლებად შეიცავს საკვებდანამატებს. თუმცა გადამეტებული და დაუსაბუთებელი შიშებიც არ უნდა გვქონდეს. მაგალითად, საჭმლის სოდა, რომლებსაც ჩვენ ნამცხვრების ცხობისას ფართოდ ვიყენებთ, აგრეთვე საკვებდანამატია (E500), საკვებდანამატებია აგრეთვე ძმრის მჟავა (E260) და ლიმონმჟავა (E330), რომლებსაც, განზავებული სახით, აგრეთვე ხშირად ვიყენებთ სამზარეულოში. თუმცა, ცხადია, ჯობს ნატურალური ძმარი და ლიმონის წვენი გამოვიყენოთ.

უფრო დეტალურად საკვებდანამატების საკითხზე იხილეთ პუბლიკაცია: ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე - სურსათის (არასაკვები) დანამატები.

ჩვენი სხვა პუბლიკაციები ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის თაობაზე იხილეთ ბმულებზე:

 

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.




print version
12:31:32 2014-06-09

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge